Archive for იანვარი, 2013

Summary

პირველი სალამი ჩემი ბლოგის მკითხველებს 2013-ში 🙂 რაკიღა გასული 2012 მშვიდობით ჩამთავრდა, 1 კვირიანი სმა-ჭამა-ღრეობაც ასე თუ ისე მიილია და რამდენიმე ზედმეტი კილოგრამით იოლად გადავრჩით, შემიძლია გულდამშვიდებულმა ვწერო ეს პოსტი. ახალ წლამდე ჩემ რჩეულ ბლოგერებს- მოლის, თამარას, მარიამს, სოფის, ქევანას, ფინიკის, გრაფინიას და ანგელოზს, გესტ- პოსტების დაწერა ვთხოვე. სამწუხაროდ, ტექნიკური პრობლემების გამო მხოლოდ ექვსმა მათგანმა იხილა დღის სინათლე. მათი წაკითხვა აი ამ ლინკზე გადასვლით შეგიძლიათ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ მათგანს ჩემგან, იმისათვის რომ წინა საახალწლო დღეები მე და ჩემ ბლოგს ასე გაგვიხალისეს.

ზუსტად 1 წლის წინ, 2012 წლის 9 იანვარს აი ეს ათპუნქტიანი გეგმა-პოსტი დავწერე. ახლა კი მის გაანალიზებას ვაპირებ : ). მინდა ვნახო რა შევასრულე და რა ვერა.

  1. შესრულებულია!!! ეს პუნქტი ყველაზე მეტად მეამაყება, რადგან მე ნამდვილად ვიპოვე პროფესიის შესაბამისი top-10-list (2)სამსახური. 2012 ამ მხრივ ყველაზე წარმატებულ წლად დამამახსოვრდება.
  2. ვერ შევასრულე და სავარაუდოდ გაურკვეველი ვადითაც გადავდე. ადვოკატის ლიცენზია სულაც არ ყოფილა იურისტისთვის ისეთი აუცილებელი ატრიბუტი, როგორიც გასულ წელს მეგონა. გააჩნია სად მუშაობ : )
  3. ონლაინ-შოპინგის დაწყება სასაცილო პუნქტია : ) თუმცა შესრულებული.  ლამის მთელი სამეგობროს გარდერობში, კოსმეტიკის კუთხეში თუ სამკაულების კოლოფში თითო ნივთი მაინც მოიპოვება ჩემი ”ჩამოტანილი” : )
  4. Kindle Touch ვიყიდე და მთელი გულითაც შევიყვარე. იშვიათად გავდივარ სახლიდან მის გარეშე, იმიტომ რომ, იქ, ჩემი წიგნები ცხოვრობენ ❤
  5. გერმანულს ვსწავლობ, თუმცა ვერ ვიტყვი რომ 1 წლის თავზე ისეთი წარმატებები მაქვს, როგორსაც მოველოდი. სამწუხაროდ, დრო არ მრჩება სრულყოფილად რომ ვიმეცადინო ხოლმე. თუმცა სწავლას ვაგრძელებ.
  6. ეს კიდევ ერთი სასაცილო და შესრულებული პუნქტი : ) არ გავთხოვილვარ.
  7. ეს ვერ შევასრულე. ბლოგს ნამდვილად ვერ ვაქცევ სათანადო ყურადღებას, არც გამიუქმებია.
  8. ვერც ეს შევასრულე. სამწუხაროდ, ნამდვილად ვერ დავიკვეხნი იმით, რომ გასულ 2012-ში ბევრი ლიტერატურა წავიკითხე.
  9. სოციალურ დეგრადაციას ნამდვილად გადარჩენილი ვარ : )
  10. მეტი არაა შენი მტერი ჩემო ჯეინ ( ეს მაშინვე უნდა მიმეწერა, როცა მაგ წინადადებას ვწერდი)

10-დან 6 შესრულებული პუნქტი. 60% ვერაფერი შედეგია, მაგრამ ჩემთვის პირველის გამწვანება ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია ამიტომ ამ მაჩვენებელს 80%-მდე გავზრდი!!!

გილოცავთ ახალ წელს,

თქვენი ჯეინმარია ლისანდერი.


მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge