Be a Person!

ყოველთვის ვიყავი მომხრე გულახდილობისა და დღემდე ასეთად ვრჩები. თუმცა , ზოგჯერ საკუთარი თავი ძალიან flowerმაკვირვებს ისეთები ეშლება… ბოლო დროს, შემომეჩვია აზრი, რომ იქნებ სულაც არ ვარ კარგი ადამიანი. მეტ-ნაკლებად, ყველას ასეთი გვგონია თავი – შეცდომებსაც ვაღიარებთ, ბოდიშსაც ვიხდით, თუმცა უმეტესწილად გვგონია რომ კარგები ვართ, რომ ყველას უნდა მოვწონდეთ, რომ ჩვენი ნაკლი არაფრით განსხვავდება ’’სხვათა ცოდვილი ბუნებისგან’’ და ა.შ.

მხოლოდ ერთი რამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა : კარგი ვარ თუ ცუდი, მხოლოდ იმათ შეიძლება განსაზღვრონ, ვისაც ჩემთან აქვთ ურთიერთობა და იციან რას შეიძლება მოელოდე ჩემგან და რას არა. აქვე დავამატებ, ნებისმიერი შეფასება ცალსახად სუბიექტური იქნება, იმიტომ რომ ჩვენი სამყაროა ზოგადად სუბიექტური.  თუ ადამიანებს უმეტესი ჩემი ქცევა ცუდად მოეჩვენებათ, ”ცუდი ადამიანის” იარლიყის მოკვრა არ გაუჭირდებათ და პირიქით.

სანამ ჩემი მონოლოგი, ”მინდა ვიყო ფილოსოფოსის” ყბედობას არ დამსგავსებია, მინდა ვთქვა რომ  ჩემ თავში მოფუთფუთე ამ აზრებს თავისი მიზეზები აქვს. ბოლო დროს დავფქირდი იმ ადამიანების ქცევაზე, ვინც ჩემ გარშემო ირევა. მეც მწყენია და ბევრისთვისაც მიწყენინებია, თუმცა მიზეზების ძებნას ახლაღა შევუდექი. საერთოდ, წარმოშობით იმ კუთხიდან ვარ ”სინელეში” რომ ადანაშაულებენ და ალბათ მიწია გენებმა 🙂 ჰოდა ვიფიქრე, იქნებ როცა ადამიანი ისე მექცევა, რომ ბოლოს გულნატკენი ვრჩები, სულაც ჩემი ბრალია. არ იფიქროთ, ’’ძალით-დეპრესია’’ მჭირდეს, ან ვინმესგან თბილ სიტყვებს ველოდე, უბრალოდ მართლა იგრძნობა ზოგიერთი ადამიანის მხრიდან ”ზიზღნარევი” დამოკიდებულება და მეც მინდა ყველაფერს ლოგიკური ახსნა ჰქონდეს.

გასაგებია, რომ ყველასთვის ”კარგი” ვერ ვიქნები, არც ყველას მოვეწონები, მაგრამ ზიზღის ახსნა მიჭირს. ასევე მიჭირს ავხსნა, ”ოღონდ ეგ არა და ვინც გინდა ის” დამოკიდებულებაც, ეს უკანასკნელი ალბათ ყველაზე ძნელი გასაცნობიერებლი და ასატანია. შეიძლება, თავს უსაფუძვლო ეჭვებით ვიტენი, იმიტომ რომ რაზეც მე ვლაპარაკობ მხოლოდ ვარაუდი და ჩემი ”ნარკვევებია”, მაგრამ რა ვუყოთ არსაიდან გაჩენილ ეჭვის ჭიანჭველებს (არადა გეფიცებით, ოდანავადაც არ ვარ/ვიყავი ეჭვიანი)…

საუბარი გულახდილობით დავიწყე და სწორედ ამით მაკვირვებს ჩემი თავი, რომ ამ ნაბიჯს არ ვდგამ.  არ ვესაუბრები და არ ვუსვამ შეკითხვებს ”ეჭვების” ობექტ(ებ)ს. ერთადერთი, რასაც წარმატებით ვართმევ თავს, თევზივით დადუმებაა და სხვათა შორის, რაც დრო გადის ჩემ ალაპარაკებასაც აზრი ეკარგება. სამაგიეროდ ნელ-ნელა ვკარგავ მათ ვისაც ”მეგობარს” ვუწოდებდი და ხვალ ალბათ, საკუთარ თავს ოდნავადაც არ დავადანაშაულებ ამაში.

მაგიტომაც ვამბობდი, მგონი ცუდი ადამიანი ვარ.

8 Responses to “Be a Person!”


  1. 1 მოლი ბლუმი April 28, 2013 at 11:34 pm

    რაის ცუდი ადამიანი, რას ამბობ 🙂 ძალიანაც კარგი ხარ 🙂

  2. 3 finiki April 29, 2013 at 10:32 am

    რაღაც ძალიან ნაცნობი და ახლობელი წავიკითხე. შემიძლია გითხრა რომ ცუდ ადამიანობასთან ამას არაფერი აქვს საერთო, ამას რომ წერ ესეც საკმარისია იმის სათქმელად რომ ცუდი ადამიანი არ შეიძლება იყო 🙂

    “წარმოშობით იმ კუთხიდან ვარ ”სინელეში” რომ ადანაშაულებენ და ალბათ მიწია გენებმა” ❤

    • 4 Jane April 30, 2013 at 1:57 pm

      წინა დღესაც მქონდა ამაზე საუბარი, ანუ ძირითადად იმას ვგულისხმობ რომ ჩემი საზომით ვიღაც ცუდია ან კარგი, ხომ შეიძლება ჩემი მეგობარი იმ თავის საზომებით ”კარგ ადამიანად” მთვლიდეს, ვიღაც ცუდად. ანუ ისევ იქ მივედი რომ სუბიექტურია ყველაფერი, უბრალოდ ადამიანი როცა იმ ცუდ დამოკიდებულებას უმიზეზოდ გრძნობ, ათასი აზრი მოგდის თავში 🙂 იქნებ და სულაც მიზეზიანია 🙂

  3. 5 Marie Eliadze April 29, 2013 at 12:41 pm

    ცუდიც და კარგიც პირობითი ცნებებია. შენ უბრალოდ ადამიანი ხარ 🙂

    • 6 Jane April 30, 2013 at 1:53 pm

      გეთანხმები. ავღნიშნე კიდევაც, რომ ყველაფერი სუბიექტურია ამ სამყაროში 🙂

  4. 7 glamtaia May 18, 2013 at 11:24 pm

    მე თუ მკითხავ “კარგი” და “ცუდი” მხოლოდ იარლიყებია.
    შენ ხარ შენ!
    ძალიან კარგი ბლოგერი და თანამოსაუბრე ❤


Leave a reply to Jane Cancel reply




დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 219 other subscribers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

10 წიგნი
მოლი, აპოკალიფსი და სანტა-კლაუსი
ინგლისური ჩაის საღამო- ტიტანიკი
ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილი IV)
ინგლისური ჩაის საღამო- ინგლისური იუმორი
მე-ჯეინი
შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ!
დაბადება
წერილი შენთვის
ინგლისური ჩაის საღამო- სტოუნჰენჯი (ნაწილი I)