Archive for ოქტომბერი, 2013

My own sweet home!

ის ამბავი ყველამ ვიცით, როცა კარგად ხარ ვერ წერო. ჰოდა, მეც ამასობაში არც ამ ზაფხულის ვოიაჟების აღწერით გამინებივრებიხართ, არც პირადის მოყოლით და საერთოდაც ძალიან ვიზარმაცე.
როგორც იქნა, მე და ჩემმა ბიჭმა მოვაბით თავი და გადავედით ცალკე! იმდენად გაიწელა ეს სახლის ძებნის პროცესი, რომ მეგონა აღარ დასრულდებოდა. საერთოდ, ცალკე პოსტის თემაა სახლები და შეუსაბამო ფასები. ამ შემთხვევაში ქირაზე მაქვს საუბარი. მესმის, რომ ხალხს უჭირს და გაქირავებაც სხვა არაფერია თუ არა დამატებითი შემოსავალი, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი.
^^ რა დროს ქირაა ეხლა. მოკლედ, რაღაც-რაღაცების გამო დაგეგმილი ქორწილი გადავდეთ და პირდაპირ გადავედით. პატარა, მყუდრო ერთ ოთახიან ბინას დავჯერდით პირველ ეტაპზე. ძალიანაც მომწონს, ყველაფერი ჩემ ჭკუაზე მაქვს. ^^ კარგი ყოფილა ეს შვებულება მაშინ, როცა ყველა მუშაობს :ბოროტი: თუმცა, სახლის ლაგებამ და გადმობარგებამ ბევრი ენერგია წაიღო და იმ წმინდა შვებულებასთან ამას არაფერი აქვს საერთო. სათქმელს თავს ვერ ვუყრი, არადა ბევრი რამის მოყოლა შეიძლება. უბრალოდ, ვეჭვობ აქ პირველი წინადადების ფენომენია და მეტს ვეღარ ვაგრძელებ.
შეხვედრამდე მკითხველებო :*
ggggg

Advertisements

მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 228 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge