მოლი, აპოკალიფსი და სანტა-კლაუსი

The Last Judgement by Hieronymus Bosch

თუ ისტორიას გადახედავთ, რამდენჯერ ელოდა კაცობრიობა აღსასრულს, შეიძლება, სათვალავიც აგერიოთ –  ჩვენს წინაპრებს  ესქატოლოგიური თეორიების შეთხზვა ნამეტანი ჰყვარებიათ. ჯერ იყო და 1000 წელს უცქერდნენ ეჭვის თვალით – ისეთი მრგვალია, მშვიდობიანად არ ჩაივლისო, მერე – 1037-ს, 1492-ს, 1666-ს – ყველას რა გაიხსენებს… მეოცე საუკუნის დასაწყისში გერმანელი სექტანტები დედაბუდიანად აყრილან და   საქართველოში გადმოსახლებულან – წარღვნას ველოდებით და, ბარემ, ნოეს კიდობანთან ახლოს ვიქნებითო. კომპიუტერული “პრობლემა -2000”-ც გემახსოვრებათ – აგერ იყო, გუშინწინ.

გაგეცინებათ და იაპონელებზე, ამ სერიოზულ და ჭკუადამჯდარ ხალხზეც კი ჰყვებიან ანეკდოტურ ამბავს – რომელიღაც მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით ერთი ქალაქის მაცხოვრებლები ცენტრალურ მოედანზე შეკრებილან. დროშებით, ბანერებით, რაღაცებს მღეროდნენ თურმე… ქოლგები და თბილი სამოსიც წამოეღოთ, თერმოსებში ყავა და ჩაი მოემარაგებინათ – ყოველი შემთხვევისათვის. მოკლედ, აპოკალიფსს დღესასწაულივით ხვდებოდნენ. დათქმულ დროს გვარიანად და უიმედოდ რომ გადაცდენია, ორგანიზატორებს ბოდიში მოუხდიათ – გვაპატიეთ, ალბათ, გადაიდოო. არა უშავსო, უთქვამთ იაპონელებს, თქვენი რა ბრალიაო და წასულან სახლებში.

ბოლო ხანებში ერი თუ ბერი, დიდი თუ პატარა 2012 წლის 21 დეკემბერზე ლაპარაკობდა. რამდენიმე, ჩემთვის ჭკუის საკითხავმა კაცმა შინ მშრალი საკვები და სანთლებიც კი მიაცუნცულა და რა? არც არაფერი… პარასკევმა ისე ჩაიარა, ცეცხლის წვიმას ვინ ჩივის, მგონი, თოვაც შეწყდა და მზემაც გამოანათა… ჰოდა, ხეირიანად მოსაღამოვება არც აცალეს, ახალი რიცხვი დადეს – 2036 წლის 13 აპრილი – აი, ეს უკვე ნაღდიაო.

სხვათა შორის, ჩემს მეგობარს აპოკალიფსის თარიღის საკუთარი ვერსია აქვს. ზუსტია-მეთქი, ვერ დავიჩემებ, მაგრამ ლამაზი კია და, რამდენჯერაც გამახსენდება, მეღიმება – იშვიათად დახვეწილი იდეაა. ოღონდ, ამას პოსტის ბოლოს დავუბრუნდეთ, თორემ  საშინელებებზე ლაპარაკში მთავარი თემა – სანტა-კლაუსი და სურვილი კინაღამ გადაგვავიწყდა.

შარშან ამ დროს აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ სანტასგან არაფერი მჭირდებოდა და  მხოლოდ ბლოგის დაბადების დღეზე სტუმრობა ვთხოვე მთელი გულით და სულით (მოვიდა კიდეც, სხვათა შორის 🙂 ) ახლა ასე ყოჩაღად ვერ ვარ. რაღაც-რაღაცების მოსაგვარებლად საკუთარი ძალები არ მეყო და ახალ წელს მთლად ყურებაცქვეტილი ვერ ვხვდები. მაინც არ ვთხოვ – შემწუხებელი უჩემოდაც ბევრი ეყოლება.

თუმცა, არა… თემასაც ავცდებით და, კარგად რომ დავფიქრდე, ერთი სურვილი მაინც მაქვს. სანტა, იცი, რა? მოდი, ისე მოახერხე, სურვილებს თვითონაც ვუმკლავდებოდე. დანარჩენს მე მივხედავ.

ჩემი მეგობრის აპოკალიპტური წინასწარმეტყველება ვახსენე ზევით.  ქუდის დახურვა 2359 წლის 31 დეკემბრის გვიან საღამოს  მოგვიწევს.

რატომ – თავად გამოიცანით.

Advertisements

22 Responses to “მოლი, აპოკალიფსი და სანტა-კლაუსი”


  1. 1 tami დეკემბერი 25, 2012, 10:11 PM

    აუ რაღა დარჩა მაშინ, ეგ ერთი სურვილი მეც ამისრულდეს და “დანარჩენეებსაც” მივხედავ

    • 2 მოლი ბლუმი დეკემბერი 25, 2012, 10:13 PM

      პრინციპში, მე ის ვიგულისხმე, სხვა არ ამებლანდოს ფეხებში მეთქი. საკუთარ სურვილებს, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა, როგორც წესი, თავადვე ვისრულებ, თუ ვინმემ არ შემიშალა უშნოდ ხელი. საჩუქრებს ასე მირჩევნია.

      • 3 tami დეკემბერი 25, 2012, 10:16 PM

        სწორეა, ვერ ვიტან სხვას რომ მისჩერებიან ხელში-თუნდაც სანტას-არადა კარგია საჩუქრები

  2. 4 Kejeradze დეკემბერი 25, 2012, 11:12 PM

    მინიმუმ 2036-მდე “ვისვენებთ”? 😀 …სანტა მაინც მინდა – პატარ-პატარა სურვილებს კი ვისრულებ, მაგრამ საჩუქარს თავისი ხიბლი აქვს… 🙂

  3. 5 tamara დეკემბერი 25, 2012, 11:21 PM

    იაპონელებს რა იაპონურად გადაუტანიათ იმედგაცრუება 🙂
    მგონი, ჩვენ გულიც კი დაგვწყდა, კომეტამ რომ დაგვივიწყა…
    ისე, ამ დღეებში სულ ის მახსენდებოდა, ვიმერბიუში რომ ელოდებოდნენ კომეტას (ლინდგრენის “ემილიდან”) 🙂
    ჰოდა, კომეტა ჯანდაბას, იქნებ სანტამ მაინც არ დაგვივიწყოს…

  4. 7 kevana დეკემბერი 25, 2012, 11:31 PM

    ნეტა მშობლების სურვილებს გავუკლავდე, რაღა მომკლავს მერე :დდდ

  5. 9 takline დეკემბერი 26, 2012, 2:57 AM

    როგორ ყოველთვის 5+ მოლი და 2359 წელი რატომ????? O_o

  6. 12 Jane დეკემბერი 26, 2012, 11:22 AM

    მოლი , სწორედ ისეთი პოსტია შენ რომ გჩვევია. ინფორმაციული და ძალიან სასიამოვნო. გადასარევი სურვილი გაქვს წელს სანტასთან, მერე ერთი საიდუმლო მაქვს შენთვის გასამხელი : )))))))

  7. 15 Author დეკემბერი 26, 2012, 6:08 PM

    2359 წლის 31 დეკემბერი… შემოგვიგდო მოლიმ კერკეტი კაკალი და იმტვრიე ახლა კბილები (ნუ, თავი)!
    მოლი, ფორმაში ხარ! 🙂

  8. 17 M.K. დეკემბერი 26, 2012, 9:11 PM

    მოლ, იაპონელების ამბავზე გულიანად ვიცინე 🙂
    სათხოვარი მომეწონა ფრიად… ერთი კია, ყველამ ეგ რომ სთხოვოს ჩვენს თეთრწვერა ბაბუს, ვიღასთან მიიტანოს ლამაზ-ლამაზი ლენტებით გაფორმებული საჩუქრები?

  9. 18 მოლი ბლუმი დეკემბერი 27, 2012, 1:03 AM

    უპირველეს ყოვლისა, უღრმესი მადლობა მასპინძელს, ჯეინმარიას, აქაურ მკითხველებთან საუბრის ეს შესაძლებლობა რომ მომცა 🙂

    უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ამ პოსტისთვის მოიცალა 🙂

    ახლა მეგობრის აპოკალიპტურ ვერსიის საიდუმლოსაც აგიხსნით.

    2359, შესაძლებელია, ასეც ჩაიწეროს: 23:59.

    ჰოდა, 2359 წლის 31 დეკემბრის გვიან საღამოს, 12 საათზ.ე, ნიშნული ერთით გადაიწევს და 2360-ის ნაცვლად გახდება 00:00

    და ყველაფერი თავიდან დაიწყება.

    • 19 Author დეკემბერი 27, 2012, 1:41 AM

      ფრიად გონებამახვილურია!
      შენ მეგობარს ჩემი პატივისცემა 🙂 მოლის კი, მადლობა, რასაკვირველია.

      • 20 Jane დეკემბერი 27, 2012, 1:38 PM

        ვა , რა მაგარია!!!!!!!
        მე კიდე ხან შევკრიბე, ხან გავამრავლე ხან გავყავი :))
        მოკლედ ყველაფერი ვქენი და ისეთი საკრალური ციფრი ვერაფრით მივიღე რომ ამეხსნა ეს ამბავი :)))
        მომეწონა!


  1. 1 აპოკალიფსს გადარჩენილი სათხოვარი სანტას « Jane's Universe უკუბმული კომენტარი დეკემბერი 26, 2012, 8:39 PM ჩანაწერზე
  2. 2 აპოკალიფსს გადარჩენილი სათხოვარი სანტას (მაღლივიდან) « Jane's Universe უკუბმული კომენტარი დეკემბერი 28, 2012, 10:35 PM ჩანაწერზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: