გამარჯობა!

რადგან აქ შემოიხედე, ესეიგი უფრო მეტი გაინტერესებს ჩემზე,ვიდრე პოსტებში წერია.

ახლავე გეტყვი და ამაში ბლოგის ჰედერიც დაგვეხმარება. ახლა ცოტა ზემოთ აიხედე და დააკვირდი, იქ ბევრი საინტერესო რამაა ჩემ შესახებ. : )

 აი მაგალითად, ინგლისური სტიკერი იმას გაუწყებს რომ აქაურობის ავტორი უზომოდ შეყვარებულია ინგლისზე. თუმცა მხოლოდ სიყვარული არ კმარა, ამიტომაც ვაწყობ ინგლისური ჩაის საღამოებს შაბათობით, რათა მეტი გესაუბროთ ამ ქვეყნისა და მისი ტრადიციების შესახებ. საინტერესო საუბრები გამოგვდის ხოლმე და ძირითადად ინგლისზე პლატონურად შეყვარებულები ვიკრიბებით, შენც შემოგვიერთდი.  სიმართლე გითხრა, დიდი იმედი მაქვს რომ იქ აუცილებლად წავალ, ეს არც ისე ძნელი თუმცა ძვირია : )

ინგლისურ სტიკერს ჩემი გრავატარი მოსდევს. ეს მე ვარ! აქაურობის ავტორი და მფლობელი, სწორედ ასეთია შენი მასპინძელი აქ.

გაინტერესებს რა შუაშია ჭიამაია? უბრალოდ ჯეინამდე აქ ჭიამაია ცხოვრობდა. არა, ავტორი იგივეა, მხოლოდ სახელი შეიცვალა.

ახლა ფონს დააკვირდი, ხედავ იქ ყვავილებსა და გულებს? ეს ისაა რაც ახლა ჩემ გონებასა და გულში ხდება. მე შეყვარებული ვარ და სიყვარულზეც ხშირად ვწერ.

2011 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული მე ვებ-სამყაროს უკიდეგანო სივრცეში ჩემი მყუდრო სახლი მაქვს. ჰოდა მეგობარო, კეთილი იყოს შენი ფეხი აქ, ჯეინის სამყაროში. იმედია მოგეწონება!

Advertisements

47 Responses to “მე-ჯეინი”


  1. 1 Jessie მაისი 19, 2011, 2:16 PM

    ჭიამაია ჩვენს გვერდითაა :)))))) ველქომ ჰანი 🙂

  2. 2 Mallorie მაისი 24, 2011, 5:34 PM

    ამაზე ლამაზი დიზაინი არცერთ ვორდპრესელს არ აქვს. ^^
    ძაააალიან მაგარია, ჭიამაიკო.. ^^

  3. 4 ♥ Miss.Catalan.. ♥ ივნისი 2, 2011, 3:12 PM

    ძალიან ლამაზი დიზაინია : )

  4. 7 girlwithumbrella ივნისი 3, 2011, 7:23 PM

    დიზაინი მართლა კარგია :))) მიყვარს ჭიამაიები :))) ბლოგიც მომეწონა. თბილია

  5. 9 elton1robles ივლისი 13, 2011, 5:46 PM

    ძალიან მომეწონა დიზაინი. .. . და საკუთარი თავის დახასიათება 😉

  6. 11 glamtaia აგვისტო 4, 2011, 12:39 AM

    ძალიან საყვარელი დიზაინი გაქვს 🙂

  7. 13 ვახო აგვისტო 12, 2011, 12:03 PM

    დიზაინი თბილი და კარგია 🙂 დახასიათებაც მომწონს 🙂

  8. 15 Savardzeli აგვისტო 16, 2011, 9:24 AM

    როგორ მომაგენი?!

  9. 16 tamara სექტემბერი 6, 2011, 1:16 AM

    ჭიამარია, ფონი რომ fixed იყოს, ხომ არ აჯობებდა?? 🙂

  10. 18 donaldo2191 სექტემბერი 25, 2011, 11:02 PM

    ra sayvareli blogi gaq..momewona..dzzn sayvarelia… http://dezoqsiribonukleini.wordpress.com/ es chemia da naxe….. :))

  11. 20 NinucaElectro ოქტომბერი 2, 2011, 9:19 PM

    ბლოგის დიზაინი ძალიან მომწონს. “შიგთავსიც” რა თქმა უნდა :):P

  12. 21 მარი ნოემბერი 5, 2011, 9:55 PM

    საყვარელი ხარ და საინტერესო ❤ ,,,
    შემომიარე ხოლმეე :*

  13. 23 მოლი ბლუმი იანვარი 10, 2012, 11:46 PM

    რა საყვარელი დიზაინია 🙂 ასეთი ბლოგის დახურვა იქნება?

    • 24 Chiamaria იანვარი 11, 2012, 12:19 AM

      დიზაინზე დღეს ბევრი ვიწვალე : ) სამსახურში მომზირალი უცხო თვალებიც კი არაფრად ჩავაგდე.. 🙂
      ეჰ მოლი, არ ვიცი. გამოსავალს აუცილებლად ვნახავ : ) ძალიან მენანება აქაურობა…რამე ვირტუალურის შეყვარება თუ შეიძლება, ეს მხოლოდ ბლოგია ❤

  14. 25 Sunny.. ♥ იანვარი 19, 2012, 3:38 PM

    უჰუჰუ, როგორ მომწონს აქაურობაა !! ❤ ხშირად შემოგივლი ჭიამარიკოოო 🙂 :****

  15. 26 მოლი ბლუმი მარტი 14, 2012, 10:57 PM

    და ახალი დიზაინიც ძალიან მომწონს 🙂 მშვიდობაში!

    • 27 ჭიამარია მარტი 16, 2012, 9:24 AM

      მეც მომწონს… ფერები განსაკუთრებით, პირველად არის რომ საკუთარი ბლოგის დიზაინში ჯერ ყველაფერი მაკმაყოფილებს და ალბათ არაფერს აღარ შევცვლი ჯერ-ჯერობით მაინც 🙂
      მადლობა შეფასებისთვის

  16. 28 niniTo ივნისი 10, 2012, 8:11 PM

    ჯეინი…. ლამაზი სახელი ჯეინი….
    მაგრამ იცი დაახლოებით როგორი გრძნობაა? მეგობარი რომ გყავს… (ოღონდ ბოლო დროს ხშირად ვეღარ ნახულობ) და მერე გაიგებ, სახელი შეიცვალაო. შენთვის ხომ მაინც ისე დარჩება, როგორც ადრე? 🙂

    ჰოდა… რა ლამაზი დიაზაინი აქვს შენს ბლოგს… ველოდები ზაფხულს, რომ სიამოვნებით წავიკითხო გამოტოვებული პოსტები : )

    • 29 Jane ივნისი 12, 2012, 10:01 AM

      ცუდი შეგრძნება იქნება კი : )
      ძველ მკითხველს შეუძლია ისე მომმართოს როგორც გაუხარდება : )) აქაურობა ძველებურად სტუმართმოყვარეა : ))

  17. 30 kevana ივლისი 19, 2012, 8:14 PM

    აუ დიზაინი მომწონს, მე კი არგამომდის ლამაზი 😦
    რაც მინდა ხოლმე, ის არ ჯდება ლამაზად :დდდ

  18. 32 Mallorie ივლისი 25, 2012, 12:30 PM

    ძალიან სასიამოვნო ბლოგი გაქვს. დიზაინი მშვიდი, ლამაზი და ძააალიან საყვარელია! ❤

  19. 34 Natalie ივლისი 29, 2012, 1:40 PM

    JANE,მე ძალიან მომწონს შენი ბლოგი,შენი სიახლეების წაკითხვის შემდეგ მივხვდი რომ ჩვენი გემოვნება ერთმანეთთან ძალიან ახლოა.
    მეც შენსავით ძალია მიყვარს ინგლისი ამ ქვეყანაზე ბევრი რამ ვიცი და ძალიან მომწონს ეს ქვეყანა.
    შენ ბლოგს შემთხვევით გუშინ წავაწყდი როდესაც ჩემ საყვარელ წიგნზე ”ჯეინ ეარზე” ვაძებდი რაღაცეებს.მეც ისეთი გრძნობით ვკითხულობდი ამ წიგნს როგორც შენ,თავიდან მეც მაშინებდე წიგნის სისქე მაგრამ კითხვა რომ დავიწყე ისე ჩამითრი მეგონა მეც მის სამყაროში და მის დროში მოვხვდი.
    მოკლედ ერთი სათხოვარი მაქვს შენთვის თუ წინააღმდეგი არ იქნები
    იქნება მასწავლო როგორ გააკეთე ეს ბლოგი(დიზაინი უფრო მაინტერესებს)რადგან მეც მინდა შენნაირი ბლოგი მქონდეს.პირობას გძლევ არც კონკურენციას და არც პლაგიტობას არ გაგიწევ.
    წინასწარ გიხდი მადლობას.
    ნატალია.

    • 35 Jane ივლისი 29, 2012, 2:17 PM

      სალამი ნატალია!
      პირველ რიგში დიდი მადლობა შეფასებისთვის. ძალიან სასიამოვნოა შენნაირი მკითხველების ყოლა 🙂 ბლოგის დარეგისტრირება მარტივი საქმეა, დიზაინის მოდელები კი თავად ვორდპრესს აქვს. მთავარია ფოტოები და ჰედერი სწორად შეარჩიო 🙂
      დიდი სიამოვნებით დაგეხმარები რითაც შემიძლია. ნებისმიერ ტექნიკურ საკითხზე შეგიძლია დამიკავშირდე მეილზე- biedronka.ch@gmail.com ან დამამატე facebook-ზე-http://www.facebook.com/#!/biedronka.ch.

  20. 36 Natalie ივლისი 29, 2012, 2:25 PM

    ძალიან დიდი მადლობა ჯეინ,ვეცდები რომ კარგი ბლოგი გამომივიდეს.

  21. 38 Natalie ივლისი 29, 2012, 2:31 PM

    რათქმაუნდა იქნება,შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ და დიდი მადლობა დახმარებისთვის.

  22. 39 Natalie ივლისი 29, 2012, 9:19 PM

    ჯეინ ერთი კითხვა მაქვს და პირობას გაძლევ აღა შეგაწუხებ
    კატეგორიები როგორ გავაკეთო ბლოგზე?

    • 40 Jane ივლისი 30, 2012, 1:40 PM

      არ მაწუხებ 🙂
      ამისათვის შედი dashboard-ზე, მარცხენა მხარეს მოძებნე appearance შემდეგ widgetes, ჩამონათვალში აარჩიე categories და ხელით გადაიტანე მარჯვნივ, sidebar-ში 🙂 იმედია გასაგებად ავხსენი. მიყევი ნაბიჯ–ნაბიჯ და ადვილად მიაგნებ 🙂

  23. 41 katerina ივლისი 31, 2012, 12:54 AM

    არ დაიჯერებ და ახლა გავიგე, რომ ჯეინი ის ჭიამაიაა 🙂 რაღა ვქნა… არ დამცინოთ 🙂

  24. 43 Natalie ივლისი 31, 2012, 2:05 PM

    მადლობ ძალიან გასაგებად ამიხსენი.

  25. 45 თაკოს ბლოგი დეკემბერი 25, 2012, 11:23 AM

    dzaan sakvareliaa blogi <3333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333333

  26. 46 ეველინი ივლისი 12, 2014, 2:02 PM

    კეთილი იყოს ჩემი ფეხი შენს ბლოგსა შინა ^_^ ლამაზი ვიზუალია ❤

  27. 47 ეველინი ივნისი 8, 2015, 6:36 PM

    რამდენჯერაც შემოვდივარ, იმდენჯერ მხიბლავს მყურდო გარემო და ძალიან ძალიან ლამაზი ვიზუალი ^_^


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 228 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: