Archive for მაისი, 2011

გავლოთდი

ე მიდიოდი… მზე ჩემთვის ანთებდა, ნიავი ჩემთვის ქროდა და მეც ჩემთვის მიხაროდა. მივდიოდი და ვოცნებობდი, ვგგმავდი, მივდიოდი და ვფიქრობდი ბევრს, განუზომელად ბევრს.. დრო და დრო ამინდს წვიმა ერეოდა, ხანდახან ქარიც ემატებოდა, მეც ამინდივით ხან წვიმა მდიოდა თვალიდან, ხან ქარს უნდოდა თავის ნებაზე ვეტარებინე, ვუძალიანდებოდი,  მაგრამ მაინც ხომ მივდიოდი? კი მივდიოდი, თანაც მარტო… ყველაზე ძლიერი ვიყავი- ქარზეც, წვიმაზეც, მზეზეც, ღამესა და დღეზე ძლიერი!

მერე უეცრად ყველაფერი შეიცვალა. ქარბობალა დატრიალდა, მაგრამ მზიანი. ქარბორბალა იყო, მაგრამ არ (მ)აინებდა, არ (მ)ანგრევდა, მხოლოდ თავბრუ მესხმოდა, გაღიმებას, გაღვიძებას, სიხარულს მაიძულებდა, სითბოს მაიძულბდა.  ერთ ადგილას ვტრიალებდი, ირგვლივ ფერები გამკვეთრდა, უფრო მეტად ხალისიაი იყო მზეც, ფოთოლიც, ღრუბელიც ნაცრისფერიდან თითქმის უფერო გახდა… ჰაეროვანი გავხდი თითქოს, თითქოს ძალა დავკარგე, იიტომ რომ ქარბორბალამ მაჯობა და ამიტაცა. წინ მივდიოდი, მაგრამ მიწაზე ფეხის დადგმა არ მჭრდებოდა, საამისოდ ქარბორბალა არსებობდა.. ჩემზე ძლიერი იყო, მაგრამ მე ეს არ მწინდა, მე არ მინდოდა მეჯობნა, მე არ მინდოდა ჩამდგარიყო.

და მე დავთვერი, ვეღარ ფხიზლდებოდი. მათრობდა ყველაფერი ქარბობრალისგან მომავალი- ის რაც სმენას სწვდებოდა, ის რაც სუნთქვას ერეოდა, ის რაც თვალს უნდა ეხილა.. მთრობდა და მე მინდოდა დოზის გაზრდა, მინდოდა მევლო მთვალს ყოველ წამს, წუთს, დღეს, სიცოცხლის ბოლომდე…

ჩვენ მივდიოდით… მზე ჩვენთვის ანათებდა, ნიავიც ჩვენთვის ქროდა და ჩვენც გვიაროდა.. .ჩვენთვის. მივდიოდით და ვფიქრობდით, ვგემავდით, ვოცნებობდით ბევრს, განუზომელდ ბევრს…

ჩვენ მივდიოდით, ყველაზე ძლიერები – ქარზეც, წვიმაზეც, მზეზეც, ღამესა და დღეზე ძლიეები!

 

 

სიყვარულის ღმერთები

ყოფილხართ უგონოდ შეყვარებული? როცა შენთვის დედამიწა მის გარშემო ბრუნავს, როცა მისი სიხარული შენი სიხარულია და მწუხარება შენი ტკივილი. გვინდა არ გვინდა ეს თემა ამოუწურავია, სიყვარულზე დაუსრულებლად წერდნენ, საუბრობდნენ, ოცნებობდნენ და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ უკანასკნელი მფეთქავი გულიც არ გაჩერდება. ანტიკურმა ადამიანებმა ყველაფერს ზებუნებრივი გამგებელი მოუძებნეს, მათ შორის სიყვარულსაც და უძღვნიდნენ მათ

სიმღერებს, უგებდნენ ტაძრებს და სწირავდნენ მსხვერპლს.
ბაბილონელებისა და შუმერებისთვის სიყვარულს და სექსუალობას ქალღმერთი იშთარი განაგებდა. თავად მას უამრავი საყვარელი ჰყავდა.სიყვარულისა და ნაყოფიერების მბრძანებლად ეგვიპტელებს ქალღმერთი იზისი ჰყავდათ. ის ისტორიულ და მოთოლოგიურ თქმულებებში ხშირად შეგხვდებათ. “მკვდართა წიგნში” ეს ქალღმერთი ასე იყო განმარტებული : ის აძლევს დასაბამს ყველაფერს დედამიწასა და ზეცაში, არის ქვირვთა, ობოლთა შემწე, ეძებს სამართლიანობას ღატაკთათვის და არის სუსტთა მფარველი. მითოლოგიის მიეხდვით, ის დედამიწის ღმერთის–გების პირველი ქალიშვილია.

ბერძნულ მითოლოგიაში სიყვარულის, სილამაზის, სექსუალობის ქალღმერთად აფროდიტე მოიხსენება. არ ვიცი, რატომ გადწყვიტეს ბერძნებმა რომ სიყვარულის ქალღმერთი მაინც და მაინც გენიტალიებიდან უნდა აღმოცენებულიყო, მაგრამ ფაქტია რომ მისი დაბადება სწორედ ასეთ მოვლენას უკავშირდება : როცა კრონუსმა ურანუსს მამაკაცური ღირსება მოაჭრა და ზღვაში გადაყარა, ზღვის ქაფიდან ქალღმერთი აფროდიტე დაიბადა.  ის ისეთი მშვენიერი იყო, რომ მის სილამაზეს ომის გამოწვევაც კი შეეძლო ღმერთებში, ამიტომაც ზევსმა ის ჰეფესტოს მიათხოვა. აფროდიტეს ურიცხვი საყვარლები ჰყავდა, როგორც ღმერთებს შორის (არესი), ისე ადამიანებს შორის (ანქისესი). აფროდიტეს ანალოგი რომაულ მითოლოგიაში ქალღმერთი ვენერაა. ბერძნებს მამაკაცი ღმერთიც ჰაყვდათ სიყვარულისა და სექსუალობის მბრძანებლად– ეროსი. ის აფროდიტესა და მისი საყვარლის–არესის ვაჟი იყო.

ინდურ მითოლოგიაში ეს ფუქნცია ქალღმერთ რადჰას დააკისრეს. ის კრშნას ბავშვობის მეგობარი და საყვარელი იყო. ძირითად მითოლოგიურ თხზულებებში რადჰა სწორედ კრშნასთან ერთად მოიხსენება. მამაკაცი ღმერთი კი ინდოელებისთვის კამაა. ის ადამიანური სიყვარული ღმერთია. ის აღწერილია როგორც ახალგაზრდა, სიმპათიური ყმაწვილი რომელიც მშვილდ–ისრითაა შეიარაღებული. მშვილდი შაქრის ლერწმისგანაა დამზადებული, ხოლო ისრები 5 სახეობის ყვავილითაა შემკული.

რომაული მითოლოგიიდან კი ყველასთვის კარგად ნაცნობი კუპიდონი ითავსებს სიყავრულის მამაკაცი ღმერთის როლს. ის იყო ქალღმერთი ვენერასა და ღმერთი მარსის ვაჟი. კუპიდონი ბერძნული ეროსის ანალოგია. ხშირად მას აღწერენ როგორც ფრთიან, მშვილდ–ისრიან არსებას. კუპიდონი შეყვარებული იყო ფსიქეაზე და მას ყოველ ღამით, ჩაძინებულს სტუმრობდა. მიჯნურს ისე ესაუბრებოდა რომ თვალით არ ენახვებოდა და სთხოვდა, არასდროს ეცადა მისი დანახვა.  თუმცა, ფსიქეა, მისი ორი დისგან შთაგონებული, რომ კუპიდონი ნამდვილი მონსტრი იყო, მაინც მიახერხა და თვალი შეავლო მას, რითაც ძალიან გააბრაზა და კუპიდონმაც მიატოვა. მას შემდეგ ფსიქეა მთელს სამყაროში დაეძებდა შეყვარებულს, მანამ სანამ ქვეყნიერების კიდესთან ღმერთმა იუპიტერმა არ იპოვა და უკვდავება არ აჩუქა. ამის შემდეგ, ფსიქეასა და კუპიდონს უკვე შეეძლოთ ერთად ყოფნა, მათ შეეძინათ ქალიშვილი ვოლუპტასი, იგივე ჰედონე. ფსიქეა ქალღმერთი გახდა, მისი სახელი კი ნიშნავს სულს.

ძალიან ბევრი ვეძებე და ქართულ მითოლოგიაში მსგავსიც ვერავინ ვნახე. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ საქონლის ნაყოფიერების ღმერთების უფრო მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს, ვიდრე ადამიანური სიყვარულის.  შეიძლება არასწორად ვეძებე.. ამიტომ, თუკი არსებობს ასეთი ქალღმერთი მეც მითხარით 🙂

Tom and Jerry

დღეს Youtube-ზე ძრომიალისას ტომი და ჯერის მხიარულ სერიებს გადავწყდი. ეს კომიკური სერიალი ალბათ ყველა ჩვენგანის ბავშვობის ნაწილია. ამიტომაც, დავინტერესდი რამდენი თაობაა აღზრდილი ამ მხიარულ პერსონაჟებზე. სერიალი რეჟისროებმა უილიამ ჰანამ და ჯოსეფ ბარბერამ შექმნეს Metro-Goldwyn-Mayer–ისთვის. 1940–1957 წლებში ავტორებმა 114 სერია დაწერეს და კინოაკადემიის ჯიდლოც საუკეთესო მოკლე–მეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების ჟანრში 7–ჯერ დაიმსახურეს. სერიები ერთნაირად მიმზიდველი სანახავია როგორც მოზარდებისთვის, ისე ზრდასრულთათვის. 2000 წელს “Tom and Jerry” ყველა დროის საუკეთესო სატელევიზიო შოუდ დასახელდა.
ფოტოზე ხედავთ სერიალის პირველი სერიების გაფრომებას 1941–42 წლებში.
1960 წლიდან, წინა 114 სერიის ბაზაზე ახალი ფილმების შექმნა დაიწყეს, ხოლო მისი ხელახალი წარმოება 1963 წლიდან განახლდა და 1967 წლამდე ჯამში 161 სერია შეიქმნა. 1970–იან, 80–იან და 90 წლებში “Tom and Jerry” –ს სერიები სრული ტრიუმფატორი იყო. 1992 წელს კი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმიც გამოვიდა – Tom and Jerry: The Mansion Cat. “Tom and Jerry”–ს უკანასკნელი სერია კი 2005 წელს დაიწერა მისი შემქნელის ჯოსეფ ბარბერას მიერ და ახალი სერიების შექმნა სავარაუდოდ აღარც გაგრძელდება.

2010 წელს ანიმაციური სერიალის 70 წლის იუბილე აღნიშნეს და ამ თარიღთან დაკავშირებით DVD ნაკრებიც გამოუშვეს.

>სასჯელია?

>

     საერთოდ, ამბობენ რომ ყველა განსაცდელი ადამიანს თავისივე ცოდვებისთვის ეძლევა. თავისი თუ არა ზოგს შეიძლება წინაპრების ცოდვამ უწიოსო.
    იმასაც ამბობენ, რომ ადამიანს ისეთ განსაცდელს არ მოუვლენს ღმერთი, რომელსაც ვერ გაუძლებს. ნაწილობრივ ასეა. დედა–შვილის სიკვდილს ეგუება, ცოლი–ქმრის, და–ძმის და ასე უსასრულოდ…
    როცა შენთვის ძვირფას ადამიანზე იგებ, რომ ამქვეყნად ყველაზე საშინელი დაავადება აქვს, რა უნდა იფიქრო? შენი თავში ცოდვები ეძებო? იქნებ წინაპრებში? ჩემი აზრით უბრალოდ უსამართლობაა ყველაფერი. 
     როცა კარგად ხარ, არაფერი გაწუხებს, ფიქრობ რომ ცხოვრება მშვენიერია. მე თუ მკითხავთ, ცხოვრება სულაც არ არის მშვენიერი. მშვენიერია მხოლოდ სიცოცხლე და ეს მშვენება გრძელდება მანამ, სანამ ერთ დღეს უსამართლო ცხოვრება არ ჩაარტყამს თავის ტორს, სანამ არ იტყვის რომ–მორჩა! გეყოფა.
    არ ვიცი რისი მჯეროდეს? არსებობს კი საერთოდ ბედისწერა? თუკი არსებობს მანახეთ ვინ წერს? ვინ წყვეტს ამან 5 წელი იცოცხლოს, ამან 30 და ამან 100–იო. 
     კიდევ უფრო დიდი უსამართლობა ისაა, როცა შენს ირგვლივ დადიან ძალიან ბოროტი ადამიანები, დადიან მკვლელები, დადიან მოძალადეები და ცოცხლობენ! გასაგებია რომ ისიც ვიღაცის მამაა, ძმაა, დედაა ან… სულერთია, გასაგებია რომ ისიც ვიღაცისაა, მაგრამ.. ჩემთვის მაინც არსებობს მაგრამ… თუ სამყაროში თაობათა ცვლა უნდა მოხდეს– რატომ არ მოხდება მათ ხარჯზე? ან რატომ არ მიეცემა ადამიანს თუნდაც 80–90–100 წლიანი სიცოცხლე. მე თანახმა ვარ, უნდა წავიდეთ– მაგრამ დროულად…
    არ ვიცი ჩემი სათქმელი გაიგო თუ არა ვინმემ, არ ვიცი ჩემი აზრები რამდენად გავს ნორმალური ადამიანის აზრებს. არ ვიცი, შეიძლება გავბოროტდი? ჰო ასეა, მე გავბოროტდი. გავბოროტდი, იმიტომ რომ ცხოვრება უსამართლოდ ერევა მის სიცოცხლეში.

>დილემა

>

          არ ვიცი სადმე ვახსენე თუ არა, რომ პროფესიით იურისტი ვარ, at least მომავალი  🙂 
რამდენიმე კვირის უკან მქონდა პირველი სასამართლო პროცესი. დღემდე ძალიან დაბნეული ვარ. მინდოდა ამაზე აქამდეც დამეწერა, მაგრამ ვერ მოვიცალე.
      საერთოდ, როცა რაღაც პირველად ხდება ყველა ნერვიულობს. პირველი კონცერტი, პირველი პრეზენტაცია, პირველი გამოცდა…კიდევ ბევრი პირველი არსებობს რაზეც ვნერვიულობთ და განვციდით. იურისტისთვის ეს არის პირველი პროცესი. მეც ვინერვიულე, მაგრამ ვერ ვიტყვი რომ თავდაჯერება მაკლდა. ისეთი საქმე იყო, მეგონა წინასწარ განწირული ვიყავი წასაგებად. თუმცა, მოვიგე. მაგრამ, არ ვიცი, მოვიგე კი? მორალურად ნამდივალად წავაგე. ადამიანური მხრიდან თუ შევხედავთ, ეს არ არის გამარჯვება. იურისტის თვალით თუ ვიმსჯელებთ: “ყოჩაღ! მოსალოცად გაქვს საქმე”. მეგონა, ის დღე ჩაივლიდა და მეც დავივიწყებდი ამ გაუგებრობას, მეგონა ვიფიქრებდი რომ მე უბრალოდ ჩემი საქმე გავაკეთე და დანარჩენი აღარ მეხება. ასე არ მოხდა. თავში ისეთ დროს გამიელვებს ხოლმე, როცა მგონია რომ ჩემს ირგვლივ ყველაფერი კარგადაა.
დავიბენი. ნუთუ ყველა პროცესის მერე ასეთი განცდა უნდა მქონდეს? იქნებ პროფესიის არჩევაში შევცდი? იქნებ ზედმეტად ადამიანურია ჩემი ბუნება საიმისოდ რომ ცივი გონებით ვიმოქმედო.
დავიბენი.

მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge