Archive for the 'უკატეგორიოდ' Category

2013 in review

The WordPress.com stats helper monkeys prepared a 2013 annual report for this blog.

Here’s an excerpt:

A New York City subway train holds 1,200 people. This blog was viewed about 6,100 times in 2013. If it were a NYC subway train, it would take about 5 trips to carry that many people.

Click here to see the complete report.

The end of the first week

გუთენ თაგ , როგორც გერმანელები იტყოდნენ. უნდა ითქვას, ევროპული პოსტი ცოტა დამიგვიანდა, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო და აი მეც აქ ვარ… უკვე პირველი კვირა მიიწურა, რაც ესოდენ სანატრელ დასავლეთში ვარ. საერთოდ, გერმანიის მიმართ განასკუთრებული ინტერესი არასდროს მქონია, მეგონა უმალ ბრიტანეთს ვეწვეოდი, ვიდრე დოიჩლანდს, თუმცა ცხოვრებაში რა არ ხდება . ორიოდ სიტყვით დავწერ რა ქარმა გადმომაგდო აქ: საქმე იმაშია, რომ დიდი ხანი ვგეგმავდი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას. ვინაიდან ჩემი კარიერც ამ ეტაპზე, არცთუ ურიგოდ მიდის და ამას დამატებული პირადი ცხოვრება, რომელიც ასევე მოწოდების სიმაღლეზეა და მნიშნელოვანი ცვლილებების მოლოდინში, უცხოეთში ხანმოკლე ვიზიტზე დავიწყე მუშაობა (მადლობა ჩემ სამსახურს). აქ ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში დავდივარ, პარალელურად ვესწრები კონფერენციებს და რაც მთავარია ვიკვლევ გერმანიას 🙂 როგორც ვთქვი, გერმანია დიდად არასდროს მაინტერესებდა, ამიტომ ჯერ იმის ფიქრით ვარ დაკავებული რა უნდა ვნახო სანამ აქ ვარ. ჩემ მკითხველებს შორს, ამის მრჩეველი ვინმე თუ მოიძებნება მადლიერი დაგჩებით. ვიღებ რჩევებს მთელი გერმანიის მასშტაბით. წასვლა არსად მეზარება:)) …

ბოლოს, ბინაზე ვწერდი. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, მივაკვლიე და ეხლა ერთ-ოთახიან პატარა სახლში ვცხოვრობ. იმდენად კომპაქტურადაა ყველაფერი ჩატეული, თვითონ გაკვირვებული ვარ J მერე ფოტოებსაც დავდებ. დანარჩენ ფოტოებს ცოტა მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ახლა დაკბით რაინის ხედით ❤

DSCN1820

შაბათის განწყობა

სულ ერთი კვირაა ჩემი პატარა სურვილი ამიხდა და ჩემმა ბიჭმა ძალიან კარგი ნიკონი მაჩუქა ❤ ეს ახალი ფოტოებია, რომელიც დღეს გადავიღე. ახალი აპარატის წყალობით, ამ ბლოგს ჩემი გადაღებული ფოტოებით სულ უფრო მეტად გავახალისებ. 

ესეც გაზაფხული ჩემი სახლის ეზოდან

Image

ორი ფერი

Image

გაზაფხულის ყვავილი

Image

ლეღვი

 

ეს ვაზის კვირტები მალე ძალიან გემრიელ ყურძნად გადაიქცევა ❤

Image

ვაზი

Image

ვაზის კვირტები

 

Image

ქუჩის ფარანი

Spring, o Spring!

აგერ უკვე მეორე თვეა გაზაფხულდა და შესაბამისად მეც ბევრად კარგად ვგრძნობ თავს,Image ვიდრე ზამთარში ვარ ხოლმე. ყოველთვის ვამბობ, რომ საკურასავით ვიფურჩქნები გაზაფხულობით. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ბლოგს ყოველდღე ვსტუმრობ, ჩემდა სამარცხვინოდ ალბათ შენიშნავდით რომ აღარ ვპოსტავ, უფრო მეტიც ჯერ ისევ საახალწლოდ მორთულ-მოკაზმული იყო აქაურობა.

ამასობაში კი ჯეინმარიას ბლოგი 2 წლის გახდა. არც წინა იუბილე აღმინიშავს და წლევანდელმაც ჩუმად ჩაიარა. . . სანამ ჩემ ბლოგს ისევ ისე ავამუშავებდე, თავს ვალდებულად ვთვლი (თუმცა მხოლოდ სასიამოვნო ვალდებულებად) რამოდნიმე სიტყვით მოვახსენო მკითხველს სადაა ამ ბლოგის ავტორი.  

პირველ რიგში,  მინდა ვთქვა  რომ ძალიან კარგად ვარ და ჩემმა დროებითმა უხასიათობამ, რომელიც ალბათ არავისთვისაა უცხო, ჩაიარა. მზიანი ამინდები ჩემზე განსაკუთრებით კარგად მოქმედებს. რაც მთავარია ვარ დაკავებული- სამსახური, უნივერსიტეტი, სპორტ-დარბაზი , ჩემი ბიჭი და ბევრი ლამაზი დასვენების დღე <3. 

ძალიან მალე ჩემ ცხოვრებაში ბევრი სასიამოვნო სიახლე იგეგმება, მაშინ კი ალბათ აქაურობაც უფრო გააქტიურდება. ჯერ-ჯერობით მეტს არაფერს გეტყვით ამაზე  🙂 

ძალიან მინდა ისევ აქტიურად ვწერო, მითუმეტეს რომ თავისუფლად შეიძლება ამის გაკეთება (ვიცი რომ ზარმაცი ვარ), ჩემ საყვარელ ბლოგებსაც სულ უფრო იშვიათად ვსტუმრობ, მაგრამ ვიცი რომ ეს დროებითია. სცენის მტვერიო, რომ ამბობენ, აქაც ასეა. ერთხელ თუ დაპოსტე და მიხვდი რას ნიშნავს ბლოგი, მერე სულ მოგინდება. 

ისიამოვნეთ გაზაფხულის თბილი მზით და გისურვებთ სასიამოვნოდ გაატაროთ დღეები. დროებით! ❤

თქვენი, ჯეინმარია

აპოკალიფსს გადარჩენილი წერილი სანტას


4.5 მილიარდი წელია დედამიწა არსებობს და ბრუნავსო ამბობენ, არა ბრუნავსო ეგ ჯორდანო ბრუნომ თქვა მაგრამ მანამდეც ხომ ბრუნავდა? ჰოდა ერთადერთი ადგილიაო რომელიც ცოცხალი არსებებით არის დასახლებული და ეს ცოცხალი არსებააო- ადამიანი !!!

არა, არ მჯერა მე ამ ზღაპრის. მრავალი წლებია ამ გონიერ არსებას გვასულელებენ მთელ სამყაროში ერთადერთები და ყოვლისშემძლეები პრიმატების სახეობიდან ხართ განვითარებულებიო, მაგრამ აი ახლა დავფიქრდი და იქნებ მართლა ასეა ?

აბა ახლა რომ ვზივარ კალმით ხელში, სანთლის შუქზე წარბშეჭმუხნილი და ვფიქრობ როგორ მოგწერო, როგორ გთხოვო, რომ მოგანდომო ჩემამდე მოსვლა, ეს რა არის თუ არა პრიმიტივიზმი ან კარგი არ დავაკნინებ ჩემ მოდგმას და გეტყვი რომ მთელი დედამიწის 7 მილიარდი გონიერი არსებიდან უმრავლესობა რომ გელოდება ნორმალურია? ვინ ხარ შენ, საიდან მოდიხარ, ჩვენსავით გონიერი არსება- ადამიანი ხარ და მაინც შეგიძლია ყველას აგვისრულო სურვილი? Continue reading ‘აპოკალიფსს გადარჩენილი წერილი სანტას’

მეც იგივეს თქმა მინდოდა!

საბუნიას ბლოგი

პოლიტიკოსები, მსახიობები, მუსიკოსები, სპორტსმენები და აბსოლუტურად ყველა, ამ საზარელი ვიდოების ნახვის შემდეგ განცხადებას ერთი პათოსით აკეთებს: “ამას ქართველი კაცი აკეთებდა?”

მსგავსი პათოსი მეც გავუშვი ჩემს სტატუსად, სადაც გულწრფელად ვკითხულობდი, სად გაიზარდნენ ეს ადამიანები, რომ ადამიანობა არ შერჩენოდათ და სამსახურიდან გამოსულები როგორ ურთიერთობდნენ სხვა ადამიანებთან. ჩემს შეკითხვას სხვადასხვა პასუხები მოჰყვა. ერთმა დაწერა, რომ ეს ადამიანები “ბავშვობაში იჩაგრებოდნენ და ახლა ბოღმას ანთხევენ,” მეორემ მიპასუხა, რომ იმ გარემოში სადაც ჩვენ ყველა და  რომ ისინიც, ბედკრული საქართველოს ჩვეულებრივი შვილები არიან, როგორც ჩვენ.

მერე დავფიქრდი და მივხვდი… აქ, აქ გაიზარდნენ, იქ სადაც “ისინი ბავშვობაში იჩაგრებოდნენ” ნორმალურად არის მიჩნეული და ამ ბავშვობის დროინდელი ტრამვის იქით რა ხდება არავინ დაფიქრებულა.

დავფიქრდი და გამახსენდა ერთი საღამო, როცა მაკდონალდსში შევედი და რიგში ჩავდექი, ჩემს წინ ორი ბიჭი იდგა და თავის შეკვეთას ელოდნენ, ბევრი ხალხი იყო და მხოლოდ ორი სალარო მუშაობდა. ერთი 10 წუთის შემდეგ, როცა ამ ბიჭებს 2 ჩიზბურგერი მისცეს და დანარჩენი 5-ის მოსატანად გავიდნენ, ჩემს წინ ერთი ვერზილა…

View original post 839 more words

სასოწარკვეთილის მონოლოგი

ბუნებამ კიდურები არ მარგუნა.

აი ასე, ეს ჩემი მთავარი პრობლემა მგონია. მე რა რომ ჩემი მოქნილი სხეულის ოდნავ გარხევაც საკმარისია

გადასაადგილებლად, მე მაინც კიდურები მაკლია. ხელი და ფეხი, თუნდაც თათები, მაშინ ალბათ ასე აღარავის შევძულდებოდი. ისე, გამიგია რომ სადღაც კიდეც ცხოვრობენ ასეთები, ძალიან გვგვანან და კიდურებიც აქვთ. მათი ალბათ უფრო ეშინიათ ვიდრე სძულთ, თან უფრო ძლიერებიც არიან.

სიმართლე გითხრათ, მგონი საკუთარ დედასაც არადროს ვყვარებივარ. გამაჩინა და მას მერე თვალით არ მინახავს, არც მეგობრები მყავს, არც ნათესავები. ეს დიდად არც მაწუხებს, ჩვენი მოდგმა ერთმანეთთან მეგობრობით მაინც არ დაიკვეხნის, თუმცა სხვებიც დასანახად ვერ გვიტანენ.

როგორ ვძულვართ სხვებს- ამაზე ხშირად ვფიქრობ და იშვიათად, ან თითქმის ვერასდროს მივდივარ ისეთ დასვნამდე, რომელიც აზრს მოკლებულად არ მომეჩვენება. ცოდვა გამხელილი სჯობსო და შხამიანი ნამდვილად ვარ, ჩვენი დაგესლილი სულიერი ვერ ძლებს ცოცხალი, მაგრამ ამის საპირწონედ მშვენიერი არგუმენტი მაქვს- უმიზეზოდ ჩვენ არავის ვერჩით. ეს შხამიც ბუნებამ თავის დასაცავად გვარგუნა, აკი გითხარით კიდური მე არ მაქვს თავდამსხმელს საკადრისი პასუხი გავცე. ჰოდა იძულებული ვარ ვუკბინო, აბა რა ვქნა როდესაც ზედ შემდგებიან და მსრესენ?

ყველაზე მეტად მაინც იმ მოლაპარაკე არსებებს ვძულვართ, ჩვენი სახელი სალანძღავი სიტყვების სათავეში რომ მოუქცევიათ და ერთმანეთს არანაკლებ გესლავენ. ზოგიერთი კიდევ უფრო შეძრწუნებულია ჩვენი არსებობით და საერთოდ არ გვახსენებს, იმ სახელსაც არ გვეძახის თავადვე რომ მოგვიგონეს და საუბრისას ათასგვარი მეტსახელით მანევრირებენ, რომ როგორმე თანამოსაუბრე მიახვედრონ ჩვენზე რომაა ლაპარაკი.

 აგერ, ამ ცოტა ხნის წინ ჩემ სახლთან ახლოს, ჩრდილში ვისვენებდი.  ბოლო დროს ძალიან ცხელოდა, იმ საღამოს კი გრილი ამინდი დაიჭირა და მეც ვნებივრობდი. არაფერი, უბრალოდ ვიწექი მწვანე ბალახში და ვფიქრობდი… შორიახლოს 2 მოლაპარაკე არსება შევნიშნე, მოდიოდნენ ხელჩაკიდებულები და საუბრობდნენ. ჩანდა, გრილი საღამოს ბუნებაში გატარება მათაც სიამოვნებდათ. ერთი ამბობდა როგორ მოეწონა ადგილი, თან სახლთან ახლოს არისო, როგორ გრილაო, ხშირად მოვიდეთო. მეორეც კვერს უკრავდა, თან დაამატა ხალხმრავლობა მომბეზრდა და ახლა ისეთი დასვენებული ვარ, თითქოს 2 საათის მაგიერ 2 თვე გამეტარებინოს ბუნებაშიო. მოკლედ, იცინიან , საუბრობენ და მერე…

მე არ ვიცი პირველმა რომელმა დამინახა, მაგრამ სუსტი შეკივლება და გინება ერთდროულად ჩამესმა და ერთი ალთას გაიქცა, მეორე ბალთას…არადა რა დავუშავე ვერაფრით ვხვდები. მერე კარგა ხანს მესმოდა როგორ სახავდნენ სტრატეგიებს ჩემთვის გვერდის ასავლელად, მე კი ჯიუტად არც გავნძრეულვარ- როგორც გინდათ ისე გაიარეთ მეთქი კი მივაძახე, მაგრამ გაიგეს თუ არა არ ვიცი. მერე როგორც იყო გააღწიეს და დარწმუნებული ვარ მათ ფეხს მეტად ვეღარ ვნახავ აქ მოდგმულს. სულაც არ მწყინს! ისედაც მყუდროებას მირღვევთ.

მაინც მგონია რომ, საქმე კიდურებშია.


მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge