Summary

პირველი სალამი ჩემი ბლოგის მკითხველებს 2013-ში 🙂 რაკიღა გასული 2012 მშვიდობით ჩამთავრდა, 1 კვირიანი სმა-ჭამა-ღრეობაც ასე თუ ისე მიილია და რამდენიმე ზედმეტი კილოგრამით იოლად გადავრჩით, შემიძლია გულდამშვიდებულმა ვწერო ეს პოსტი. ახალ წლამდე ჩემ რჩეულ ბლოგერებს- მოლის, თამარას, მარიამს, სოფის, ქევანას, ფინიკის, გრაფინიას და ანგელოზს, გესტ- პოსტების დაწერა ვთხოვე. სამწუხაროდ, ტექნიკური პრობლემების გამო მხოლოდ ექვსმა მათგანმა იხილა დღის სინათლე. მათი წაკითხვა აი ამ ლინკზე გადასვლით შეგიძლიათ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ მათგანს ჩემგან, იმისათვის რომ წინა საახალწლო დღეები მე და ჩემ ბლოგს ასე გაგვიხალისეს.

ზუსტად 1 წლის წინ, 2012 წლის 9 იანვარს აი ეს ათპუნქტიანი გეგმა-პოსტი დავწერე. ახლა კი მის გაანალიზებას ვაპირებ : ). მინდა ვნახო რა შევასრულე და რა ვერა.

  1. შესრულებულია!!! ეს პუნქტი ყველაზე მეტად მეამაყება, რადგან მე ნამდვილად ვიპოვე პროფესიის შესაბამისი top-10-list (2)სამსახური. 2012 ამ მხრივ ყველაზე წარმატებულ წლად დამამახსოვრდება.
  2. ვერ შევასრულე და სავარაუდოდ გაურკვეველი ვადითაც გადავდე. ადვოკატის ლიცენზია სულაც არ ყოფილა იურისტისთვის ისეთი აუცილებელი ატრიბუტი, როგორიც გასულ წელს მეგონა. გააჩნია სად მუშაობ : )
  3. ონლაინ-შოპინგის დაწყება სასაცილო პუნქტია : ) თუმცა შესრულებული.  ლამის მთელი სამეგობროს გარდერობში, კოსმეტიკის კუთხეში თუ სამკაულების კოლოფში თითო ნივთი მაინც მოიპოვება ჩემი ”ჩამოტანილი” : )
  4. Kindle Touch ვიყიდე და მთელი გულითაც შევიყვარე. იშვიათად გავდივარ სახლიდან მის გარეშე, იმიტომ რომ, იქ, ჩემი წიგნები ცხოვრობენ ❤
  5. გერმანულს ვსწავლობ, თუმცა ვერ ვიტყვი რომ 1 წლის თავზე ისეთი წარმატებები მაქვს, როგორსაც მოველოდი. სამწუხაროდ, დრო არ მრჩება სრულყოფილად რომ ვიმეცადინო ხოლმე. თუმცა სწავლას ვაგრძელებ.
  6. ეს კიდევ ერთი სასაცილო და შესრულებული პუნქტი : ) არ გავთხოვილვარ.
  7. ეს ვერ შევასრულე. ბლოგს ნამდვილად ვერ ვაქცევ სათანადო ყურადღებას, არც გამიუქმებია.
  8. ვერც ეს შევასრულე. სამწუხაროდ, ნამდვილად ვერ დავიკვეხნი იმით, რომ გასულ 2012-ში ბევრი ლიტერატურა წავიკითხე.
  9. სოციალურ დეგრადაციას ნამდვილად გადარჩენილი ვარ : )
  10. მეტი არაა შენი მტერი ჩემო ჯეინ ( ეს მაშინვე უნდა მიმეწერა, როცა მაგ წინადადებას ვწერდი)

10-დან 6 შესრულებული პუნქტი. 60% ვერაფერი შედეგია, მაგრამ ჩემთვის პირველის გამწვანება ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია ამიტომ ამ მაჩვენებელს 80%-მდე გავზრდი!!!

გილოცავთ ახალ წელს,

თქვენი ჯეინმარია ლისანდერი.

Advertisements

7 Responses to “Summary”


  1. 1 finiki იანვარი 9, 2013, 12:27 PM

    სულაც არაა ცუდი შედეგი 🙂 მეათე პუნქტზე ბევრი ვიცინი, ვინ იცის რამდენჯერ დამიგეგმავს ეგ მეც :დ

  2. 3 Kejeradze იანვარი 9, 2013, 2:26 PM

    1% მაინც შემასრულებინა რომელიმე წელს… :))) აღარც ღირს დაგეგმვა 🙂

  3. 4 მოლი ბლუმი იანვარი 10, 2013, 4:09 AM

    მეათე განსაკუთრებული ინტერესით ვნახე და გამეცინა 🙂 ჩვენი თანთია ეს 😦

    გილოცავ, ახალ წელს, ჯეინ! გაისად კიდევ უფრო კმაყოფილი შემაჯამებელი პოსტი დაგეწეროს!

  4. 6 M.K. იანვარი 12, 2013, 9:11 PM

    ათი პუნქტი ბევრია 🙂
    მე საკუთარ თავს ყოველ წელს რამე ერთ ბუნდოვან მიზანს ვუსახავ, განხორციელების ალტერნატიული ვარიანტებით.
    თუ შევასრულე, ხომ მიხარია
    თუ არა და, ერთი რიგითი მიზნის გამო ნერვიულობა დიდად არ ღირს ალბათ
    ისეთი მიზნებიც ხომ არსებობს, კონკრეტულ წელთან რომ არ არის კავშირში, მაგრამ მაინც გვაქვს მხედველობაში და ვაღწევთ კიდეც 😉

  5. 7 Mari იანვარი 16, 2013, 4:22 PM

    ყოჩაღ, კარგად გიმუშავია.. სულ მინდა ხოლმე, ასეთი გეგმები ჩამოვწერო და მერე აღვნიშნო, რამდენი შევასრულე და რამდენი ვერა, მაგრამ არ გამომდის 😛


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: