ველოსიპედს უხდება კაბა

ძალიან კარგად მახსოვს ის დრო, როცა ველისიპედის მართვას ვსწავლობდი. ჩემ მეზობელ ალეკოს დესნა ყავდა, მე მაშინ 13 წლის ვიყავი. ალეკო რომ დესნას გამოიყვანდა, მეც იქვე მივეტუზებოდი ხოლმე. როცა ჩვენ ქუჩას 2 წრეს მოარტყამდა, მეც უკვე აღარ მერიდებოდა ცოტახნით ეთხოვებინა დესნა. მახსოვს ბევრჯერ გადატყავებული მუხლი და იდაყვები, მახსოვს ჩემი დაღლილობისგან აწითლებული სახე, მახსოვს როგორ მიხაროდა ყოველი სწორად და მარცხის გარეშე განვლილი მეტრი. მერე სახლში გავრბოდი და მამას ვუყვებოდი ჩემი პროგრესის ამბებს. ჰოდა, მამამ ბევრი მისმინა თუ ცოტა, ერთ კვირა დღეს სიჩქარეებიანი ველოსიპედი მომიტანა.
ვიღას ახსოვდა ალეკოს დესნა, როცა ჩემ ველიკას ხელის მუხრუჭი და 24 სიჩქარე ჰქონდა. ჰოდა, გამოვიყვანდი უბანში და თავი ვარსკვლავი მეგონა. იმ ზაფხულს მე და ჩემი ველო ქუჩაზე ყველაზე პოპულარულები გავხდით. უბნის ყველა გოგო და ბიჭი მოდიოდა და მთხოვდა დამესვა. მეც მხოლოდ ერთი წრის ნებას ვაძლევდი და იმასაც მკაცრად ვაკონტროლებდი. მეორე ზაფხულს, ჩემმა ველომ პოპულარობა დაკარგა, იმიტომ რომ 14 წლის გავხდი (დიდი ვიყავი უკვე) , დიდად აღარ მაინტერესებდა და თან სხვებმაც იყიდეს…ამის შემდეგ ჩემი ველიკა სხვენში გადაბარგდა.
წლების შემდეგ ჩემი და ველიკას reunion ზღვაზე შედგა. და მეც ვაქროლებდი ბულვარზე საათში 2 ლარად ნაქირავებ ველიკას´და ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს.
ისევ გავიდა წლები და აგერ გერმანიის ქუჩებში მიწევს ქროლვა და ღმერთმანი, მე მგონი დავბერდი… ნამეტანი გამიჭირდა პედლების ტრიალი, ფეხები დამეღალა, დამცხა და კომფორტული მანქანის სალონი ვინატრე. მე შენ გეტყვი pin-up-bike.jpgმაკლია ეხლა ფერარი და მუსტანგი… წითელზე გაჩერებულს რომ ამომიდგებიან ხოლმე…ეს მხოლოდ პირველ დღეს.
1 თვის შემდეგ, ველოსიპედს სხვა რომანტიკა აქვს 🙂 განსაკუთრებით თუ ყურში მუსიკა გესმის, ახალგათენებულზე სუსტი მზე დაგყურებს და ღიღინებ…სუსტი ქარი ატმისფერ კაბას გიფრიალებს და ატმისფერივე ლენტით გაბანტულ თმებს გიშლის…
სულ ვამბობდი, ველოსიპედს უხდება კაბა.

Advertisements

8 Responses to “ველოსიპედს უხდება კაბა”


  1. 2 tamara აგვისტო 11, 2013, 7:15 PM

    ჯეინ, ერთი კანფეტი ფეიჯი აღმოვაჩინე ფეისბუქზე და ისეთი ფოტოებია კაბიანი ველოსიპედისტი გოგონების, გაგიჟდები 🙂
    Be proud to ride like a girl! – მათი ერთ-ერთი სლოგანი 🙂

  2. 3 მერც ანნა ბლუმი აგვისტო 13, 2013, 11:41 AM

    რა მსუბუქი და ჰაეროვანი ნაწერია, ჯეინ, წარმოგიდგინე

  3. 6 M.K. აგვისტო 30, 2013, 8:37 AM

    ფერარიზა და მუსტანგიზა გაგიშვით, გოგო, გერმანიაში? ნაციონალურ ავტოინდუსტრიას ნუ მიჩაგრავ 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: