Paris…

“პარიზი ერთადერთი ქალაქია, სადაც შეიძლება ბრწყინვალედ გაატარო დრო ისე, რომ არაფერი აკეთო.” რემარკი

ვიცი, ვიცი. პარიზში სულ ერთი weekend გავატარე, ’’არაფრის’’ საკეთებლად არ მეცალა. მაგრამ პარიზი, როგორ გითხრათ- პარიზი ღვთაებრივია. წასვლა სპონტანურად გადაწყდა, არ დამიგეგმავს. აი ასე ავდექით, მატარებლის ბილეთები ვიყიდეთ და მორჩა. პარიზი ფერებად მახსოვს- ძალიან რბილ პასტელის ფერებად.
რემარკის ციტატით დავიწყე, იქაც პირველი რაც ვნახე ტრიუმფალური თაღი იყო. განგებ დავამთხვიე, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მისი შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი. საფიქრალადაც არ მქონია ბევრი დრო, მაგრამ თითქოს სურათებად ვხედავდი, როგორ შეხვდა რავიკი გაფითრებულ ჟოან მადუს, ღამით.
DSCN8632
პარიზს კიდევ გემოც აქვს. შოკოლადის კრეპის გემო. აი იმ კრეპის, ეიფელის კოშკის ქვეშ რომ იყიდება. ლამაზია ეიფელი. თუმცა არ გირჩევთ მასზე ასვლას, ამ შემთხვევაში თქვენ ადიხართ მთავარ სამკაულზე, რომელიც უნდა ნახოთ, ასე კი არ ჩანს.
DSCN8730
ის, რასაც გირჩევთ – წამოწექით იმ მწვანე ბალახზე ეიფელის წინ რომაა და უყურეთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეულობით ციმციმა ნათურა აბრიალდება. საყვარელი ადამიანი თუ გყავთ გვერდით, ამ დროს რომ ხელი ჩასჭიდოთ და ყველაზე რომანტიკული კოცნა აჩუქოთ ერთმანეთს, კიდევ უკეთესი. მე ეს სანელებელი მაკლდა მხოლოდ.
DSCN8751
პირველი დღე სენაზე გასეირნებით დასრულდა. საათზე მეტი ვიცურეთ ტურისტების გემით და სენის ნაპირებზე ჩამწკრივებული ლამაზი შენობებით ვტკბებოდით. ხიდები, მხიარული პარიზელები ნაპირებიდან რომ ხელს გვიქნევდნენ, სიყვარულის ხიდი უამრავი ბოქლომით, ჩამავალი მზის სხივები და ჩემი ეიფელის კოშკი- დღის საუკეთესო დასასრული.

Advertisements

9 Responses to “Paris…”


  1. 1 კუში–კუში სექტემბერი 19, 2013, 2:37 PM

    წავიკითხე, წარმოვიდგინე და ვისიამოვნე… ბევრ ასეთ ლამაზ მოგზაურობას გისურვებ, შენ და საკუთარ თავს 🙂

  2. 3 glamtaia სექტემბერი 29, 2013, 2:36 PM

    ჯეინ, სიმართლე გითხრა პარიზი არასდროს ყოფილა ჩემი ფავორიტი ქალაქი (მე სულ ნიუ-ოირკის ცათამბჯენებისკენ მიმიწევდა გული). მაგრამ ახლა მტკიცედ გადავწყვიტე, ერთ დღეს პარიზს მარტო ამ პოსტის გამო ვესტუმრები ❤

    • 4 Jane ოქტომბერი 3, 2013, 11:20 AM

      საქმე იმაშია, რომ არც ჩემი საოცნებო ქალაქი ყოფილა. მაგრამ, რომ ვნახე მას შემდეგ გახდა. რაღაცნაირად მგონია რომ კიდევ დავბრუნდები 🙂

  3. 5 Kate ოქტომბერი 10, 2013, 9:45 PM

    ვაა.

    ჩემს ბლოგს Kates Universe ეწოდება წლებია.
    უბრალოდ ახლახანს Kates მოვაშორე, მაგრამ იდეურად მაინც ეგ შერჩა.

    პარიზში წელს ვიყავი და მეც მაქვს პოსტი დასაწერად. ხოდა ვერა და ვერ დავადგი საშველი. უნდა ჩავუჯდე რა ერთი ნორმალურად.

    • 9 Jane მარტი 27, 2014, 6:54 PM

      აუცილებლად. მე ვერ დავასრულე, მეორე ნაწილიც უნდა დამეწერა მაგრამ სიზარმაცემ მძლია :/


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: