My little sunshine

მახსოვს, რამდენიმე წლის უკან, ერთ-ერთმა გაზეთმა წამოიწყო ”კამპანიის” მსგავსი. უნდა მიგეწერა წერილი შენი თავისთვის მომავალში. წერილების ყუთი გაიხსნებოდა 5/10/15 წლის შემდეგ.  მაშინ, პატარა ვიყავი და ძალიან გამიკვირდა. ვიფიქრე, მე ხომ უკვე მეცოდინება რა დავწერე და რატომ უნდა გამაკვირვოს ან დამაინტერესოს ამ ნაწერმა 1155-mom-with-babyწლების შემდეგ-თქო..

არადა, თურმე გავიწყდება რასაც წერ. ამხელა შესავალი ”ბლოგის მაგიას” გავუკეთე. წლების წინ კი არა, რამდენიმე თვის უკან დაწერილი დამვიწყებია. როგორ გამახარა იმ ჩანაწერებმა, რაც ორსულობაში გამიკეთებია. გამახარა და გული დამწყვიტა, რომ უფრო აქტიური არ ვიყავი. რამდენ რამე ვფიქრობდი, განვიცდიდი და მინდოდა მეთქვა ჩემი შვილისთვის.

ო, ნეტავ შემენახა რა…

ყველა ის პოსტი, სადაც ჩემი პატარას გულისცემაზე, მოძრაობაზე და განვითარებაზე ვსაუბრობ, გულს სითბოთი მივსებს. მაშინ, ჯერ კიდევ ”აბსტრაქტული” ჩემი შვილი, დღეს ყველაზე რეალური ყოველდღიურობაა. მიყვარს ყველაფერი რაც მასთანაა კავშირში.

გაიცანით ჩემი მუშკეტერი- ძალიან წყნარი, თბილი და კეთილი. 2 თვე-ნახევრისაა და დღემდე არ ვიცი როგორ ტირის, იმიტომ რომ არ ტირის  : ) მხოლოდ მაშინ ბრაზდება, როცა შივდება და დედიკოს ეძახის. ყვირილს მიმსგავსებული ხმებით მიხმობს ხოლმე და სანამ თავის საყვარელ ნუგბარს პირში მოიგდებს, მოუთმენლად აფართხალებს ხელ-ფეხს.

მისი მოვლა ნამდვილი სიამოვნებაა. არც მეგონა თუ რამეს შეეძლო ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ასე შეევსო. ადრე, თუ სახლიდან გასვლა არ მიწევდა, ლამის დეპრესია მეწყებოდა. საშინლად მეცვლებოდა ხასიათი. ახლა, სახლიდან ცხვირის გაყოფაც არ მინდა. მხოლოდ სასეირნოდ მივდივართ ხოლმე მე და ჩემი ბიჭი. სულ ვესაუბრები, რაღაცას ვუყვები და ვეუბნები, როგორ ძალიან უყვარს მის მშობლებს.

Advertisements

1 Response to “My little sunshine”


  1. 1 Teaa მაისი 5, 2015, 3:29 PM

    გილოცავ, ბედნიერი დედიკო ყოფილიყავი :* ❤


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: