mein Tag

დღეს გადავწყვიტე ისეთი პოსტი დავწერო, სკოლებში რომ გვავავლებდნენ- როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგების ტიპის. ხოდა, ახლა ვწერ როგორ ვატარებ აქ ჩემ ერთ ტიპურ დღეს.
ჩემი გერმანული დღე, დილის 06:30-ზე იწყება. უფრო სწორად, ჩემ მაღვიძარას ასე უნდა, მე 7-ზე ვიწყებ. ზუსტად ერთი საათი მაქვს სახლიდან გასვლამდე და ერთი წუთიც თუ გადავაცილე, ვერ მივუსწრებ მატარებელს, მომდევნო კი 45 წუთში მოვა… ამ 1 საათში სავალდებულოა (!) მოვასწრო: წყლის გადავლება, ჩაცმა (ეს რთული ამოცანაა, რა ჩავიცვა მკ`ლ´ავს), საწოლის გასწორება, ჭამა და სამსახურისთვის ბუტერბროდის მომზადება. აიპოდი,ფოტო-აპარატი, ველოსიპედი, პატარა ჩანთა და წინ მატარებლისკენ. 08:12-ზე შევდივართ პირველ, ან ბოლო ვაგონში (სპეციალურად ველოსიპედიანებისთვის) და შემიძლია მომდევნო 22 წუთი მუსიკას და დილის განწყობას დავუთმო.
მას შემდეგ, რაც წარმატებით გადავგორდები 2 ქუჩაზე სადგურიდან სამსახურამდე, 08:45-ზე უკვე ჩართულ კომპიუტერთან ვარ გამოჭიმული. მომდევნო 6 საათი მოსაწყენია. სქელტანიანი წიგნები, ფურცვლა, ბეჭდვა. საბედნიეროდ, დღის 3 საათი მალე მოდის ხოლმე (ჩემ თანამეოთახე მარკუსს ალბათ უკვე ეცოდინება რას მოასაწავებს ჩემი ღიღინი და ღიმილი 14:55-ზე). მე, საერთოდ, პატივს ვცემ სხვის ტრადიციებს და ძალიან პუნქტუალურად (ამათ ხომ უყვართ სიზუსტე), ზუსტად 3 საათზე ვდგები და მთელ ენერგიას ვდებ იმაში, რომ რაც შეიძლება სერიოზული სახით წარმოვთქვა ´´აუფიდერზენ´´- და კარი გამოვიხურო.
როგორც იქნა დგება დღის ის ნაწილი, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. ჩემი ნავიგაციის აპლიკაცია ძალიან მეხმარება მალე ვიპოვო must see ადგილები და ველოსიპედის მარშრუტები.ვცდილობ ყოველდღე სხვადასხვა ადგილას წავიდე, თუმცა საყვარელი ადგილებიც უკვე მაქვს და იქაც აუცილებლად გამოვივლი ხოლმე.
1.jpg

2.jpg

3.jpg

4.jpg

5.jpg

6.jpg

Advertisements

4 Responses to “mein Tag”


  1. 1 კუში–კუში აგვისტო 14, 2013, 2:53 PM

    მომინდა მასეთი დღე…

  2. 2 tamara აგვისტო 15, 2013, 10:20 AM

    ჯეინ, შეირგე და მოიყირჭე მაქაურობა… ძალიან მოგენატრება! 🙂

  3. 4 გვან'ცა აგვისტო 15, 2013, 8:39 PM

    საოცრებაა გერმანია და დილაც გერმანიაში…არა, საერთოდ ყველაფერი საოცარია გერმანული <33


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: