Archive for თებერვალი, 2014

დასაწყისის დასაწყისი- 6 კვირა

დღეს 26 თებერვალია. ჩემი კალენდრის მიხედვით ვარ 6 კვირის ორსული. ასევე დაადასტურა ექოს კვლევამ გუშინ. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად მიდის. გუშინ ძალიან ემოციური დღე იყო. ექოს კაბინეტში ცოტა აღელვებული შევედი. ძალიან გამიხარდა ექოსკოპისტმა რომ მიცნო. მოლედ, როგორც იქნა ჩართო აპარატი და ასისტენტს კარნახობს მონაცემებს, რაც მერე იწერება პასუხში. ”ღრუში ფიქსირდება ერთი ცოცხალი ემბრიონი”- და აი ამაზე გული ამომიხტა : ) იმის იქით ბევრი აღარაფერი გამიგია. ზომები დაწერა და გულისცემა ჩამირთო. ისე სწრაფად და ხმამაღლა უცემდა, ჩემი მეგონა. რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ გაკრეჭილი ვიწექი და ექიმმაც მუცლის კუნთები ცოტა მოადუნე, კარგად ვნახო ყველაფერიო.

მოკლედ, ემბრიონი იქაა სადაც უნდა იყოს და გულიც უცემს. ერთ-ერთი საიტის მიხედვით პატარა წერტილი აი ასეთ რამეებს აკეთებს ” ამ პერიოდში ბავშვი იწყებს სუნთქვას. თუმცა იგი ჯერ მხოლოდ ემბრიონია. მისი განვითარება ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ამ კვირაში ჩამოყალიბებას იწყებს ყურები დაა თვალები. ასევე იწყებს პირის გაღებას, გული ცდილობს სისხლის გადამუშავებას და სხვა ორგანოებიც იწყებენ ფორმირებას, ასევე ჩანს კიდურების პატარა წარმონაქმნები. თვინი ცდილობს შეავსოს უკვე სხეულთან შედარებით შესამჩნევად გაზრდილი თავი. ასევე ნელ ნელა ყალიბდება კიდურები, მათი პირველადი მინიშნება კი ამ კვირაში იჩენს თავს.. მიუხედავად იმისა რომ ჩანასახუ სულ რამოდენიმე კვირისაა, ბავშვის გული პირველად სწორედ ამ კვირაში იწყებს ცემას, თუმცა იგი ძალიან სუსტია და მხოლოდ კარგი ულტრაბგერის აპატარები შეძლებენ მის ამოცნობას. ამის შემდეგ სისხლი დაიწყებს ცირკულირებას. ამ დროისთვის თქვენი პატარა დაახლოებით 2-4 მილიმეტრამდეა.”

რაც შემეხება მე, ჯერ-ჯერობით ტოქსიკოზი ან რამე სხვა ”გართულება” არ მაქვს. ერთადერთი რაც შეიცვალა ესაა მომატებული ძილიანობა- საკმარისია სადმე მყუდროდ დავჯდე და ეგრევე მეძინება, სამსახურშიც ძლივს ვიკავებ თავს : ) ამბობენ ტოქსიკოზი ასე 7-8 კვირაში ძლიერდებაო და ვნახოთ, ჯერ-ჯერობით არაფერი მსგავსი არ ხდება. ვაგრძელებ ფოლიუმის მჟავის მიღებას და დამემატა უტროჟესტანი- ეს საშვილოსნოს კედლების ტონუსისთვისაა. როგორც ექიმმა ამიხსნა, ეს უბრალოდ დაძაბულობის და გადაღლილობის შედეგია. ტონუსი შესაძლოა სულ არ გვქონდეს დილით, მაგრამ მოიმატოს საღამოს როცა სხეული გადაღლილია.
შემდეგი კვლევისთვის 12 კვირის ვადაზე დამიბარეს, ეს დაახლოებით თვენახევარშია. ცოტა მეშორება, Pregnant-Cartoon-Momმაგრამ ალბათ ასეა საჭირო :). ჰო მართლა, ორსულეისთვის არასასურველია- უფრო მეტიც- აკრძალულია ძალიან ცხელ წყალში ბანაობა, დაივიწყეთ აბაზანაში ნებივრობა და ა.შ , ასევე არ ვწევთ მძიმეებს, ვიკვებებით ჯანსაღად და შეძლებისდაგვარად ბევრს ვისვენებთ! : )
შემდეგ პოსტამდე

Advertisements

დასაწყისის დასაწყისი

უცნაური რამეა ეს დრო. გადის ნელა, მანამ სანამ უკან არ მოიხედავ და აღმოაჩენ, რომ თურმე მიფრინავს. აღმოაჩენ, რომ ისეთი რაღაცეები მომხდარა ან სულ მალე მოხდება, შორს რომ გეგონა. ზოგჯერ წარმოუდგენელიც გეგონა, ზოგჯერ გეგონა- მხოლოდ სხვის თავს ხდებოდა და შენ არაფერი შეგეხებოდა, ან ძალიან ძალიან გვიან შეგეხებოდა.
მეც ასე მეგონა, სანამ ამ ერთი კვირის წინ რაღაცეებმა არ დამაეჭვა და ბევრი მრომ არ გავაგრძელო, ეჭვებიც მალევე დადასტურდა. სულ ცოტა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი ცხოვრება გაორდა და ორნი შევიყუჟეთ ციცქნა ბინაში. ჰოდა, ახლა გავიგეთ რომ უნდა გავსამდეთ და სავარაუდოდ ჩვენი ბინაც აღარ გვეყოფა : ).
გადავწყვიტე, რომ ეს ის მოვლენაა რომელზეც მინდა რომ ვწერო. მინდა ჩემი ცხოვრების ეს მშვენიერი ეპიზოდი კარგად შემოვინახო. ამის გამო, აქაურობა ორსულობის ბლოგად შეიძლება იქცეს და ბევრი ქალური თემა გაჩნდეს. : ) მაგრამ ეს მოვლენა ღირს ამად. აქ, მომდევნო 8 თვის განმავლობაში უამრავი ჩანაწერი გაჩნდება, რომელიც ჰორმონების მოჭარბების გამო, შეიძლება ზედმეტად ემოციური ან წუწუნით სავსე იყოს. მე ძალიან ბედნიერი ვარ ახლა.
ვიფიქრე, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო პოსტები. ბავშვის განვითარება, ზომა-წონა და ზოგადი ინფორმაცია ბევრ საიტზე შეგვიძლია ვნახოთ. რადგან ეს პირადი ბლოგია, რასაკვირველია ჩემი პირადი გამოცდილებასა და იმჟამინდელი მდგომარეობაზე უფრო უკეთ დავწერ, ვიდრე რომელიმე ენციკლოპედიას შეუძლია აღწეროს ეს. შევეცდები მაქსიმალურად ბევრი ფოტო დავდო და ზოგჯერ მკითხველის თვალითაც დავაკვირდე როგორ ვვითარდებით : )
ახლა, მე პატარა ვადის ორსულად მივიჩნევი. ზოგადი ინფორმაციისთვის ვიტყვი, რომ ექიმები ორსულობის ვადას სხვაგვარად თვლიან- არსებობს ორსულობის ვადა ციკლის მიხედვით და ორსულობის ვადა ჩასახვის მიხედვით. ციკლის მიხედვით, ვადის ათვლა იწყება უკანასკნელი პმს-ის მოსვლის პირველი დღიდან- ანუ ასე ვთქვათ ”1 კვირის ” ორსულად ითვლებით ჯერ კიდევ იმ დღიდან, როდესაც პმს გაქვთ და სულაც არ ფიქრობთ ამ მდგომარეობაზე. დასრულების შემდეგ, წესით ჩასახვა დაახლოებით 1 კვირა მაინც (ყველასთან ინდივიდუალურია) არ ხდება, მაგრამ ეს კვირაც ვადაში ითვლება, შემდეგ ხდება ჩასახვა და იწყება სანაყოფე პარკისა და მასში ემბრიონის განვითარება. იმ დროისათვის, როცა თქვენ მომდევნო პმს-ს ელოდებით და გადაცდენის შემთხვევაში ტესტსაც გაიკეთებთ, ჩასახვით შეიძლება მხოლოდ 1 კვირის ორსული იყოთ, მაგრამ ციკლის მიხედვით უკვე 3 კვირის ორსულად ითვლებით. მოკლედ რომ ვქვათ, მაშინ როცა ორსულობას ვიგებთ- უკვე 3-4 კვირისანი ვართ.
პირველი ექოსკოპია:
როგორც კი ეს ამბავი გავიგე, მეორე დღესვე დავგეგმე ვიზიტი ექიმთან. ზოგადად, სასურველი იყო 1 კვირა

ასე გამოიყურება სანაყოფე პარკი, ყველაფერი ამ წერტილით იწყება : )

ასე გამოიყურება სანაყოფე პარკი, ყველაფერი ამ წერტილით იწყება : )

მაინც მომეცადა და მერე მივსულიყავი. ვინაიდან, ამ ვადაზე შეიძლება ბევრი რამ არ გამოჩენილიყო, თუმცა ერთი კვირა შორს მეჩვენა და 2 დღის წინ წავედი. ექომ დაადასტურა 4-4.5 კვირის ორსულობა, საშვილოსნოს ღრუში. სამწუხაროდ, ამ ვადაზე არ ისმოდა გულისცემა და მხოლოდ სანაყოფე პარკი ჩანდა. მომდევნო კვლევისთვის დამიბარეს ერთ კვირაში. უნდა დავრწმუნდეთ, რომ პარკში ემბრიონი ვითარდება და გულისცემაც უკვე უნდა ისმოდეს. ცოტა ვღელავ, თურმე არსებობს შემთხვევები, როცა შესაძლოა ემბრიონი არ განვითარდეს ან რამე სხვა პრობლემა წარმოიშვას, რბილად რომ ვთქვათ ეს ის ვადაა, როცა ორსულობის საკითხს ჩემი ორგანიზმი წყვეტს. მისთვის პატარა ჩანასახი, ჯერ უცხო სხეულია. ასე რომ, ველოდები მომდევნო კვლევას. (ფოტო ჩემი არაა, მაგრამ ზუსტად ასევე გამოიყურება ჩემი კვლევი შედეგიც :))
მანამდე, ვცდილობ ვიფიქრო მხოლოდ პოზიტიურზე, ვიღებ ფოლიუმის მჟავას- რომელიც ორსულთა ერთგვარი ვიტამინია და ვცდილობ ფსიქოლოგიურად, მორალურად და ფიზიკურად შევეგუო ჩემ ახალ და ძალიან ტკბილ მდგომარეობას. : ) მანამდე, ბლოგზე მთვლელების და ფოტოების დამატებით შევიქცევ თავს : )
მომდევნო პოსტამდე


მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 228 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge