აპოკალიფსს გადარჩენილი სათხოვარი სანტას

ძვირფასო სანტა,

მე იმ რამდენიმე მილიონიდან ერთ-ერთი ვარ, აქამდე რომ არასოდეს შეუწუხებიხარ. არ აბუზღუნდე ახლა, ბევრი სათხოვარი არ მაქვს, უბრალოდ, დალაპარაკება მინდა შენთან. ბოლოს და ბოლოს, ამდენი ადამიანის სურვილს ასრულებ და ალბათ, სხვისი მოსმენაც არავისგან გესწავლება. რაც შენ წერილები გაქვს წაკითხული…

KONICA MINOLTA DIGITAL CAMERA

2012-ს ცუდი წელი არ ეთქმის. მთავარი ჩანაფიქრი გამომივიდა, რამდენიმე შედარებით წვრილმანი კი ჩავაგდე. თუმცა, ვიცი, ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ არ მოვინდომე, არც შენ გაბრალებ რამეს და არც დრაკონს.

მოგეხსენება ალბათ, რომ წლის ბოლოსთვის ადამიანები რაღაცებს ვაანალიზებთ და ვფიქრობთ ხოლმე, გეგმებს ვალაგებთ და თავს პირობას ვაძლევთ, რომ მომავალი წლიდან ყველაფერი სულ სხვანაირად იქნება. მოკლედ, ყოველი ახალი წელი ორშაბათივითაა, ოღონდ უფრო მასშტაბური. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, აღარ ვარ იმ ასაკში, როცა მგონია, რომ “მომავალი წლიდან ყველაფერი კარგად იქნება”. ალბათ, ამიტომაც გწერ ჯეინმარიას ბლოგიდან და არა საკუთარიდან.

მოკლედ, ასე:

ჯეინმარია კარგი გოგოა, ჭკვიანი, მიზანმიმართული და შრომისმოყვარე. ჰო, ძალიან ლამაზი პროფილიც აქვს. მეტს ვერაფერს გეტყვი, თავადაც არასოდეს მინახავს. უყვარს ინგლისი, ჩაი და ჯეინ ოსტინი, ალბათ ვიქტორიანული სტილის კაბებიც და კიდევ ერთი ვიღაც. კარგა ხანია, მასზე აღარაფერი დაუწერია და იმედი მაქვს, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაფერი კარგადაა და საწერიც არაფერია.

ალბათ, მხოლოდ ინგლისური ჩაის დამსახურება არ იქნება, სწავლაშიც და კარიერაშიც ერთნაირად წარმატებული რომ არის. იმედია, დროთა განმავლობაში მეტად და მეტად გაუმართლებს. იმ შემთხვევაშიც კი, შენ თუ მისთვის წარმატების მოტანა დაგავიწყდება.

რაღაც მგონია, რომ ინგლისური კლიმატივითაა, ერთი შეხედვით თითქოს არცთუ ნათელი და ხალისიანი, ოდნავ სევდიანიც ლონდონური ნისლივით, მაგრამ სინამდვილეში არცთუ მკაცრი, ხანდახან ძალიან მხიარულიც. თუმცა, მის დანახვაზე ალბათ ინგლისელი ჯენტლმენივით მხრებში უნდა გაიმართო და ისიც კი გეუხერხულება, ჩაის ფინჯანი ლამბაქზე ხმაურით დადგა.

ალბათ, ჯეინმარიას სადღაც გულის სიღრმეში სჯერა, რომ იმათაც არ ივიწყებ, ვისაც შენთვის არაფერი უთხოვია და ისიც კარგად იცის, რომ ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, თითქოს არაფერი გვინდოდეს. ამიტომაც დაგვითმო თავისი სივრცე და წყნარზე წყნარი, მყუდრო ბლოგი შენთან დასალაპარაკებლად.

ამიტომაც, ამ ერთხელ გთხოვ:

გვასწავლე, როგორ მოვემზადოთ ხოლმე შენთვის დასახვედრად, რომ ერთხელაც, ჩამოიარო და ის საოცარი საშობაო სიმყუდროვის განცდა დაგვიტოვო, ფილმებიდან, საშობაო მორთულობიდან და სურათებიდან რომ იღვრება ხოლმე. ალბათ, ჩვენთან სიარული მაინცდამაინც არ გიხარია, არ გახვედრებთ მორთულ სახლსა და ეზოებს, არც წინდებს ვკიდებთ ბუხართან და არც სტაფილოს ვტოვებთ წითელცხვირა რუდოლფისთვის. მაგრამ არ იფიქრო, რომ არ გელოდებით. უბრალოდ, იმედგაცრუების გვეშინია, რომ არ მოხვალ და ამიტომაც, არ ვიმჩნევთ.

და თუ მოხვალ, იმაშიც დაგვეხმარე, რომ ჩვენი ცხოვრებისეული აპოკალიფსებიც ისევე წყნარად და უხმაუროდ გადავიტანოთ, როგორც ამ რამდენიმე დღის წინ. გულის სიღრმეში ვიღაც გაივლებდა, მართლაც, რა მოხდება, სამყაროს დასასრული რომ დადგესო? ალბათ, გადახედავდა კიდეც განვლილ ცხოვრებას, რაღაცას ინანებდა ან არ ინანებდა, ან დაფიქრდებოდა, სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი, ნეტავ, რა მოხდებოდაო? და როცა აპოკალიფსი არა და არ დადგა, შესაძლოა, შვებითაც ამოისუნთქა და თავს პირობა მისცა, რომ აუცილებლად შეასხამს ხორცს იმას, რაზეც სულ ცოტა ხნის წინ გული ყველაზე მეტად სწყდებოდა.

ჰოდა, ახლა ის გავივლოთ, მართლაც, რა მოხდება, ერთხელ ჩვენთანაც რომ მოხვიდე? თუ მართლა მოგვიტან იმ სიმყუდროვეს, ჩუმ სიხარულს და განწყობას, რაზეც ზემოთ ვამბობდი, მეტი ხალისი და სურვილი გვექნება, ყველაფერი ცუდი უკან მოვიტოვოთ და შობის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, მართლაც დავიწყოთ რაიმე ახალი, ნამდვილი და ისეთი, ჩვენც და სხვებსაც ბედნიერებას რომ მოგვიტანს. ისე, რომ აღარ გადავდოთ ისევ და ისევ, როგორც გვჩვევია…

ჰო, შენს მოსვლაზე ფიქრი ბევრად, ბევრად უფრო სასიამოვნოა.

ამიტომ, არ დაგვივიწყო. გელოდებით…

მე და ჯეინმარია

Advertisements

13 Responses to “აპოკალიფსს გადარჩენილი სათხოვარი სანტას”


  1. 1 tami დეკემბერი 24, 2012, 10:15 PM

    ისე სთხოვე რომ თუ არ მოვიდა დიდი უსინდისო ყოფილა სანტა.

  2. 5 მოლი ბლუმი დეკემბერი 24, 2012, 10:27 PM

    გული ამიჩუყდა 🙂 ეჰ, თამაღა, ორი ბლოგი რა უქმად გიცდება :(((

    გესტ პოსტი იყო ფანტასტიური.

  3. 8 kevana დეკემბერი 25, 2012, 12:07 AM

    ბუხარი მინდაო, სანტამ :დდდ
    გადასარევი პოსტია ^_^

  4. 10 Jane დეკემბერი 25, 2012, 11:09 AM

    უღრმესი მადლობა პოსტისთვის თამარას.
    New-Year Guest-post series is officially opened. 🙂

  5. 11 finiki დეკემბერი 25, 2012, 1:36 PM

    წელს რაღაცნაირად სხვანაირ ახალ წელს ველოდები 🙂 ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ, იქნებ ჩემთანაც მოვიდეს სანტა, ისე ძალიან მომინდა ^^
    რა თბილი პოსტი იყო ❤


  1. 1 აპოკალიფსს გადარჩენილი სათხოვარი სანტას « Jane's Universe უკუბმული კომენტარი დეკემბერი 26, 2012, 8:39 PM ჩანაწერზე
  2. 2 აპოკალიფსს გადარჩენილი სათხოვარი სანტას (მაღლივიდან) « Jane's Universe უკუბმული კომენტარი დეკემბერი 28, 2012, 10:35 PM ჩანაწერზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: