I wish…

უკვე სამი კვირაა გერმანიაში ვარ. არ ვისაუბებ იმაზე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვარიანად უკან ვართ და ა.შ. არ მიყვარს ასეთი საუბრები. მხოლოდ იმას ჩამოვთვლი, რა მომწონს აქ და ვისურვებდი მქონდეს საქართველოში:
1.პუნქტუალურობა- გერმანელების ამ ოქროს თვისებაზე, ლამის ლეგენდები დადის, მაგრამ სულ სხვაა როცა ამაში თავად დარწმუნდები. 11-ზე დანიშნული შეხვედრა ერთ წამსაც არ დაიგვიანებს და ზუსტად იმდენ ხანს გრძელდება, რამდენიც წიანსაწრ იყო დათქმული. იგივე ითქმის, ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებაზეც- სტუმარი ზუსტად მაშინ მოცა, როცა დაიბარე და არცერთი წუთით გვიან ან ადრე…
2.მოწესრიგებული მოძრაობა-ტრანსპორტი, საქართველოში ერთ-ერთი დიდი პრობლემაა. ალბათ, არცერთი ჩვენგანისთვის არაა უცხო გზაზე გადასვლილსას თვალების ცეცება და სიფრთხილე. ზოგჯერ ქვეითებიც ვცოდავთ და მიწისზედა/ქვეშა გადასასვლელებს არ ვიყენებთ და მთლიანობაში, ყველანი ვქმნით ქაოსს. ალბათ ძალიან გამიჭირდება, პირველი 1 კვირა თბილისში, როცა წითელი თავის ფუნქციას დაკარგავს და ´´ზებრა´´ გადასასვლელი პრიორიტეტს აღარ მომანიჭებს.
3.კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი- მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ თავის დროზე უმარავი თანხა დახარჯა ყვითელი ავტობუსების შესაძენად და 2 შემადგენლობა მატარებლის ვაგონების გასარემონტებლად,, საზ.ტრანსპორტი ჩვენში მაინც პრობლემად რჩება. საშინელი სუნი (აქ მერია ვერაფერს გახდება) და მუხრუჭების ხრჭიალი მცირე ჩამონათვალია. ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი ალბათ ისაა, რომ ერთი ნომერი ავტობუსი დანიშნულების ადგილამდე იშვიათად თუ მიგიყვანს და გჭირდება ´´გადაჯდომა´´. მეტრო გადაადგილების ყველაზე გრილი, სწრაფი და უსაფრთხო საშუალებაა. თბილისშიც და აქაც, მეტრო ყველაზე მისაღები ტრანსპორტია ჩემთვის. მთავარი რაც აქაურ მეტროს თბილისურისგან განასხვავებს არის კომფორტი, მოწესრიგებული ვაგონები და წინასწარ განსაზღვრული განრიგი (ეს უკანასკნელი ყველა საზ.ტრანსპორტს აქვს).
4.ველოსიპედი- ეს ყველაზე სასიამოვნო სურვილია. გარდა იმისა, რომ ველოსპიედი ჯანსაღი ტრანსპორტია და ჰაერს არ აბინძურებს, გადასარევად გვეხმარება ცხოვრების ´´ჯდომით´´ წესს არ ავყვეთ და ცოტა გავივარჯიშოთ. განსაკუთრებით მომწონს მოკლე ქვედაბოლოებსა და ჰალსტუხებში, საოფისედ გამოწყობილი გერმანელები ველოსპიედებით რომ მიიჩქარიან. ჩემდა სამწუხაროდ, სამსახურამდე ეს ტრანსპორტი დიდად არ მარგია, მაგრამ საღამოს სასეირნოდ კარგი საშუალებაა. სულ რაღაც 30 ევროს გადახდა დამჭირდა ქირისთვის და ველოსპიედი 2 თვით ჩემია.
5. სტუდენტური ფასდაკლებები- ბოლო დროს, ჩვენთანაც დაიწყო სტუდენტური ფასდაკლებების შემოთავაზება ზოგიერთ მომსახურებაზე. ეს პუნქტი, უფრო იმას ეხება, რომ მსგავსი ფასდაკლება გაცილებით მეტი და უფრო სოლიდური იყოს. სტუდბილეთი, ფაქტობრივად ჯადოსნური ბარათია, რომელიც მომენტალურად, 2/3-ით გიმცირებს ყველა ატრაქციონზე/მუზეუმში/ტრანსპორტში თუ ტურისტულ გასართობზე ბილეთის ფასს.
ჯერ ეს იყოს, დანარჩენ სურვილებზე ცოტა მოგვიანებით დავპოსტავ, ახლა რამდენიმე ფოტო.
3.jpg

5.jpg

4.jpg

2.jpg

1

Advertisements

6 Responses to “I wish…”


  1. 1 glamtaia ივლისი 30, 2013, 4:42 PM

    ვტკბები ❤ სურათებითაც და პოსტითაც ❤
    გერმანელების გულწრფეად შემშურდა. ველოსიპედი კი ვენთან ძალიან მტკივნეული თემაა. ქართველებს რატომრაც იდეაფიქსად გვაქვს ქცეული , რომ სამსახურში ან ნებისმიერ სხვა ადგილას უნდ ამივიდეთ მანქანით და არა "მდაბიური" ველოსიპედით. მოწესრიგებულ მოძრაობაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია 😦

  2. 3 tamara ივლისი 30, 2013, 6:09 PM

    ველიკა, ველიკა, ველიკა ❤

  3. 5 კუში–კუში ივლისი 31, 2013, 10:26 AM

    ჩემი ოცნებაა გერმანია…


  1. 1 სოციუმის ძალა | Jane's Universe უკუბმული კომენტარი მაისი 25, 2016, 2:02 PM ჩანაწერზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: