ჩემი სახლი

დრო არნახულად სწრაფად გადის. ეს ჩემი მოგზაურობა წინასწარ დაგეგმილი და ცნობილი იყო, ჯერ კიდევ 2 წლის წინ. მაშინ ყველაფერი ძალიან შორეულად მეჩვენებოდა, ახლა კი აღმოვაჩინე რომ მხოლოდ 2 კვირა დარჩა. ყველანაირი სამზადისი, რაც მოგზაურობის ფორმალურ მხარეს ეხება – საბუთები, ვიზა, ბილეთი მოგვარებულია. ერთადერთი საზრუნავიღა დამრჩა- მოვძებნო ლამაზი, მყუდრო ბინა სადაც იმ რამოდენიმე თვეს გავატარებ. ყოველთვის მინდოდა მარტო ცხოვრება, ვინაიდან საკმარისი სითამამე არ აღმომაჩნდა და არც სხვა პირობებმა შემწიყო ხელი, მარტო არასდროს მიცხოვრია და არც მომავალში ვგეგმავ. სამაგიეროდ, ეს ჩემი სურვილი სულ ცოტათი მაინც ამისრულდება და დამოუკიდებლად ცხოვრების რამოდენიმე თვე ჩემ ცხოვრებაშიც იქნება.  ამიტომაც, ყველაზე მეტს სწორედ ბინაზე ვნერვიულობ.

ძალიან მინდა ის პატარა და მყუდრო იყოს, სადმე მშვიდ გარეუბანში, ლამაზი ხედით. კიდევ პატარა სამზარეულოც მინდა, გემრიელი ღვეზელების გამოსაცხობად. მერე იმ ღვეზელებს ჩანთაში ჩავიწყობ და თუ გინდათ, მთელ კონტინენტს მოვივლი ფეხით. მერე, როცა სიარულით დავიღლები, სახლში მოსული კომპიუტერს ჩავრთავ და ჩემ ბიჭს დავურეკავ. ყველაფერს მოვუყვები რაც ვნახე, ყველა კუთხეს გადავუღებ ფოტოს და მას გავუგზავნი. იმ ფოტოებზე ისიც იქნება, იმიტომ რომ მე მხოლოდ მისთვის გადავიღებ.  კიდევ, როცა სახლში საოცრად დაღლილი დავბრუნდები, მინდა ზუსტად ისე ვიცეკვო, როგორც კატალეა ჩემს ერთ-ერთ ფავორიტ ფილმში, ჩემთვის ყველაზე სექსუალურ მუსიკაზე…

მე მიყვარს მარტო ჩემი სახლი. აუცილებლად გიპოვი, თუნდაც სულ რამდენიმე თვით.

Advertisements

5 Responses to “ჩემი სახლი”


  1. 1 tami ივნისი 19, 2013, 8:57 AM

    ჩვენთვისაც გადაიღე რა ჯეინ, ვკვდები ისე მაინტერესებს როგორი იქნება შენი ახალი საცხოვრებელი საზღვარგარეთ. ხედებით და ყველაფრით-არ გადაგვაგდო იცოდეეე, ველოდები პოსტებს და სურათეებს მოგზაურის დრიურებიდან.

  2. 3 მოლი ბლუმი ივნისი 19, 2013, 3:54 PM

    მიდიხარ, ანუ 🙂 რა მაგარია. წარმატებები, ჯეინ.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: