ნაცნობი ქალი წერილი

წერილების მიმართ ბავშვობიდან რაღაც ”მისტიური” დამოკიდებულება მქონდა. ყოველთვის მინდოდა ბევრი წერილი old-letterმიმეღო და მერე პასუხები მიმეწერა.  მიხარია რომ სურვილი ოდნავ სხვანაირად, მაგრამ მაინც ამისრულდა – ჩემი ელექტრონული ფოსტა უამრავ გზავნილს ინახავს. იქ ლამის მთელი მატიანეა ჩემი და მისი გრძნობების, დიალოგების, ამბების….

გუშინ, არ ვიცი რატომ, წლების მერე საშინლად მომინდა გადამეკითხა ”უცნობი ქალის წერილი”.  უცნაურია, რამდენი თარო აქვს ჩვენ ტვინს. მგონია რომ აღარ მახსოვს და მერე სადღაც მტვრიანი კუთხიდან ამოვქექავ და აღმოავჩენ, რომ სულ ცხადად მხსომებია როგორ მოვისმინე ერთი კლასელი მეორეს რომ უყვებოდა, ამ ნოველაზე ცრემლებად დავიღვარეო. მერე როგორ წავედი ბებოს მეზობელ, ბიბლიოთეკარ ქალთან, მას ხომ ყველა წიგნი ჰქონდა და ცვაიგის წიგნი ვითხოვე. ის ემოციაც კარგად მახსოვს, რაც კითხვისას მეუფლებოდა.

გუშინ, კიდევ ერთხელ მივხვდი რომ ზოგიერთ წიგნს ასაკი აქვს.  ”უცნობი ქალის წერილმა” ვეღარ ამაღელვა, მხოლოდ წერილის მოწერა მომანდომა, წერილის, რომელიც კარგა ხანია აღარ მომიწერია.

ძალიან სწრაფად გადის დრო. უკან მოიხედავ და აღმოაჩენ რომ პატარა აღარ ხარ.  მახსოვს, ადრე ჩემი ასაკის გოგონებს რომ ვხედავდი, იმას არ ფიქრობდი მინდოდა მალე გაზრდა თუ არა. მხოლოდ ის მაინტერესებდა, რას გრძნობდნენ და რაზე ფიქრობდნენ  ”ამხელები” რომ იყვნენ.  ისინი არ ვიცი, მაგრამ მე მომავალზე ვფიქრობ, ჩვენზე. მაშინ მეგონა, ალბათ იმაზე ვიდარდებ 15 წლის რომ აღარასდროს ვიქნები -მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ამაზე წამითაც არ მიდარდია.  ადამიანების ცხოვრება წარმოუდგენლად თანმიმდევრული ყოფილა, უბრალოდ ყველას თავისი ინდივიდუალური ხედვა და ხასიათი აქვს, ამიტომაც ზოგიერთი ეტაპი განსხვავებულად მოდის.

Design_Loveჩემ ცხოვრებაში ახლა იმ დროზე ფიქრია აქტუალური, რაც ბევრი (შეგნებულად არ ვწერ ”ყველა”-ს) გოგოსთვისაა საოცნებო. ზოგჯერ მეკითხებიან, პრიორიტეტები შეიცვალეო? არა, რატომ.. უბრალოდ ყველაფერს თავის დრო აქვს. და ეს დრო ჩემ ცხოვრებაშიც მოვიდა. უფრო და უფრო მეტს ვფიქრობ შენზე და ვიაზრებ როგორ გავიზარდეთ, ერთად.  მახარებს ის საერთო მიზნები და ღირებულებები, რაც ასე მნიშვნელოვანია. საერთო შეხედულებები კი არაფრის მომცემი იქნებოდა, თუ ამას სიყვარული არ ამყარებს. იმედია არ მისაყვედურებ, წინა წერილებთან შედარებით სიყვარულზე აქ ნაკლებად გწერ. უბრალოდ ესეც ურთიერთობის შემდეგი ეტაპია, ეტაპი როცა სიყვარული ბუნებრივია და მას მტკიცება აღარ სჭირდება. მთავარია რომანტიკა არ დაიკარგოს, მთავარია არასდროს მოგვბეზრდეს ერთმანეთის გახარება, ერთმანეთის სიხარულით ტკბობა და ზრუნვა…

p.s

დანარჩენი პირად მეილზე 😀

 

 

Advertisements

0 Responses to “ნაცნობი ქალი წერილი”



  1. კომენტარის დატოვება

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: