Archive for იანვარი, 2015

My little sunshine

მახსოვს, რამდენიმე წლის უკან, ერთ-ერთმა გაზეთმა წამოიწყო ”კამპანიის” მსგავსი. უნდა მიგეწერა წერილი შენი თავისთვის მომავალში. წერილების ყუთი გაიხსნებოდა 5/10/15 წლის შემდეგ.  მაშინ, პატარა ვიყავი და ძალიან გამიკვირდა. ვიფიქრე, მე ხომ უკვე მეცოდინება რა დავწერე და რატომ უნდა გამაკვირვოს ან დამაინტერესოს ამ ნაწერმა 1155-mom-with-babyწლების შემდეგ-თქო..

არადა, თურმე გავიწყდება რასაც წერ. ამხელა შესავალი ”ბლოგის მაგიას” გავუკეთე. წლების წინ კი არა, რამდენიმე თვის უკან დაწერილი დამვიწყებია. როგორ გამახარა იმ ჩანაწერებმა, რაც ორსულობაში გამიკეთებია. გამახარა და გული დამწყვიტა, რომ უფრო აქტიური არ ვიყავი. რამდენ რამე ვფიქრობდი, განვიცდიდი და მინდოდა მეთქვა ჩემი შვილისთვის.

ო, ნეტავ შემენახა რა…

ყველა ის პოსტი, სადაც ჩემი პატარას გულისცემაზე, მოძრაობაზე და განვითარებაზე ვსაუბრობ, გულს სითბოთი მივსებს. მაშინ, ჯერ კიდევ ”აბსტრაქტული” ჩემი შვილი, დღეს ყველაზე რეალური ყოველდღიურობაა. მიყვარს ყველაფერი რაც მასთანაა კავშირში.

გაიცანით ჩემი მუშკეტერი- ძალიან წყნარი, თბილი და კეთილი. 2 თვე-ნახევრისაა და დღემდე არ ვიცი როგორ ტირის, იმიტომ რომ არ ტირის  : ) მხოლოდ მაშინ ბრაზდება, როცა შივდება და დედიკოს ეძახის. ყვირილს მიმსგავსებული ხმებით მიხმობს ხოლმე და სანამ თავის საყვარელ ნუგბარს პირში მოიგდებს, მოუთმენლად აფართხალებს ხელ-ფეხს.

მისი მოვლა ნამდვილი სიამოვნებაა. არც მეგონა თუ რამეს შეეძლო ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ასე შეევსო. ადრე, თუ სახლიდან გასვლა არ მიწევდა, ლამის დეპრესია მეწყებოდა. საშინლად მეცვლებოდა ხასიათი. ახლა, სახლიდან ცხვირის გაყოფაც არ მინდა. მხოლოდ სასეირნოდ მივდივართ ხოლმე მე და ჩემი ბიჭი. სულ ვესაუბრები, რაღაცას ვუყვები და ვეუბნები, როგორ ძალიან უყვარს მის მშობლებს.

Advertisements

მე- დედა

ცოტა მყვირალა სათაურია.

ბევრი არ მიფიქრია როგორი იქნებოდა ”დედის” პოსტი. მე არ ვარ მწერალი და არც შემოქმედი, ამიტომ მივცემ თავს უფლებას ახლა მოვიფიქრო ჩემი სათქმელი. ხშირად მახსენდება ხოლმე, ეს პოსტი. მაშინ, როცა ამას ვწერდი, მხოლოდ წარმოდგენა შემეძლო რას გრძნობს ქალი, როცა მშობიარობს. მაგრამ მეგონა ჩემი წარმოდგენა, ყველა წარმოდგენას შორის ყველაზე რეალური იყო, რადგან ყველაფერი პირადად ვნახე და განვიცადე.

1 ნოემბერი ალბათ ის თარიღია, რომელიც არასდროს დამავიწყდება. საბედნიეროდ, ეს დღე ტკივილთან არაა დაკავშირებული. მშობიარობის ტკივილზე ვსაუბრობ, როგორც ასეთი.

ეს იყო გრძელი ღამე და ულამაზესი დილა, როდესაც ჩემი პატარა ბიჭი გულში ჩავიხუტე და ძალიან ძალიან ბევრი 1292872788I5eDMLვეფერე. მინდოდა დამემახსოვრებინა რას ვეტყოდი პირველად, თუმცა არ გამოვიდა. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ძალიან ვთხოვე ეტირა, რადგან ის რამდენიმე წამი სანამ ხმა ამოიღო, საუკუნედ მეჩვენა. მაშინ, ჯერ კიდევ მეანს ეჭირა ხელში.

მერე დამიწვინეს გულზე. პატარა, თბილი, სველი და ატირებული. მახსოვს, რომ ბევრი მოსაფერებელი სიტყვა ვუთხარი, თუმცა რა- ეს აღარ.  ბევრი ემოციისგან თავს ვერ ვუყრიდი აზრებს.

წაიყვანეს, დაბანეს, აწონეს, ჩააცვეს და მითხრეს აჭამეო.

გამიკვირდა, მაგრამ ვაჭამე. იმის შეგრძნება, რომ მე ვარ დედა სწორედ აქ გაჩნდა.

ახლა 2 თვის და რამდენიმე კვირისაა. ძალიან მიჭირს სათითაოდ ჩამოვთვალო თუ რამდენი რამ შეცვალა მან ჩემში, თანაც ისე მოახერხა, რომ ერთადერთი რაც გააკეთა ისაა, რომ დაიბადა.

დასაწყისის დასაწყისი- მე უკვე დედა ვარ.


მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 228 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge