The end of the first week

გუთენ თაგ , როგორც გერმანელები იტყოდნენ. უნდა ითქვას, ევროპული პოსტი ცოტა დამიგვიანდა, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო და აი მეც აქ ვარ… უკვე პირველი კვირა მიიწურა, რაც ესოდენ სანატრელ დასავლეთში ვარ. საერთოდ, გერმანიის მიმართ განასკუთრებული ინტერესი არასდროს მქონია, მეგონა უმალ ბრიტანეთს ვეწვეოდი, ვიდრე დოიჩლანდს, თუმცა ცხოვრებაში რა არ ხდება . ორიოდ სიტყვით დავწერ რა ქარმა გადმომაგდო აქ: საქმე იმაშია, რომ დიდი ხანი ვგეგმავდი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას. ვინაიდან ჩემი კარიერც ამ ეტაპზე, არცთუ ურიგოდ მიდის და ამას დამატებული პირადი ცხოვრება, რომელიც ასევე მოწოდების სიმაღლეზეა და მნიშნელოვანი ცვლილებების მოლოდინში, უცხოეთში ხანმოკლე ვიზიტზე დავიწყე მუშაობა (მადლობა ჩემ სამსახურს). აქ ერთ-ერთ კვლევით ინსტიტუტში დავდივარ, პარალელურად ვესწრები კონფერენციებს და რაც მთავარია ვიკვლევ გერმანიას 🙂 როგორც ვთქვი, გერმანია დიდად არასდროს მაინტერესებდა, ამიტომ ჯერ იმის ფიქრით ვარ დაკავებული რა უნდა ვნახო სანამ აქ ვარ. ჩემ მკითხველებს შორს, ამის მრჩეველი ვინმე თუ მოიძებნება მადლიერი დაგჩებით. ვიღებ რჩევებს მთელი გერმანიის მასშტაბით. წასვლა არსად მეზარება:)) …

ბოლოს, ბინაზე ვწერდი. ხანგრძლივი ძებნის შემდეგ, მივაკვლიე და ეხლა ერთ-ოთახიან პატარა სახლში ვცხოვრობ. იმდენად კომპაქტურადაა ყველაფერი ჩატეული, თვითონ გაკვირვებული ვარ J მერე ფოტოებსაც დავდებ. დანარჩენ ფოტოებს ცოტა მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ახლა დაკბით რაინის ხედით ❤

DSCN1820

Advertisements

14 Responses to “The end of the first week”


  1. 1 მოლი ბლუმი ივლისი 20, 2013, 9:46 PM

    გილოცავ კიდევ ერთხელ და ფოტოებს ველოდები )

  2. 3 katerina ივლისი 20, 2013, 9:51 PM

    მიხარია და გილოცავ.წარმატებები დიდ დოიჩლანდში 🙂

  3. 4 tamara ივლისი 20, 2013, 10:51 PM

    წარმატებები და გელოდებით 🙂

  4. 5 tami ივლისი 20, 2013, 11:41 PM

    პირველ რიგში წარმატებები, მეც არ მიტაცებს გერმანია თუმცა ბევრი კარგი ქალაქია და ღირშესანიშნაობებიც არის. მე პირაადად ბერლინშჳ ვნახავდიჰოლოკოსტის მემორიალს და აი, ვგიჟდებიგჟი მეფე ლუდვიგის სასახლეზე, ბავარიაშია მგონი ნოიშვანშტაინის სასახლე.
    შენ რომელ ქალაქში ხაარ?

  5. 6 finiki ივლისი 21, 2013, 3:36 PM

    რა მაგარია ❤

    ჩემთვის პირიქით, გერმანია ყოველთვის ჩემი ოცნება იყო 🙂 მრჩეველად არ გამოვდგები, მხოლოდ წელს მოვახერხე მიუნხენში ცოტა ხნით ჩასვლა და გადარბენაზე ყველაფრის დათვალირება 🙂 ჩემთვის ორი პრიორიტეტი იყო ლუდი და ალიანც არენა :)))))

    დაწერე პოსტები აუცილებლად, სულმოუთქმელად დაველოდები 🙂

  6. 8 Kejeradze ივლისი 22, 2013, 1:20 PM

    წარმატებები 🙂 იმედია, ფოტოები მალე იქნება :))

  7. 9 glamtaia ივლისი 23, 2013, 12:57 AM

    ჯეინ, რა კარგია ❤
    მე მგონი შენზე უფრო მეად მე გამიხარდა რომ გერმანიაში ხარ 🙂 საქმე იმაშია რომ სამი წელია უშედეგოდ ვცდილობ რომელიმე ოლიმპიადით ან პროგრამით გავსხლტე უცხოეთში. საქმე ყოველთვის ტირილით, სამდღიანი დეპრესიით და მშობლების თხოვნით მტავრდება სრულწლოვანი მაინც გახდიო :დ მოკლედ სერიოზულად ვემზადები სადმე წასასვლელად და ყველაზე მეტად მაინტერესებს იქ მარტო ადაპტაციას როგორ მოვახდენ, სწორედ ამიტომ ხარბად ვკითხულობ უცხოეთში წასული ბლოგერების ნაწერებს (უმეტესობა შენსავით კარგად არ წერს 😦 ) ასე რომ საშინლად ველოდები შენს შთაბეჭდილებებს ❤

    • 10 Jane ივლისი 25, 2013, 1:15 PM

      თაია!! გული არ გაიტეხო, რა დროს შენი დეპრესიაა 🙂 აუცილებლად რომ წახვალ, ეჭვი არ მეპარება შენ ისეთი ყავხარ მაგნუმს :* და მაშინ შენ პოსტებს დავეწაფები ხოლმე :))

  8. 11 chaotic ივლისი 23, 2013, 11:59 PM

    სექტემბერში თუ აქეთ ხარ, მიუნხენში ოქტობერფესტს არ დავაკლდებოდი შენს ადგილას 🙂

  9. 13 მერც ანნა ბლუმი ივლისი 26, 2013, 6:45 PM

    3 კითხვა მაქვს: ახალ სახლში რომ გადახვედი, იცეკვე? ლონდონის ჰედერს შეცვლი? ბიჭი არ გენატრება?

    • 14 Jane ივლისი 30, 2013, 2:42 PM

      ჰაჰა ანა! :))
      პირველი კითხვა: ვიცეკვე, ოღონდ ახალსახლობის აღსანიშნავად არა. ეგ ცეკვა უფრო იმას უხდება, რამე საქმეს რომ გააკეთებ და საკუთარი თავით კამყოფილი მოეშვები… მეორე: ლონდონის ჰედერს არ შევცვლი. მიუხედავად იმისა რომ კარგია დოიჩლანდში, ის სხვა სიყვარულია ❤ მესამე: ბიჭი ძალიან მენატრება!!!!


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: