Archive for აპრილი, 2013

Be a Person!

ყოველთვის ვიყავი მომხრე გულახდილობისა და დღემდე ასეთად ვრჩები. თუმცა , ზოგჯერ საკუთარი თავი ძალიან flowerმაკვირვებს ისეთები ეშლება… ბოლო დროს, შემომეჩვია აზრი, რომ იქნებ სულაც არ ვარ კარგი ადამიანი. მეტ-ნაკლებად, ყველას ასეთი გვგონია თავი – შეცდომებსაც ვაღიარებთ, ბოდიშსაც ვიხდით, თუმცა უმეტესწილად გვგონია რომ კარგები ვართ, რომ ყველას უნდა მოვწონდეთ, რომ ჩვენი ნაკლი არაფრით განსხვავდება ’’სხვათა ცოდვილი ბუნებისგან’’ და ა.შ.

მხოლოდ ერთი რამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა : კარგი ვარ თუ ცუდი, მხოლოდ იმათ შეიძლება განსაზღვრონ, ვისაც ჩემთან აქვთ ურთიერთობა და იციან რას შეიძლება მოელოდე ჩემგან და რას არა. აქვე დავამატებ, ნებისმიერი შეფასება ცალსახად სუბიექტური იქნება, იმიტომ რომ ჩვენი სამყაროა ზოგადად სუბიექტური.  თუ ადამიანებს უმეტესი ჩემი ქცევა ცუდად მოეჩვენებათ, ”ცუდი ადამიანის” იარლიყის მოკვრა არ გაუჭირდებათ და პირიქით.

სანამ ჩემი მონოლოგი, ”მინდა ვიყო ფილოსოფოსის” ყბედობას არ დამსგავსებია, მინდა ვთქვა რომ  ჩემ თავში მოფუთფუთე ამ აზრებს თავისი მიზეზები აქვს. ბოლო დროს დავფქირდი იმ ადამიანების ქცევაზე, ვინც ჩემ გარშემო ირევა. მეც მწყენია და ბევრისთვისაც მიწყენინებია, თუმცა მიზეზების ძებნას ახლაღა შევუდექი. საერთოდ, წარმოშობით იმ კუთხიდან ვარ ”სინელეში” რომ ადანაშაულებენ და ალბათ მიწია გენებმა 🙂 ჰოდა ვიფიქრე, იქნებ როცა ადამიანი ისე მექცევა, რომ ბოლოს გულნატკენი ვრჩები, სულაც ჩემი ბრალია. არ იფიქროთ, ’’ძალით-დეპრესია’’ მჭირდეს, ან ვინმესგან თბილ სიტყვებს ველოდე, უბრალოდ მართლა იგრძნობა ზოგიერთი ადამიანის მხრიდან ”ზიზღნარევი” დამოკიდებულება და მეც მინდა ყველაფერს ლოგიკური ახსნა ჰქონდეს.

გასაგებია, რომ ყველასთვის ”კარგი” ვერ ვიქნები, არც ყველას მოვეწონები, მაგრამ ზიზღის ახსნა მიჭირს. ასევე მიჭირს ავხსნა, ”ოღონდ ეგ არა და ვინც გინდა ის” დამოკიდებულებაც, ეს უკანასკნელი ალბათ ყველაზე ძნელი გასაცნობიერებლი და ასატანია. შეიძლება, თავს უსაფუძვლო ეჭვებით ვიტენი, იმიტომ რომ რაზეც მე ვლაპარაკობ მხოლოდ ვარაუდი და ჩემი ”ნარკვევებია”, მაგრამ რა ვუყოთ არსაიდან გაჩენილ ეჭვის ჭიანჭველებს (არადა გეფიცებით, ოდანავადაც არ ვარ/ვიყავი ეჭვიანი)…

საუბარი გულახდილობით დავიწყე და სწორედ ამით მაკვირვებს ჩემი თავი, რომ ამ ნაბიჯს არ ვდგამ.  არ ვესაუბრები და არ ვუსვამ შეკითხვებს ”ეჭვების” ობექტ(ებ)ს. ერთადერთი, რასაც წარმატებით ვართმევ თავს, თევზივით დადუმებაა და სხვათა შორის, რაც დრო გადის ჩემ ალაპარაკებასაც აზრი ეკარგება. სამაგიეროდ ნელ-ნელა ვკარგავ მათ ვისაც ”მეგობარს” ვუწოდებდი და ხვალ ალბათ, საკუთარ თავს ოდნავადაც არ დავადანაშაულებ ამაში.

მაგიტომაც ვამბობდი, მგონი ცუდი ადამიანი ვარ.

Advertisements

შაბათის განწყობა

სულ ერთი კვირაა ჩემი პატარა სურვილი ამიხდა და ჩემმა ბიჭმა ძალიან კარგი ნიკონი მაჩუქა ❤ ეს ახალი ფოტოებია, რომელიც დღეს გადავიღე. ახალი აპარატის წყალობით, ამ ბლოგს ჩემი გადაღებული ფოტოებით სულ უფრო მეტად გავახალისებ. 

ესეც გაზაფხული ჩემი სახლის ეზოდან

Image

ორი ფერი

Image

გაზაფხულის ყვავილი

Image

ლეღვი

 

ეს ვაზის კვირტები მალე ძალიან გემრიელ ყურძნად გადაიქცევა ❤

Image

ვაზი

Image

ვაზის კვირტები

 

Image

ქუჩის ფარანი

Spring, o Spring!

აგერ უკვე მეორე თვეა გაზაფხულდა და შესაბამისად მეც ბევრად კარგად ვგრძნობ თავს,Image ვიდრე ზამთარში ვარ ხოლმე. ყოველთვის ვამბობ, რომ საკურასავით ვიფურჩქნები გაზაფხულობით. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ბლოგს ყოველდღე ვსტუმრობ, ჩემდა სამარცხვინოდ ალბათ შენიშნავდით რომ აღარ ვპოსტავ, უფრო მეტიც ჯერ ისევ საახალწლოდ მორთულ-მოკაზმული იყო აქაურობა.

ამასობაში კი ჯეინმარიას ბლოგი 2 წლის გახდა. არც წინა იუბილე აღმინიშავს და წლევანდელმაც ჩუმად ჩაიარა. . . სანამ ჩემ ბლოგს ისევ ისე ავამუშავებდე, თავს ვალდებულად ვთვლი (თუმცა მხოლოდ სასიამოვნო ვალდებულებად) რამოდნიმე სიტყვით მოვახსენო მკითხველს სადაა ამ ბლოგის ავტორი.  

პირველ რიგში,  მინდა ვთქვა  რომ ძალიან კარგად ვარ და ჩემმა დროებითმა უხასიათობამ, რომელიც ალბათ არავისთვისაა უცხო, ჩაიარა. მზიანი ამინდები ჩემზე განსაკუთრებით კარგად მოქმედებს. რაც მთავარია ვარ დაკავებული- სამსახური, უნივერსიტეტი, სპორტ-დარბაზი , ჩემი ბიჭი და ბევრი ლამაზი დასვენების დღე <3. 

ძალიან მალე ჩემ ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო სიახლე იგეგმება, მაშინ კი ალბათ აქაურობაც უფრო გააქტიურდება. ჯერ-ჯერობით მეტს არაფერს გეტყვით ამაზე  🙂 

ძალიან მინდა ისევ აქტიურად ვწერო, მითუმეტეს რომ თავისუფლად შეიძლება ამის გაკეთება (ვიცი რომ ზარმაცი ვარ), ჩემ საყვარელ ბლოგებსაც სულ უფრო იშვიათად ვსტუმრობ, მაგრამ ვიცი რომ ეს დროებითია. სცენის მტვერიო, რომ ამბობენ, აქაც ასეა. ერთხელ თუ დაპოსტე და მიხვდი რას ნიშნავს ბლოგი, მერე სულ მოგინდება. 

ისიამოვნეთ გაზაფხულის თბილი მზით და გისურვებთ სასიამოვნოდ გაატაროთ დღეები. დროებით! ❤

თქვენი, ჯეინმარია


მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 228 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge