თავისუფალი ვარდნა

რამდენჯერაც ექსტრემალური სპორტის სიყვარულზე მეკითხებიან, იმდენჯერ პარაშუტით ხტომა მახსენდება. ჩემი მოკრძალებული დაკვირვებით,  ჩემივე ნაცნობების უმრავლესობა ასეა.  ფელიქსის გრანდიოზული ნახტომის შემდეგ ამეკვიატა ფიქრი, რატომ მივისწრაფით ადამიანები ცისკენ, რატომ ვცდილობთ ასე გამალებით ფრენას… პასუხი მარტივია და ნამდვილად არაა ჩემი აღმოჩენა- ჩვენ თავისუფლებას ვეძებთ, ჭეშმარიტ  თავისუფლებას, რომელსაც მხოლოდ მაშინ გრძნობ, იმ რამოდენიმე წუთიანი თავისუფალი ვარდნის დროს, მანამ სანამ თოკს მოქაჩავ და პარაშუტს გახსნი.

ბავშვობაში რამდენჯერ შემშურებია ჩიტების.  წარმოვიდგენდი ხოლმე როგორ ავფრინდებოდი საკუთარი აივნიდან და მაღლა ცაში ავიჭრებოდი.  საოცარიც კია, ზოჯერ იმდენად ღრმად იჭრები საკუთარ წარმოდგენაში რომ ცხადად შეიგრძნობ იმ წამიერ ჟრუანტელს რაც ალბათ ამ დროს დაგეუფლებოდა, იმ სიხარულისა და თავისუფლების გემოს რომელსაც გაფრენისას იგრძნობდი.

კიდევ უფრო ღრმა ბავშვობაში, როდესაც პიტერ პენის ამბის მჯეროდა, იმაზეც მიოცნებია როგორ მოვიდოდა ერთ საღამოს ჩემთან პიტერი და ჯადოსნურ ფხვნილს მომიტანდა.

ვფიქრობ და ვრწმუნდები რომ მთელი ბავშვობა მეც თავისუფლებას ვეძებდი, მეც დღემდე ისეთივე მაძიებელი ვარ როგორც თითოეული თქვენგანი. ხანდახან მტკივნეულად გავიაზრებ ხოლმე რომ სრული თავისუფლება, აი ის თავისუფალი ვარდნისმაგვარი, შეიძლება ვერც ვერასროს გახდეს ჩემი ცხოვრების წესის ნაწილი. წესები, ზოგი საკუთარი მოგონილი, ზოგიც უჩემოდ დაწესებული, ზედმეტად ღრმადაა ფესვგადგმული.  უცნაურია ადამიანი, თავისუფლების მოყვარული მაგრამ მაინც წესების მორჩილი.

იცით, კარგია რომ მიყვარს ექსტრემალური სპორტი. მე აუცილებლად გადმოვხტები პარაშუტით, მხოლოდ იმ რამოდენიმე წუთიანი თავისუფალი ვარდნისთვის, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ვეძებ.

Advertisements

16 Responses to “თავისუფალი ვარდნა”


  1. 1 katerina ოქტომბერი 18, 2012, 12:36 AM

    მე ვერ ვარ ექსტრემალი, მაგრამ საჰაერო ბურთით გაფრენა მინდა, აი გადმოხტომის კი რა მოგახსენო. ვიცი, საოცარი შეგრძნება იქნება, მაგრამ ალბათ გული გამისკდება, ვერ გავბედავ. ალბათ აიხდენ მაგ ოცნებას

  2. 3 tamara ოქტომბერი 18, 2012, 12:43 AM

    რატომღაც მეც პატარაობიდან მაქვს აკვიატებული პარაშუტით ხტომა… 🙂

  3. 5 მოლი ბლუმი ოქტომბერი 18, 2012, 9:50 AM

    მეც მინდა პარაშუტი და ერთხელ ვცდი კიდეც.

  4. 7 tami ოქტომბერი 18, 2012, 10:06 AM

    იცი რამდენჯერ გადავწყვიტე ხიდიდან გადახტომა? და ბოლო წამებში გადავფიქრე, ზაფხულში დატრიალებული უბედურების მერე კი საერთოდ ამოვიგდე თავიდან. პარაშუტზე მეტად პარაპლანი მოგანიჭებს იმ სიამოვნებას რასაც ფრენა ქვია, მაგრამ მაინცდამაინც ვარდნა თუ გსურს, მაშინ პარაშუტი ჯობია. მაგრამ რომ არ გაიხსნას?

    • 8 Jane ოქტომბერი 18, 2012, 2:29 PM

      ოო :))) მასე პარაპლანიც შეიძლება ვერ მართო. ქარმა გაჯობოს ან ფრთა მოტყდეს ან რამე… ექსტრემალურიც იმიტომაა ეს სახეობები რომ რისკთანაა კავშირში. მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ..

      ის ტრაგედია არ გამახსენო 😦 მეც ზუსტად მაგიტომ გადავიფიქრე თორემ მართლა ვაპირებდი ხიდიდან გადმოხტომას..

  5. 9 finiki ოქტომბერი 18, 2012, 11:54 AM

    მე ამ საკითხზეც ვერ ვარ ბოლომდე ჩამოყალიბებული, ზოგჯერ საშინლად მიზიდავს ყველაფერი ექსტრემალური, ზოგჯერ პირიქით ვუფრთხი. თუმცა პარაშუტით ხტომა მეც აკვიატებული მაქვს და იქნებ ოდესმე ვცადო კიდეც.

    • 10 Jane ოქტომბერი 18, 2012, 2:31 PM

      სახიფათოა უდავოდ, მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო, საინტერესო, სასურველი… ექსტრემალური რამეები მეც მიზიდავს და გამიბედავს კიდევაც ზოგი რამ. 🙂 ბვერით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ რა მწირი გამოცდილებაც მაქვს იმის ფონზე ადრენალინი მართლა საუკეთესო განტვირთვაა

  6. 11 kevana ოქტომბერი 18, 2012, 5:03 PM

    ჩემი ექსტრემალური სპორტი – კლდეებზე ცოცვაა… ვერანაირად ვერ გადმოვხტები, ვერც პარაშუტით და ვერც ისე :დდდ
    ფრენა არ მიყვარს 😦

  7. 14 ♥ Miss.Catalan.. ♥ ოქტომბერი 19, 2012, 11:05 AM

    პოსტი როგორც ყოველთვის-Awwww<3
    პიტერ პენის მეც მჯეროდა ერთ დროოს ^^ მახსოვს როგორ მშრდა ვენდისი :დ ❤ ძალიან მიყვარდა პიტერი ^^ ეჰ,კარგი იყო ბავშვობა..

  8. 15 »♥» ana «♥« ოქტომბერი 26, 2012, 10:57 PM

    აუჰმ,მეც მინდა.არ გამომიცდია 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: