Archive for ივლისი, 2013

I wish…

უკვე სამი კვირაა გერმანიაში ვარ. არ ვისაუბებ იმაზე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვარიანად უკან ვართ და ა.შ. არ მიყვარს ასეთი საუბრები. მხოლოდ იმას ჩამოვთვლი, რა მომწონს აქ და ვისურვებდი მქონდეს საქართველოში:
1.პუნქტუალურობა- გერმანელების ამ ოქროს თვისებაზე, ლამის ლეგენდები დადის, მაგრამ სულ სხვაა როცა ამაში თავად დარწმუნდები. 11-ზე დანიშნული შეხვედრა ერთ წამსაც არ დაიგვიანებს და ზუსტად იმდენ ხანს გრძელდება, რამდენიც წიანსაწრ იყო დათქმული. იგივე ითქმის, ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებაზეც- სტუმარი ზუსტად მაშინ მოცა, როცა დაიბარე და არცერთი წუთით გვიან ან ადრე…
2.მოწესრიგებული მოძრაობა-ტრანსპორტი, საქართველოში ერთ-ერთი დიდი პრობლემაა. ალბათ, არცერთი ჩვენგანისთვის არაა უცხო გზაზე გადასვლილსას თვალების ცეცება და სიფრთხილე. ზოგჯერ ქვეითებიც ვცოდავთ და მიწისზედა/ქვეშა გადასასვლელებს არ ვიყენებთ და მთლიანობაში, ყველანი ვქმნით ქაოსს. ალბათ ძალიან გამიჭირდება, პირველი 1 კვირა თბილისში, როცა წითელი თავის ფუნქციას დაკარგავს და ´´ზებრა´´ გადასასვლელი პრიორიტეტს აღარ მომანიჭებს.
3.კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი- მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ თავის დროზე უმარავი თანხა დახარჯა ყვითელი ავტობუსების შესაძენად და 2 შემადგენლობა მატარებლის ვაგონების გასარემონტებლად,, საზ.ტრანსპორტი ჩვენში მაინც პრობლემად რჩება. საშინელი სუნი (აქ მერია ვერაფერს გახდება) და მუხრუჭების ხრჭიალი მცირე ჩამონათვალია. ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი ალბათ ისაა, რომ ერთი ნომერი ავტობუსი დანიშნულების ადგილამდე იშვიათად თუ მიგიყვანს და გჭირდება ´´გადაჯდომა´´. მეტრო გადაადგილების ყველაზე გრილი, სწრაფი და უსაფრთხო საშუალებაა. თბილისშიც და აქაც, მეტრო ყველაზე მისაღები ტრანსპორტია ჩემთვის. მთავარი რაც აქაურ მეტროს თბილისურისგან განასხვავებს არის კომფორტი, მოწესრიგებული ვაგონები და წინასწარ განსაზღვრული განრიგი (ეს უკანასკნელი ყველა საზ.ტრანსპორტს აქვს).
4.ველოსიპედი- ეს ყველაზე სასიამოვნო სურვილია. გარდა იმისა, რომ ველოსპიედი ჯანსაღი ტრანსპორტია და ჰაერს არ აბინძურებს, გადასარევად გვეხმარება ცხოვრების ´´ჯდომით´´ წესს არ ავყვეთ და ცოტა გავივარჯიშოთ. განსაკუთრებით მომწონს მოკლე ქვედაბოლოებსა და ჰალსტუხებში, საოფისედ გამოწყობილი გერმანელები ველოსპიედებით რომ მიიჩქარიან. ჩემდა სამწუხაროდ, სამსახურამდე ეს ტრანსპორტი დიდად არ მარგია, მაგრამ საღამოს სასეირნოდ კარგი საშუალებაა. სულ რაღაც 30 ევროს გადახდა დამჭირდა ქირისთვის და ველოსპიედი 2 თვით ჩემია.
5. სტუდენტური ფასდაკლებები- ბოლო დროს, ჩვენთანაც დაიწყო სტუდენტური ფასდაკლებების შემოთავაზება ზოგიერთ მომსახურებაზე. ეს პუნქტი, უფრო იმას ეხება, რომ მსგავსი ფასდაკლება გაცილებით მეტი და უფრო სოლიდური იყოს. სტუდბილეთი, ფაქტობრივად ჯადოსნური ბარათია, რომელიც მომენტალურად, 2/3-ით გიმცირებს ყველა ატრაქციონზე/მუზეუმში/ტრანსპორტში თუ ტურისტულ გასართობზე ბილეთის ფასს.
ჯერ ეს იყოს, დანარჩენ სურვილებზე ცოტა მოგვიანებით დავპოსტავ, ახლა რამდენიმე ფოტო.
3.jpg

5.jpg

4.jpg

2.jpg

1

The end of the first week

გუთენ თაგ , როგორც გერმანელები იტყოდნენ. უნდა ითქვას, ევროპული პოსტი ცოტა დამიგვიანდა, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო და აი მეც აქ ვარ… უკვე პირველი კვირა მიიწურა, რაც ესოდენ სანატრელ დასავლეთში ვარ. საერთოდ, გერმანიის მიმართ განასკუთრებული ინტერესი არასდროს მქონია, მეგონა უმალ ბრიტანეთს ვეწვეოდი, ვიდრე დოიჩლანდს, თუმცა ცხოვრებაში რა არ ხდება . ორიოდ სიტყვით დავწერ რა ქარმა გადმომაგდო აქ: საქმე იმაშია, რომ დიდი ხანი ვგეგმავდი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას. ვინაიდან ჩემი კარიერც ამ ეტაპზე, არცთუ ურიგოდ მიდის და ამას დამატებული პირადი ცხოვრება, რომელიც ასევე მოწოდების სიმაღლეზეა და მნიშნელოვანი ცვლილებების მოლოდინში, უცხოეთში ხანმოკლე ვიზიტზე დავიწყე მუშაობა (მადლობა ჩემ სამსახურს). აქ ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში დავდივარ, პარალელურად ვესწრები კონფერენციებს და რაც მთავარია ვიკვლევ გერმანიას 🙂 როგორც ვთქვი, გერმანია დიდად არასდროს მაინტერესებდა, ამიტომ ჯერ იმის ფიქრით ვარ დაკავებული რა უნდა ვნახო სანამ აქ ვარ. ჩემ მკითხველებს შორს, ამის მრჩეველი ვინმე თუ მოიძებნება მადლიერი დაგჩებით. ვიღებ რჩევებს მთელი გერმანიის მასშტაბით. წასვლა არსად მეზარება:)) …

ბოლოს, ბინაზე ვწერდი. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, მივაკვლიე და ეხლა ერთ-ოთახიან პატარა სახლში ვცხოვრობ. იმდენად კომპაქტურადაა ყველაფერი ჩატეული, თვითონ გაკვირვებული ვარ J მერე ფოტოებსაც დავდებ. დანარჩენ ფოტოებს ცოტა მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ახლა დაკბით რაინის ხედით ❤

DSCN1820


მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge