ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილი IV)

მოგესალმებით ინგლისური ვერანდის სტუმრებს და განვაგრძობ ჩაის ინგლისური ისტორიის მოყოლას ჩემ ბლოგზე.

Twinings

სანამ საუბარს დავიწყებდეთ, მანამდე შეგიძლიათ გადახედოთ პირველ, მეორე და მესამე ნაწილებს. წინა პოსტებში, საუბარი იყო თუ რა მალე გახდა პოპულარული ინგლისში ჩაი, რა ცვლილებები მოუტანა საზოგადოებას მისმა შემოსვლამ და როგორ ყალიბდებოდა ის ტრადიციად. დღევანდელ პოსტში კი ძველი ინგლისის პოპულარულ საჩაიეებსა და ჩაის ჭურჭელზე ვისაუბრებთ.

გემრიელი ჩაის სზოგადოებაში გავრცელებას, პარალელურად მოყვა ისეთი ადგილების ზრდა სადაც ამ არომატული სითხის დაგემოვნება ან შეძენა იქნებოდა შესაძლებელი. იმ დროისათვის ერთ-ერთ ცნობილ ადგილს უდავოდ მაღაზია „ტვინინგების ოქროს ლომი“ წარმოადგენდა, სტრენდის ქუჩაზე. ამ უკანასკნელის ხილვა დღესაც შეგიძლიათ იგივე მისამართზე, ის ისევ ფუნქციონირებს და ყიდის ჩაის, აგერ უკვე 300 წელია, რაც ამ მაღაზიას ლონდონის უძველეს დაწესებულებად  აქცევს, რომელიც სამი საუკუნეა ერთსა და იმავე მისამართზეა განლაგებული და ჩაით ვაჭრობს. ჩემი აზრით შთამბეჭდავი ამბავია ( +1 ერთი ადგილი ჩემ სიას, რომელიც უნდა ნახო ლონდონში თუ ხარ).

ინგლისში პოპულარობას იძენდა ასევე “ჩაის ბაღები”, რომლებიც მალე გასცდნენ ლონდონის ფარგლებს და ქალაქის შემოგარენშიც უხვად გვხვდებოდნენ. ლონდონში საუკეთესოდ ითვლებოდა ვასკჰოლის ბაღი, თუმცა ჩელსის “Ranelagh Gardens” უდავოდ ყველაზე ეფექტური სანახაობა იყო. ასეთ ადგილებს შეძლებული ინგლისელები ძირითადად ოჯახებით სტუმრობდნენ. ტკბებოდნენ გემრიელი ჩაით, სეირნობდნენ ტბის ნაპირას და ხვდებოდნენ საინტერესო ადამიანებს. “ჩაის ბაღები” მეტად უცნაური სახელებითაც გამოირჩეოდნენ ხოლმე, როგორიცაა მაგალითად ” ადამ და ევას ბაღი”, “მერლინის ბაღჩა” ან თუნდაც “სამი შლაპა”.

Ranelagh Gardens

გასაკვირი არაფერია იმაში რომ ჩაის სმით გატაცებულმა ინგლისელებმა საყვარელი სასმელისათვის სპეციალური ავეჯისა და ჭურჭლის შექმნაც დაიწყეს. ვაჭრებმაც მალე შენიშნეს რომ ჩინური ფაიფურის ბაზარი ინგლისში გვარიანად გაიზარდა და კერამიკის წარმოებამაც ფრთა გაშალა. ინგლისლები ამით არ დაკმაყოფილებულან და დაინტერესდნენ როგორ იქმნებოდა ჩინური ფაიფური, ამ ინტერესს კი შედეგად მოყვა ისეთი ტიპის კერამიკის შექმნა, რასაც დღეს “რბილ ფაიფურს” ვუწოდებთ.

დღეისათვის თავს აღარ შეგაწყენთ ჩაიზე საუბრით, ისიამოვნეთ ზაფხულის მშვენიერი დღით!

თქვენი ჯეინი : )

Advertisements

14 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილი IV)”


  1. 1 მოლი ბლუმი ივლისი 28, 2012, 12:24 PM

    twinings-ის მწვანე ჩაის და ერლ გრეის, მეტალის კოლოფებში, რამდენიმე წლის წინ ვსვამდი 🙂 გემრიელი იყო ძალიან.

    ისა.. ჯეინ, სანამ დასრულებულა, იქნებ ლონდონურ ოლიმპიადაზეც დაწერო…

    • 2 Jane ივლისი 29, 2012, 11:17 AM

      ეჭვიც არ მეპარება რომ გემრიელი იქნებოდა : ))

      ოლიმპიადაზე დაწერა მეც ვიფიქრე მოლი, თუმცა დიდად თვალს არ ვადევნებ და ცოტა თავს ვიკავებდი. მომავალი შაბათისთვის თუ შევძელი დალაგებული პოსტის დაწერა ამ თემაზე, აუცილებლად გამოვაქვეყნებ 🙂

  2. 3 პარანოიდი ივლისი 28, 2012, 7:43 PM

    ჩემი უკვდავების წყარო ❤ ^____^

    P.S. ეს რა კარგი პოსტო ვიპოვე :))))

    • 4 Jane ივლისი 29, 2012, 11:18 AM

      ჩაი მეც ძალიან მიყვარს 🙂
      მადლობა შეფასებისთვის, აქაურობას სტუმრები უყვარს 🙂
      კიდევ გვესტუმრე : )

  3. 5 tsotnee ივლისი 29, 2012, 7:15 PM

    ამ გახსენებაზე, კი დალევდა კაცი! 🙂 თან ველოდები შავდათუაშვილის ფინალს! 🙂

  4. 10 teennewson აგვისტო 5, 2012, 7:49 PM

    როგორ მომენატრა შენი ინგლისური ჩაის საღამოები… ჩემი ბრალია, ვერ ვიცლიდი გვარიანად… პოსტი მომეწონა ^^

  5. 11 »♥» ana «♥« აგვისტო 12, 2012, 12:43 PM

    მმ.. ჩაის სურნელი მცეეემს. ❤

  6. 13 kevana აგვისტო 25, 2012, 10:07 PM

    შარდენზე ჩაის მაღაზია არისო, მართალია? ერთი უნდა შევიდე თუ მართლა არის. ნორმალური ჩაი მინდა.. ჩაის გემოთი


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: