აპოკალიფსს გადარჩენილი სათხოვარი სანტას (მაღლივიდან)

santa mailძვირფასო სანტა,

გწერთ შორეული და აპოკალიფსისგანაც დავიწყებული მაღლივიდან. მართალია, აქ მაინც ცივა ლექციებზე და ზოგიერთის გონებაში ჯერ ისევ ბნელა, მაგრამ მეტეორს გადავურჩით…

სიმართლე გითხრათ, არც შეგვშინებია. ჩვენ უფრო სხვა კატაკლიზმები გვაღელვებს, რომელთაც სახელებიც და გვარებიც როგორღაც ლექტორებისას მიუგავთ…

ყოველ წელს საახალწლოდ თითო ნაღველს მაინც გვიტოვებს მაღლივი–აქაოდა, ამდენ დღესასწაულსა და მხიარულებაში სტუდენტებს არ გადავავიწყდეო.

ალბათ, გეცოდინება, სანტა, რომ ყოველ წელს შობის მერე გვეწყება გამოცდები და ახალი წლის ღამესაც, შესაბამისად, მაღლიველი სტუდენტის ბალიშის ქვეშ რომელიმე მტანჯველი საგნის კონსპექტს უფრო იპოვის კაცი, ვიდრე საჩუქარს…

გული მიგრძნობს, რომ წელსაც ასე იქნება. მით უმეტეს, რომ ერთერთ საგანს მთელი ჯგუფი ვებრძვით, როგორც ცხრათავიან გველეშაპს და ჯერჯერობით საშველი არ უჩანს… ყოველ პარასკევს ახალი ძალით და გაათმაგებული გამეტებით გვანარცხებს ბეჭებზე ახალ-ახალი, ხელისმოტეხვამდე სწრაფად დასაწერი ქვიზები.

ხვალ ბოლოსწინა ბრძოლა გვაქვს–რეფერატებს ვაბარებთ. რა საგანი აღარ გაგვივლია, როგორ ლექტორს აღარ გავმკლავებივართ, მაგრამ ოცდათექვსმეტივე შიშით ველით ხვალინდელ დღეს–ჩვენთვის მაიას კალენდარი აქ მთავრდება.

ახალ წლამდე ოთხიოდე დღეა დარჩენილი და მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო განწყობა ჯერ კიდევ არ მაქვს, მჯერა, რომ ერთი სურვილის ახდენაზე უარს არ მეტყვი… ცოტა მასშტაბური კია, მაგრამ, იმედია, გამიგებ…

მინდა რომ ხვალ ყველა „გადავრჩეთ“ და ნორმალური ადამიანებივით შევძლოთ, ახალ 2013 წელს დაველოდოთ ან სულაც გვიხაროდეს, აპოკალიფსს რომ გადავურჩით. კიდევ მინდა, რომ 36 ბედნიერი სახე ვნახო მომავალ წელს, გამოცდიდან გამოსულებს ქულები რომ გვეცოდინება უკვე…

P.S. ჩვენთან ინტერნეტი ისეთი ნელია, უმალ ლაპლანდიამდე მარხილით ჩახვალ, ვიდრე სანტას იმეილს გაუგზავნი. ამიტომაც შენ განდობ ამ წერილს, ჭიამარია. ვიცი, გაუფრთხილდები და ადრესატს დროულად გადასცემ. მით უმეტეს, რომ თამარას, მოლის და მელომანის წერილები უკვე სანტას საფოსტო ყუთშია…

Advertisements

11 Responses to “აპოკალიფსს გადარჩენილი სათხოვარი სანტას (მაღლივიდან)”


  1. 1 მოლი ბლუმი დეკემბერი 28, 2012, 10:37 PM

    ამის არგამოქვეყნება როგორ შეიძლებოდა…

    • 2 M.K. დეკემბერი 28, 2012, 10:48 PM

      ჯეინმა მითხრა, გავუგზავნოთ მაინც სანტას, მაღლივიდან გაგზავნას ჩემიდან ერთი დღის დაგვიანებით გაგზავნა სჯობსო ^_^

      • 3 მოლი ბლუმი დეკემბერი 28, 2012, 11:09 PM

        აბა რა 🙂 ასეთი გემრიელი ენით, მსუბუქად, იუმორით, მოხდენილად დაწერილი წინასაახალწლო პოსტით ბარე ორმა ბლოგმა დაიტრაბახოს და ამის დრაფტებში ჩატოვება უსინდისობა იქნებოდა, მარიამ 🙂 თან, ბმული აქვს ისეთი, ერთ თუ არა, ნახევარ პოსტად მაინც ღირს :))))

      • 4 M.K. დეკემბერი 28, 2012, 11:21 PM

        მოლ, მადლობა დიდი…
        იცი, რამდენს ნიშნავს ჩემთვის ასეთი კომენტარები?!
        ბმულების წერა (და კიდევ ისეთი რამეები, რომ ვერც წარმოვიდგენდი) შენგან ვისწავლე და მიხარია, თუ არის პროგრესი ^_^

  2. 5 tamara დეკემბერი 28, 2012, 11:13 PM

    ჭეშმარიტად სტუდენტური პოსტი!
    ჩემი შარშანდელი შობა გამახსენდა და შემშურდა…

    • 6 M.K. დეკემბერი 28, 2012, 11:28 PM

      ალბათ დამეთანხმები, თამარა, რომ ამ დროს გამოცდების მშვიდობიანად დამთავრების გარდა ძნელად თუ რამის თხოვნა მოგინდეს სანტასთვის 🙂

      • 7 tamara დეკემბერი 29, 2012, 10:20 AM

        ნამდვილად, ნადმვილად 🙂
        ყველაზე კონკრეტული და ჭეშმარიტად სასურველი რამ სთხოვე სანტას 🙂

  3. 8 Kejeradze დეკემბერი 29, 2012, 6:29 PM

    აქტუალური თხოვნა იყო 🙂 მეც რა, სანტა 🙂 “იმ” საგანივით (ისე, დამაინტერესა რომელია ასეთი “დაუმარცხებელი”) “აპოკალიფსური” არაფერია, მაგრამ ცოტა “წამიკარი ხელი” 🙂

  4. 10 მესაფლავე თებერვალი 27, 2013, 6:12 AM

    ეგ არაფერი, მიეჩვევი,
    უბრალოდ ერთხელაც იაზრებ, რომ მეთორმეტე სართულიდან არც ისე ცუდი ხედი იშლება და სანამ დაცვა არ შმოვა და სიგარეტს არ ჩაგაქრობინებს, სანტა მაგრა გეკიდება და მისდამი სურვილებიც


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: