ინგლისური ჩაის საღამო- სტოუნჰენჯი (ნაწილი I)

მოგესალმებით ჩემი ინგლისური საღამოს სტუმრებს. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ჯერ კიდევ სექტემბერში გავხსენი , ამ დრომდე მაინც ვერ ავეწყვე და სისტემატიურად ვეღარ ვპოსტავ, რისთვისაც აუცილებლად ვიხდი ბოდიშს.

ახლა კი გადავიდეთ დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზეზზე – ცხელი ჩაი უზომოდ სტუმარტმოყვარე მისაღებში ვეებერთელა ჩაიდანში მაქვს, ასე რომ ყველას გვეყოფა. : ) თავად ინგლისური ჩაის ისტორიაზე ასე თუ ისე ვისაუბრეთ და ამ საკითხს მთელი 4 სერია მივუძღვენი, ამჯერად კი ბევრად უფრო ვრცელ და საინტერესო თემას მინდა შევეხო, რომელსაც ასევე რამდენიმე პოსტის სახით შემოგთავაზებთ.

სტოუნჰენჯი- ანტიკური სამყაროს უმნიშვენლოვანესი ძეგლი და დიდი ბირატნეთის სიამაყე, ამ დრომდე იდუმალებით მოცული ნაგებობა… საინტერესო საუბრის სუნი მცემს ..

ერთი შეხედვით უზარმაზარი ლოდების გროვა, თითქოს არაფრითაა გამორჩეული მაგრამ მის ირგვლივ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა, რომელიც მას საოცარ იდუმალებას მატებს. ერთერთი პირველი ალბათ ისაა, თუ როგორ შეძლეს მისი აგება პირველყოფილმა ადამიანებმა- სტოუნჯენჯის ქვები 35 ტონაზე მეტს იწონის და მათი გადაადგილება თანამედროვე ტექნიკის დახმარებითაც არ წარმოადგენს იოლ საქმეს. მაგრამ ერთია ამსიმძიმე ქვების გადაადგილება, მგრამ მეორეა მშენებლობის მიზანი. სტოუნჰენჯი, ალბათ ისეთ ყურადღებას არც მიიპყრობდა, რომ არა თავად კონსტრუქციის სირთულე.

კითხვებს აორმაგებს ის ფაქტი, რომ სტოუნჰენჯი რამდენიმე ეტაპად აშენდა და ამან ასეული  წლები მოიცვა. თავდაპირველად მშენებლობა წრიული ნიადაგის მომზადებით და ორმოების მომზადებით დაიწყო და სტრუქტურის შიდა ნაწილი აშენდა (ლურჯი ქვების შუაგული), მას ეტაპობრივად ემატებოდა გარეთა წრე და უზარმაზარი ლოდები. აქვე იყო სამარხები, სამსხვერპლო, ”ზღურბლის ქვა”. მშენებლობის დასასრულისკენ თავდაპირველი წყობა შეუცვალეს ცენტრალურ ცისფერ ქვებსაც. აქედან გამომდინარე, შესაძლოა თავდაპირველად მონუმენტის მიზანი სრულიად სხვა ყოფილიყო, დასასრულს კი სხვა ფუნქციები შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ სტოუნჰენჯი თავის მხრივ გიგანტური კომპლექსის ნაწილია, ვინაიდან მას კვეთს 3 კილომეტრიანი ”ბილიკი” რომელიც იქვე მდებარე მდინარის ხეობისკენ მიემართება, იქვეა ვუდჰენჯი, რომელიც სტოუნჰენჯის იდენტურია, მხოლოდ ხისაგან დამზადებული. ზაფხულისა და ზამთრის ბუნიობის ჟამს, მზისა ამოსვლისას და ჩასვლისას ნაგებობის ღერძი სწორდება და ეს აისახება არა მხოლოდ ქვის ნაგებობაზე, არამედ ხის ჰენჯზეც. აქედან წამოვიდა ჰიპოთეზა რომ ძეგლი ასტრონომიული კალენდრის ფუნქციას ასრულებდა. მოგვიანებით, ეს ვარაუდი ”გარდაცვლილთა საკულტო ნაგებობის” ვერსიით შეიცვალა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მშენებლობა ათასწლეულებს ითვლიდა, ეს ადგილი არც რელიგიური რიტუალების ნაკლებობას განიცდიდა. გაჩნდა იდეა, რომ ის შესაძლოა დრუიდების უძველეს ტაძარს წარმოადგენდეს.

დღეისთვის თავს აღარ შეგაწყენთ და ამ საინტერესო ნაგებობის შესახებ საუბარს მომდევნო შაბათს გავაგრძელებ, სასაუბრო კი როგორც ხედავთ ბევრი გვაქვს. ისე, ჯეინის პოსტები და ინგლისური ჩაის საღამოები კი არა, ამ თემას ათობით ნაშრომი, წიგნი თუ კვლევა მიეძღვნა და საბოლოო პასუხამდე ჯერაც ვერავინ მივიდა. ჩვენ ჩვენი ვეცადოთ, სხვა თუ არაფერი ინგლისური საღამოები ამ თემის გარეშე წარმოუდგენელიც კია 🙂

დროებით მეგობრებო.

Advertisements

11 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო- სტოუნჰენჯი (ნაწილი I)”


  1. 2 Lord Vader ოქტომბერი 20, 2012, 7:52 PM

    ეს საიდუმლო ამოხსნეს უკვე.
    კელტებს ეგეთი გასართობი ჰქონდათ – ეს თამაში დღემდეა შემორჩენილი, აი, დომინოს ქვებს რომ დააწყობენ გარკვეული წესით და მერე ერტს რომ კრავ წკიპურტს – ყველა წაიქცევა რიგ-რიგობით. სწორედ მაგის შემორჩენილი ნაწილია სთოუნჰენჯი.

  2. 3 Lord Vader ოქტომბერი 20, 2012, 7:57 PM

    ისე კი, როგორც ფრანკოფილი დავწერ, რომ რა ჯანდაბაც არ უნდა იყოს, ინგლისელებთან ისეთივე კავშირი აქვს მაგას, როგორც ჯვრის მონასტერს სომხებთან. 🙂

  3. 10 glamtaia ოქტომბერი 28, 2012, 12:23 AM

    ამას წინათ წავაწყდი სტატია , რომ სტოუნენჯი ალბათ უცხოპლანეტელების დამზადებულიოა, შემთხვევით შემდეგ შაბათს ამ ვერსიასაც ხომ არ შევეხებით?


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: