სოციუმის ძალა

red-rover-kidsამასწინათ ვფიქრობდი, რა ძლიერი შეიძლება იყოს საზოგადოება, რა შესანიშნავი ძალაუფლება გვაქვს უბრალო ადამიანებს და მისი სწორად გამოყენება არ შეგვიძლია. შეიძლება კონკრეტულ ინდივიდებს ეს კარგადაც გამოსდით, მაგრამ ბევრს მაინც შემოძახება სჭირდება.

90იანების თაობა ვარ, რომელსაც ახსოვს ბინძური ქუჩები, ბევრი ნაგავი წარწერის ქვეშ “ნაგავს ნუ ყრით”, მაღალი სართულებიდან გადმოსხმული საპნიანი წყალი, პურის ნამცეცები და ა.შ. მერე მახსოვს ძალიან კარგი სოციალური კამპანია მთავრობის დიდი ხელშეწყობით, როდესაც ყოველ 10 მეტრში დაიდგა ურნები სახალისო წარწერებით. ზოგი მიხვდა, ზოგი სინდისმა შეაწუხა, ზოგს ისედაც აწუხებდა და გაუხარდა რომ უკვე ურნები მომრავლდა და ქუჩაში ნაგვის დამყერლთა რიცხვის შემცირება+ დასაუფთავების სამსახური= ბევრად სუფთა ქუჩებს. თუმცა, პრობლემა ჯერ ისევ არსებობს.

გამახსენდა ძალიან კარგი კამპანია, #წერექართულად, ბარბარიზმების წინააღმდეგ მიმართული ფბ-აქციაც და მივხვდი, რომ ამ “მოძრაობასაც” უკვე ჰქონდა თავისი ძალიან კარგი შედეგი.

მერე გამახსენდა საგზაო მოძრაობა, რომელიც ჯერ ისევ პრობლემაა, მაგრამ მაინც შეინიშნება მეტად კანონმორჩილი მძღოლები, უკეთესი გადაადგილება ზოლიდან ზოლში, ღვედი წინ მსხდომ მგზავრებს ( იმედია მალე უკან მსხდომნიც ისევე გაკონტროლდებიან) და ა.შ.

ფეისბუქზე ხშირად აზიარებდნენ სხვადასხვა ვიდეოებს, როგორ უთმობენ გერმანიაში, საფრანგეთში და სხვა ‘შეგნებულ’ ქვეყნებში სასწრაფოს გზას.  გული დამწყდა, რომ ჩვენთან ასე არ იყო. აგერ, უკვე სოციალურმა კამპანიამ და ტელევიზიის ჩართულობამ ამ საკითხის მოგვარებაც დაიწყო და ასეთი საამაყო ვიდეოები ჩვენც გაგვიჩნდა.

ისიც მახსოვს, პირადი გამოცდილებიდან, როგორ მომწონდა ზებრა გადასასვლელზე გზას რომ მითმობდნენ. მერე სხვა ქვეყანაშიც გადავაწყდი იგივეს და გამახსენდა, რომ ქართველი მძღოლები დათმობის მაგიერ გაზს უმატებდნენ, რომ გადაესწროთ. ხოდა მიხარია, ძალიან აქტიურია ”ზებრა გადასასვლელის” თემა, კრეატიული, კარგი ადამიანები ხატავენ, მკვეთრ ფერებში გამოყოფენ გადასასვლელს, მოგვიწოდებენ გზა დავუთმოთ ქვეითებს და მუშაობს ეს !

ხოდა, მეგობრებო, ნუ გვშურს სხვისი, ჩვენ არაფრით განვსხვავდებით მათგან. იქნებ, ადრე ისინიც ასე იქცეოდნენ, იქნებ არც იქცეოდნენ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ვემორჩილებით კარგ ინიციატივებს, სურვილი გვიჩნდება ჩვენც ვიყოთ უკეთესები. ნუ ვთხოვთ ყველაფერს სხვას, უბრალოდ მოვინდომოთ და თავად გავხდეთ მაგალითები.

better_world

 

Advertisements

1 Response to “სოციუმის ძალა”


  1. 1 annitahallo ივნისი 4, 2016, 2:30 PM

    ნამდვილად! კანონმორჩილები უნდა გავხდეთ სხვაგვარად ვერ მივიღებთ დადებით შედეგს და ჩვენც ვიქნებით ისეთივე, როგორც სხვა დანარჩენი მოწესრიგებული ერი მსოფილიოში..:)


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 228 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: