აპოკალიფსს გადარჩენილი წერილი სანტას


4.5 მილიარდი წელია დედამიწა არსებობს და ბრუნავსო ამბობენ, არა ბრუნავსო ეგ ჯორდანო ბრუნომ თქვა მაგრამ მანამდეც ხომ ბრუნავდა? ჰოდა ერთადერთი ადგილიაო რომელიც ცოცხალი არსებებით არის დასახლებული და ეს ცოცხალი არსებააო- ადამიანი !!!

არა, არ მჯერა მე ამ ზღაპრის. მრავალი წლებია ამ გონიერ არსებას გვასულელებენ მთელ სამყაროში ერთადერთები და ყოვლისშემძლეები პრიმატების სახეობიდან ხართ განვითარებულებიო, მაგრამ აი ახლა დავფიქრდი და იქნებ მართლა ასეა ?

აბა ახლა რომ ვზივარ კალმით ხელში, სანთლის შუქზე წარბშეჭმუხნილი და ვფიქრობ როგორ მოგწერო, როგორ გთხოვო, რომ მოგანდომო ჩემამდე მოსვლა, ეს რა არის თუ არა პრიმიტივიზმი ან კარგი არ დავაკნინებ ჩემ მოდგმას და გეტყვი რომ მთელი დედამიწის 7 მილიარდი გონიერი არსებიდან უმრავლესობა რომ გელოდება ნორმალურია? ვინ ხარ შენ, საიდან მოდიხარ, ჩვენსავით გონიერი არსება- ადამიანი ხარ და მაინც შეგიძლია ყველას აგვისრულო სურვილი?

მინდა ამის მჯეროდეს და მიუხედავად იმისა რომ სხვათა მსგავსად ბავშვობაშიც კი არ მწამდა შენი არსებობის, არამცთუ ახლა და არასდროს გელოდი, ახლა ამ სიბერეში როცა უდარდელი ბავშვობა მენატრება, მინდა რომ გამოჩნდე, დავიჯერო რომ არსებობ, ნამდვილი სანტა ხარ, ჩვენი მსგავსი ადამიანი აქ, დედამიწაზე ცხოვრობ და შეგიძლია სურვილების ასრულება.

წარმოდგენა არ გაქვს შენი დანახვა როგორ დამარწმუნებს რომ მართლა ერთადერთები და ყოვლისშემძლეები ვართ ადამიანები, რომლებიც მართლა ერთადერთ ადგილას- დედამიწაზე ვცხოვრობთ და პრიმატების სახეობიდან კი არ ვართ განვითარებულები, უბრალოდ ჯერ შენსავით კეთილები არ გავმხდარვართ რომ მთელი წლის განმავლობაში სხვათა სურვილებს ვუგდებდეთ ყურს, რომ არავინ დაგვრჩეს უყურადღებოდ, საკუთარი თავი კი ისე დაგვავიწყდეს როგორც შენ გავიწყდება წელიწადის სხვა სეზონებზე და არ გვენახები ჩვენი ყურისგდებით და წერილების კითხვით გართული.

ძვირფასო სანტა !

წერილს გწერ შენ ჩემთვის არარსებულ ყველაზე კეთილ, სათნო, საყვარელ თეთრწვერა არსებას იმისათვის რომ ჩემნაირ “ურწმუნო თომებს” დაენახო, თამარას თქმის არ იყოს მოუტანო ჩუმი სიხარული, განწყობა და იცი რა ?

ნუ მოხვალ ჩემთან, ამ ერთხელაც გავუძლებ უშენობას და მასთან მიდი. იგი ისეთი კარგია, საყვარელი, რაღაცით გგავს, კეთილია, შენსავით ცოტა პუტკუნა, ჯერ ჭაღარა არ შერევია მაგრამ მოუხდება შენი წითელი ხალათი, წარმატებით შეგცვლიდა რომ იცოდე, მაგრამ… ავად არის.

ჩვენ, მის ირგვლივ მყოფ ადამიანებს მისთვის ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ის მაინც არა რაც შენ. ჰოდა მასთან მიდი, თავზე ხელი გადაუსვი, გაახსენე ტკბილი ბავშვობა, უთხარი რომ ყველაფერი ცუდი და ტკივილიანი მრავალი ნაწინასწარმეტყველები აპოკალიფსის დღესავით ბლეფია, წარსულში დარჩა და დაუბრუნე მომავლის რწმენა, გთხოვ. მე კი როცა მის დამშვიდებულ სახეს დავინახავ, დავიჯერებ შენს არსებობას და არამარტო მე.

ძვირფასო სანტა, შეხედე რამდენნი ვართ ჯეინთან შეკრებილები, ყველა გელით, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩემი მეგობრებიც შეუერთდებიან ჩემ თხოვნას. მგონი სწორედ ამიტომაც ვართ აქ რომ ახალი წლიდან ახალი სამყარო, ახალი იმედები, ახალი ცხოვრება ვაჩუქოთ სხვებს და ჩვენც მათი ბედნიერებით და სიხარულით გავიახლოთ ცხოვრება.

ჰოდა მასთან მიდი რა, თორემ ჩავთვლი რომ სულ ტყუილად გადაურჩა ეს წერილი ყველა ნეგატიურ აზრს შენი არსებობის შესახებ, სამაგიეროდ არ გევაჭრები, გპირდები ახალი წლიდან ნამდვილი ანგელოზი ვიქნები ყველასთვის.

პ.ს. ისე მატრიარქატის ეპოქა დადგაო და არ ვიცი როგორ გაძლებ, მგონი დროა შენ თავზეც იზრუნო და გაზაფხულზე შემოგვიერთდე, დაისვენო, გაიხედ-გამოიხედო, აყვავებული ნუშის სურნელში შეხვდე შენს ერთადერთს. აბა როდემდე უნდა იარო ასე მარტოდმარტო ?

პატივისცემით და მოლოდინით

ფაიფურის ანგელოზი

2012 წლის 29 დეკემბერი.

4 Responses to “აპოკალიფსს გადარჩენილი წერილი სანტას”


  1. 1 მოლი ბლუმი December 29, 2012 at 2:44 am

    ამატირე, ანგელოზო

  2. 2 tamara December 29, 2012 at 7:06 pm

    რა კარგი და თბილია 😦

  3. 3 Lord Vader December 30, 2012 at 1:15 am

    ნწუ, გალილეომ თქვა. 🙂
    და გალილეომდე თქვა კოპერნიკმა.

    ბრუნო ერთი ვაიმეცნიერო და შარლატანი იყო. მარა იმდენი იჩალიჩა, სანამ თავი არ დააწვევია, რომ გაპიარებულიყო. 🙂

  4. 4 Lord Vader December 30, 2012 at 1:18 am

    ჰოოო.

    ეს პოსტი რომ ჩავამთავრე – მერეკომენტარი.


Leave a reply to მოლი ბლუმი Cancel reply




დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 219 other subscribers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

10 წიგნი
მოლი, აპოკალიფსი და სანტა-კლაუსი
ინგლისური ჩაის საღამო- ტიტანიკი
ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილი IV)
ინგლისური ჩაის საღამო- ინგლისური იუმორი
მე-ჯეინი
შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ!
დაბადება
წერილი შენთვის
ინგლისური ჩაის საღამო- სტოუნჰენჯი (ნაწილი I)