დასაწყისის დასაწყისი- 6 კვირა

დღეს 26 თებერვალია. ჩემი კალენდრის მიხედვით ვარ 6 კვირის ორსული. ასევე დაადასტურა ექოს კვლევამ გუშინ. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად მიდის. გუშინ ძალიან ემოციური დღე იყო. ექოს კაბინეტში ცოტა აღელვებული შევედი. ძალიან გამიხარდა ექოსკოპისტმა რომ მიცნო. მოლედ, როგორც იქნა ჩართო აპარატი და ასისტენტს კარნახობს მონაცემებს, რაც მერე იწერება პასუხში. ”ღრუში ფიქსირდება ერთი ცოცხალი ემბრიონი”- და აი ამაზე გული ამომიხტა : ) იმის იქით ბევრი აღარაფერი გამიგია. ზომები დაწერა და გულისცემა ჩამირთო. ისე სწრაფად და ხმამაღლა უცემდა, ჩემი მეგონა. რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ გაკრეჭილი ვიწექი და ექიმმაც მუცლის კუნთები ცოტა მოადუნე, კარგად ვნახო ყველაფერიო.

მოკლედ, ემბრიონი იქაა სადაც უნდა იყოს და გულიც უცემს. ერთ-ერთი საიტის მიხედვით პატარა წერტილი აი ასეთ რამეებს აკეთებს ” ამ პერიოდში ბავშვი იწყებს სუნთქვას. თუმცა იგი ჯერ მხოლოდ ემბრიონია. მისი განვითარება ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ამ კვირაში ჩამოყალიბებას იწყებს ყურები დაა თვალები. ასევე იწყებს პირის გაღებას, გული ცდილობს სისხლის გადამუშავებას და სხვა ორგანოებიც იწყებენ ფორმირებას, ასევე ჩანს კიდურების პატარა წარმონაქმნები. თვინი ცდილობს შეავსოს უკვე სხეულთან შედარებით შესამჩნევად გაზრდილი თავი. ასევე ნელ ნელა ყალიბდება კიდურები, მათი პირველადი მინიშნება კი ამ კვირაში იჩენს თავს.. მიუხედავად იმისა რომ ჩანასახუ სულ რამოდენიმე კვირისაა, ბავშვის გული პირველად სწორედ ამ კვირაში იწყებს ცემას, თუმცა იგი ძალიან სუსტია და მხოლოდ კარგი ულტრაბგერის აპატარები შეძლებენ მის ამოცნობას. ამის შემდეგ სისხლი დაიწყებს ცირკულირებას. ამ დროისთვის თქვენი პატარა დაახლოებით 2-4 მილიმეტრამდეა.”

რაც შემეხება მე, ჯერ-ჯერობით ტოქსიკოზი ან რამე სხვა ”გართულება” არ მაქვს. ერთადერთი რაც შეიცვალა ესაა მომატებული ძილიანობა- საკმარისია სადმე მყუდროდ დავჯდე და ეგრევე მეძინება, სამსახურშიც ძლივს ვიკავებ თავს : ) ამბობენ ტოქსიკოზი ასე 7-8 კვირაში ძლიერდებაო და ვნახოთ, ჯერ-ჯერობით არაფერი მსგავსი არ ხდება. ვაგრძელებ ფოლიუმის მჟავის მიღებას და დამემატა უტროჟესტანი- ეს საშვილოსნოს კედლების ტონუსისთვისაა. როგორც ექიმმა ამიხსნა, ეს უბრალოდ დაძაბულობის და გადაღლილობის შედეგია. ტონუსი შესაძლოა სულ არ გვქონდეს დილით, მაგრამ მოიმატოს საღამოს როცა სხეული გადაღლილია.
შემდეგი კვლევისთვის 12 კვირის ვადაზე დამიბარეს, ეს დაახლოებით თვენახევარშია. ცოტა მეშორება, Pregnant-Cartoon-Momმაგრამ ალბათ ასეა საჭირო :). ჰო მართლა, ორსულეისთვის არასასურველია- უფრო მეტიც- აკრძალულია ძალიან ცხელ წყალში ბანაობა, დაივიწყეთ აბაზანაში ნებივრობა და ა.შ , ასევე არ ვწევთ მძიმეებს, ვიკვებებით ჯანსაღად და შეძლებისდაგვარად ბევრს ვისვენებთ! : )
შემდეგ პოსტამდე

Advertisements

8 Responses to “დასაწყისის დასაწყისი- 6 კვირა”


  1. 1 glamtaia თებერვალი 27, 2014, 2:40 AM

    გილოცავ, ჯეინ-მარია ❤
    ველი კიდევ ბევრ პოსტს ამ თემაზე, "ორსულის ქრონიკები" ჯერ არც ერთ ბლოგზე არ წამიკითხავს ❤

    • 2 Jane მარტი 6, 2014, 6:50 PM

      მე კი მინახავს ქართული ბლოგები, ერთი ორი მახსენდება ამ თემას რომ ”აშუქებდნენ” : ))

      მადლობა თაია :*

  2. 3 tami თებერვალი 27, 2014, 11:40 AM

    გილოცავ ჯეინ, ძალიან გამეხარდა. ბედნიერ ორსულობას გისურვებ და შემდეგ ჯანმრთელ შვილიკოს<3

  3. 5 tbrr1 თებერვალი 28, 2014, 8:49 PM

    ramagaria!! gilocav!! kvelafers sauketesos gisurvebt shen da shens shvilikos :33

  4. 7 rockermeloman მარტი 1, 2014, 10:52 PM

    გილოცავ ჭიამარიავ, უმაგრესი ამბავია :* ^_^ ჯანმრთელი, ბედნიერი და ნიჭიერი შვილი გეყოლება ^_^ ❤

    • 8 Jane მარტი 6, 2014, 6:48 PM

      მადლობა მადლობა 🙂
      ჯერ ცოტა მოდიდდეს, წიგნები წავუკითხო და მერე მაგნუმში შემოვაპარებ :))


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: