დასაწყისის დასაწყისი

უცნაური რამეა ეს დრო. გადის ნელა, მანამ სანამ უკან არ მოიხედავ და აღმოაჩენ, რომ თურმე მიფრინავს. აღმოაჩენ, რომ ისეთი რაღაცეები მომხდარა ან სულ მალე მოხდება, შორს რომ გეგონა. ზოგჯერ წარმოუდგენელიც გეგონა, ზოგჯერ გეგონა- მხოლოდ სხვის თავს ხდებოდა და შენ არაფერი შეგეხებოდა, ან ძალიან ძალიან გვიან შეგეხებოდა.
მეც ასე მეგონა, სანამ ამ ერთი კვირის წინ რაღაცეებმა არ დამაეჭვა და ბევრი მრომ არ გავაგრძელო, ეჭვებიც მალევე დადასტურდა. სულ ცოტა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი ცხოვრება გაორდა და ორნი შევიყუჟეთ ციცქნა ბინაში. ჰოდა, ახლა გავიგეთ რომ უნდა გავსამდეთ და სავარაუდოდ ჩვენი ბინაც აღარ გვეყოფა : ).
გადავწყვიტე, რომ ეს ის მოვლენაა რომელზეც მინდა რომ ვწერო. მინდა ჩემი ცხოვრების ეს მშვენიერი ეპიზოდი კარგად შემოვინახო. ამის გამო, აქაურობა ორსულობის ბლოგად შეიძლება იქცეს და ბევრი ქალური თემა გაჩნდეს. : ) მაგრამ ეს მოვლენა ღირს ამად. აქ, მომდევნო 8 თვის განმავლობაში უამრავი ჩანაწერი გაჩნდება, რომელიც ჰორმონების მოჭარბების გამო, შეიძლება ზედმეტად ემოციური ან წუწუნით სავსე იყოს. მე ძალიან ბედნიერი ვარ ახლა.
ვიფიქრე, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო პოსტები. ბავშვის განვითარება, ზომა-წონა და ზოგადი ინფორმაცია ბევრ საიტზე შეგვიძლია ვნახოთ. რადგან ეს პირადი ბლოგია, რასაკვირველია ჩემი პირადი გამოცდილებასა და იმჟამინდელი მდგომარეობაზე უფრო უკეთ დავწერ, ვიდრე რომელიმე ენციკლოპედიას შეუძლია აღწეროს ეს. შევეცდები მაქსიმალურად ბევრი ფოტო დავდო და ზოგჯერ მკითხველის თვალითაც დავაკვირდე როგორ ვვითარდებით : )
ახლა, მე პატარა ვადის ორსულად მივიჩნევი. ზოგადი ინფორმაციისთვის ვიტყვი, რომ ექიმები ორსულობის ვადას სხვაგვარად თვლიან- არსებობს ორსულობის ვადა ციკლის მიხედვით და ორსულობის ვადა ჩასახვის მიხედვით. ციკლის მიხედვით, ვადის ათვლა იწყება უკანასკნელი პმს-ის მოსვლის პირველი დღიდან- ანუ ასე ვთქვათ ”1 კვირის ” ორსულად ითვლებით ჯერ კიდევ იმ დღიდან, როდესაც პმს გაქვთ და სულაც არ ფიქრობთ ამ მდგომარეობაზე. დასრულების შემდეგ, წესით ჩასახვა დაახლოებით 1 კვირა მაინც (ყველასთან ინდივიდუალურია) არ ხდება, მაგრამ ეს კვირაც ვადაში ითვლება, შემდეგ ხდება ჩასახვა და იწყება სანაყოფე პარკისა და მასში ემბრიონის განვითარება. იმ დროისათვის, როცა თქვენ მომდევნო პმს-ს ელოდებით და გადაცდენის შემთხვევაში ტესტსაც გაიკეთებთ, ჩასახვით შეიძლება მხოლოდ 1 კვირის ორსული იყოთ, მაგრამ ციკლის მიხედვით უკვე 3 კვირის ორსულად ითვლებით. მოკლედ რომ ვქვათ, მაშინ როცა ორსულობას ვიგებთ- უკვე 3-4 კვირისანი ვართ.
პირველი ექოსკოპია:
როგორც კი ეს ამბავი გავიგე, მეორე დღესვე დავგეგმე ვიზიტი ექიმთან. ზოგადად, სასურველი იყო 1 კვირა

ასე გამოიყურება სანაყოფე პარკი, ყველაფერი ამ წერტილით იწყება : )

ასე გამოიყურება სანაყოფე პარკი, ყველაფერი ამ წერტილით იწყება : )

მაინც მომეცადა და მერე მივსულიყავი. ვინაიდან, ამ ვადაზე შეიძლება ბევრი რამ არ გამოჩენილიყო, თუმცა ერთი კვირა შორს მეჩვენა და 2 დღის წინ წავედი. ექომ დაადასტურა 4-4.5 კვირის ორსულობა, საშვილოსნოს ღრუში. სამწუხაროდ, ამ ვადაზე არ ისმოდა გულისცემა და მხოლოდ სანაყოფე პარკი ჩანდა. მომდევნო კვლევისთვის დამიბარეს ერთ კვირაში. უნდა დავრწმუნდეთ, რომ პარკში ემბრიონი ვითარდება და გულისცემაც უკვე უნდა ისმოდეს. ცოტა ვღელავ, თურმე არსებობს შემთხვევები, როცა შესაძლოა ემბრიონი არ განვითარდეს ან რამე სხვა პრობლემა წარმოიშვას, რბილად რომ ვთქვათ ეს ის ვადაა, როცა ორსულობის საკითხს ჩემი ორგანიზმი წყვეტს. მისთვის პატარა ჩანასახი, ჯერ უცხო სხეულია. ასე რომ, ველოდები მომდევნო კვლევას. (ფოტო ჩემი არაა, მაგრამ ზუსტად ასევე გამოიყურება ჩემი კვლევი შედეგიც :))
მანამდე, ვცდილობ ვიფიქრო მხოლოდ პოზიტიურზე, ვიღებ ფოლიუმის მჟავას- რომელიც ორსულთა ერთგვარი ვიტამინია და ვცდილობ ფსიქოლოგიურად, მორალურად და ფიზიკურად შევეგუო ჩემ ახალ და ძალიან ტკბილ მდგომარეობას. : ) მანამდე, ბლოგზე მთვლელების და ფოტოების დამატებით შევიქცევ თავს : )
მომდევნო პოსტამდე

Advertisements

13 Responses to “დასაწყისის დასაწყისი”


  1. 3 finiki თებერვალი 21, 2014, 2:59 PM

    ვაჰ, რა მაგარია, გილოცავ ^_^

  2. 8 kevana თებერვალი 28, 2014, 2:57 PM

    მაინც ვერ გავიგე როგორ ითვლიან ამ ორსულობის კვირას… ძალიან რთული გასაგებია 😦

    • 9 Jane მარტი 6, 2014, 6:49 PM

      მე კი გავიგე, მაგრამ ის ვერ გავიგე რა საჭიროა იმ ორი კვირის მიმატება როცა ჯერ კიდევ პმს გაქვს და მერე, სანამ ოვულაციის დღეები მოვა : )) რას გაიგებ…

      პ.ს. მადლობა :**

  3. 11 მერც ანნა ბლუმი მარტი 21, 2014, 5:39 PM

    ამ ემბრიონის ფოტოში პატარა ბემბი მომეჩვენა, მერე თანამშრომლებს ვაჩვენე, რას ხედავთ მეთქი და მათაც ნახეს. შენ ამჩნევ? )
    გილოცავ, ჯეინ.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: