აპოკალიფსს გადარჩენილი სათხოვარი სანტას

ძვირფასო ვირთხა!

წერილი მაქვს დასაწერი სანტასთვის და ვერაფრით მომიფიქრებია რა მივწერო. კი ვთხოვდი რამეს, სურვილებს რა გამოლევს, მაგრამ girl_writing_letterიმდენად კარგი დროა ახლა, სხვა ადამიანებს აქეთ სურთ სურვილები აგისრულონ. აგერ ახლაც საკუთარი ფოსტით როდი ვსარგებლობ, ჯეინმარიამ მთხოვა მისი მეშვეობით მომეწერა შენთვისაც და სანტასთვისაც.

რა თბილები არიან ზოგჯერ ადამიანები, როგორ უხარიათ ერთმანეთის დანახვა, ერთიმეორის წარმატება თუ სიხარული და რაოდენ დიდ პატივს სცემენ ერთურთს.

გაგიკვირდება ალბათ ჩემი გამუდმებული წუწუნისა თუ აღფრთოვანებული შთაბეჭდილებების შემდგომ ასეთი წერილი, მაგრამ მერწმუნე, ახალმა წელმა ასე იცის. თითქოს ყველაფერი ცუდი ძველ წელს მიაქვს და წინ მხოლოდ ახალი და კარგი გელის.

ყოველ შემთხვევაში, იმედს წინ რა უდგას?

შენი სკეპტიციზმის ამბავი რომ ვიცი, დარწმუნებული ვარ ამ წერილის კითხვისას მრავლად გექნება ირონიული შენიშვნები, მაგრამ არა უშავს. შენც ისე მიხარიხარ, მზად ვარ სანტას შენ მაგიერ მივწერო წერილი! ჩემსას აღარ მივწერ და იმედია ამას გაითვალისწინებს. არ გაბრაზდე ჩემო ძვირფასო, მხოლოდ შენი ღიმილის ნახვა მსურს, მეტი არაფერი.

მაშ ასე:

CatchSantaძვირფასო სანტა!

მე მთელი ამ წლის განმავლობაში ნამდვილად არ ვიქცეოდი კარგად, სულ ვწუწუნებდი და საწუწუნო ნამდვილად არაფერი მქონდა, მაგრამ გთხოვ არ დაივიწყო, რომ 2012 წელს თითქმის 30 გამოცდა ჩავაბარე და კარგი თუ არა, ცუდი შედეგიც არაფერში არ მქონია.

ამიტომაც მგონია, რომ აუცილებლად ამისრულებ ამ თხოვნას, მით უმეტეს, რომ ჩემთვის ნამდვილად არაფერს გთხოვ.

ჩემი მეგობარი ვირთხა, რომელსაც შენ არ იცნობ, ვინაიდან შენთვის არასოდეს მოუწერია წერილი, მარტოსული ადამიანია. ძალიან უჟმური და გულჩათხრობილი კია, მაგრამ მერწმუნე, კეთილი გული აქვს. არასოდეს გეტყვის უარს დახმარებაზე და ყოველთვის გვერდში მიდგას თავისებურად. მინდა მეც დავეხმარო რამით, მსურს მის მარტოობას ვუწამლო.

კეთილო, უძვირფასესო და უტკბილესო სანტა, არ შეგიძლია ჯეინმარია და ჩემი ვირთხა ერთმანეთს გააცნო? ვიცი არც ისე კარგი საქციელია, მაგრამ სრულიად შემთხვევით პროფესორი თამარას წერილი შემომიკითხა და დავასკვენი, რომ ერთმანეთს შესანიშნავად გაუგებენ.

ჰა სანტა, რას ფიქრობ, ვიმსახურებ ამ სურვილის ასრულებას?

P.S. მართალია დაგპირდი, ჩემთვის არაფერს გთხოვ მეთქი, მაგრამ ვერ მოვითმინე მოლისგან მაგალითი არ ამეღო:

მოდი, ისე მოახერხე, სურვილებს თვითონაც ვუმკლავდებოდე. დანარჩენს მე მივხედავ.

Advertisements

8 Responses to “აპოკალიფსს გადარჩენილი სათხოვარი სანტას”


  1. 1 M.K. დეკემბერი 26, 2012, 8:45 PM

    შემომეკითხა ^_^
    მგონი არის შენში რაღაც ვალენტინისეული, სოფ…

  2. 6 finiki დეკემბერი 27, 2012, 11:58 AM

    რა მაგარია ❤ მიხარია ამ წერილების კითხვა 🙂

  3. 8 Jane დეკემბერი 27, 2012, 1:35 PM

    სოფი, მაგნუმში უკვე გითხარი და აქაც გიმეორებ რომ ძალიან მადლობელი ვცარ ამ საოცრად თბილი წერილით, რომელმაც დღის სინათლე იხილა ჩემ ბლოგზე 🙂
    შენ მეგობარ ვირთხაზეც ჩათვალე უკვე აგისრულა ოცნება სანტამ და მინდა რომ ყველა სურვილი, რასაც კი გაივლებ გულში, ასევე სწრაფად გისრულდებოდეს :* ❤


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: