გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

სათაურს მარკესთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს უბრალოდ იმპრესიაა ფილმის ნახვის შემდეგ.

დილით ყველაზე ადრე გავიღვიძე და სამსახურში წასვლამდე დილის რიტუალების შესრულებას შევუდექი. თავის მოწესრიგების შემდეგ პირველ რიგში რასაც ვაკეთებ, ჩაის ადუღებაა. შემდეგ წინა საღამოს მომარაგებული ფუნთუშებით ტელევიზორთან ვჯდები და გასართობ მულტფილმებს ვუყურებ. ”ლუი”-ზე უკეთ ვერცერთი ანიმაცია ვერ მაფხიზლებს. მაგრამ იმ დილით ”ლუი” არ გადიოდა. საყვარელ არხებს ჩამოვუარე და საინფორმაციოზე გავჩერდი.

”კოსმოსური შატლის ეკიპაჟმა ყველაფერი სცადა რაც შეეძლო. 20 კოსმონავტი დაიღუპა და მათთან ერთად ჩვენი უკანასკნელი იმედიც. მეტეორი ”მატილდა ” დედამიწას ეჯახება. მეგობრებო, დღეიდან უკანასკნელი 3 კვირის უკუთვლა იწყება…”

რა ჯანდაბაა. პირველი აპრილია??  სამი კვირა…სიკვდილი… აღსასრული… 3 კვირა?? ინერციით მხოლოდ ის შევძელი ფეხსაცმელი ჩამეცვა და სამსახურში წავსულიყავი. არავინ გამიღვიძებია.  სამსახურშიც წაშლილი სახეებით მხვდებიან, ნახევარი ჯერ ისევ არაა მოსული და ვინ იცის არც აპირებს.  განცხადებას ვწერ და მოვდივარ. რაღა აზრი აქვს. ყველაფერი რისთვისაც გიწვალია, გისწავლია… დიპლომები, სწავლაში გათენებული ღამეები, სამსახური… აღარაფერში მჭირდება.

იქნებ არ ღირს დეპრესიას მივცე თავი, ბოლოს და ბოლოს სულ 3 კვირაღა დამრჩენია. ამასაც აქვს თავისი პლუსები. მთელი სამი კვირა იმისთვის, რასაც აქამდე ვერ ვბედავდი- ან მეშინოდა, ან სამომავლოდ ვდებდი, ან ფული მენანებოდა.. მორჩა, ახლა საკმარისზე მეტი დროა …

1. უდავოდ პარაშუტი. ფელიქსივით სტრატოსფეროდან ვერ გამოვდხტები , მაგრამ მრავალჯერ ნაცადი სქაიდაივინგიც მეყოფა. 2. იქნებ ისევ დაივინგი? წყალქვეშ, ყველაზე ღრმად. 3. ინგლისში ხომ არ წავსულიყავი? 4. პარიზშიც. 5. სალაშქროდ წასვლა,აუცილებლად ღამისთევით და კარვებით. … კიდევ უამრავი რამეა რაც მინდა. .

მაგრამ, როცა 3 კვირა გაქვს დარჩენილი ხვდები რომ მხოლოდ ერთი რამეა მნიშვნელოვანი ამ სამყაროში. სიყვარული და საყვარელი ადამიანები. სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ბედნიერი ხარ ადამიანი როცა ისე კვდები როცა უყვარხარ და გიყვარს. სულერთია ვის. ქმარს.შეყვარებულს. დედას.მამას.ძმას.დას.მეზობელს.მეგობარს. სულერთია. უყვარხარ, გიყვარს, განიცდით .. თუმცა უზომოდ ბედნიერები ხართ. რადგან თქვენ ერთმანეთი გყავთ. გაცილებით რთულია მოკვდე უმტკივნეულოდ, როცა არავინ განიცდის, როცა გულში სიცარიელე გაქვს, როცა ისე მიდიხარ თითქოს არც ყოფილხარ.

ვფიქრობ და ვხვდები… 3 კვირა საკმარისია იმისთვის რისთვისაც 20-30-40-50 წელი არ გვეყო თავის დროზე. გვიყვარდეს,ვაპატიოთ და ისევ გვიყვარდეს.

***

კიდევ იმასაც ვხვდები, რა ბედნიერია ადამიანი რომელსაც საკუთარი შთაბეჭდილებების ლამაზად გადმოცემა შეუძლია. მშურს თქვენი!!!!!!!  : )

 

 

Advertisements

9 Responses to “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა”


  1. 1 მოლი ბლუმი ოქტომბერი 15, 2012, 12:23 PM

    მძიმე თემაა, სხვათა შორის. ისე, ცოტა ძნელი წარმოსადგენია, ოდესმე კაცობრიობა ასეთ დღეში აღმოჩნდეს (კაცობრიობა, თორემ ერთი ადამიანის თავს რომ დატრიალდეს, ჯვარი გვწერია ყველას, სულაც არ არის არარეალური, პირიქით :((( )

    ჰოდა, არც სამი კვირა გეყოფა და არც სამი თვე… ერთი წელიც რომ იყოს დარჩენილი, მაინც ცუდად ხარ. აი, წარმოიდგინე, საფეხბურთო შესარჩევ თამაშს უყურებ და ხვდები, რომ ფინალურ ტურნირს, უბრალოდ, ვერ ნახავ. კოშმარია.

    მოკლედ, წინასწარ არ უნდა იცოდე ეს 😦

    • 2 Jane ოქტომბერი 15, 2012, 1:05 PM

      ჰო არა, წინასწარ ნამდვილად არ უნდა იცოდე. საშინელებაა. მაგ ფილმშივე სხვათაშორის, ერთი საინტერესო პერსონაჟია, რომელიც ამ ამბის გაგების შემდეგ დაიქირავებს ქილერს საკუთარი თავისთვის და გააფრთხილებს რომ მოულოდნელად მოკლან, მაშინ როცა არ ელოდება. წარმოიდგინე, ისედაც გარანტირებული სიკვდილი ელის და თუდაც რამდენიმე დღით მეტ სიცოცხლეს ურჩევნია მოულოდნელად მოკვდეს. რა სტრესულია წინასწარ ამის ცოდნა ძნელი გასაგები აღარაა : (

  2. 3 katerina ოქტომბერი 15, 2012, 1:21 PM

    მე რომ მკითხო, ამის ცოდნა და ამაზე ფიქრი არაა საჭირო, ისედაც უნდა გეჩქარებოდეს გიყვარდეს და შეზლო ამ სიყვარულის გადმოცემა-განაწილება.

    • 4 Jane ოქტომბერი 15, 2012, 1:41 PM

      ჰო, მაგრამ ადამიანები ყოველთვის ასე არ ვიქცევით. არ ვფიქრობთ იმაზე რომ დრო გადის, ხვალინდელი დღის მოლოდინში ბევრი კარგი საქმეც გადაგვიდია. ყველაფერი ხდება.

      • 5 katerina ოქტომბერი 15, 2012, 4:45 PM

        კი, მასეა. რას სასურველია,ყოვალთვის არ შეესაბამება რეალობას, სამწუხაროდ.

  3. 6 finiki ოქტომბერი 15, 2012, 5:24 PM

    რამდენჯერ მიფიქრია ამაზე და ერთადერთი რა დასკვნამდეც მივედი ისაა რომ თუ დანამდვილებით (ანუ 100%–ით, ყოვეგვარი 0,001%–იანი ალბათობების გარეშე) არ იცი რომ ნამდვილად რაღაც მოჭრილი ვადა დაგრჩა, ვერაფერსაც ვერ იზამ, ანუ ამით დავასკვენი რომ “იცხოვრე ისე თითქოს ყოველი დღე უკანასკნელია” არის ლამაზი აბსურდი. სიტუაცია მხოლოდ მაშინ იცვლება თუ გადარჩენის არავითარი შანსი არ არსებობს, ეს რეალურად ერთადერთი შემთხვევაა როდესაც დანამდვილებით შეგიძლია თქვა რომ დასაკარგი აღარაფერია და გათავისუფლდე. შესაძლოა მე მგონია ასე, თუმცა ვიცი რომ ვერასოდეს შევძლებ გავითავისო ეს “ნებისმიერ მომენტში შეიძლება ყველაფერი დასრულდეს” ჭეშმარიტება, მაშინვე მახსენდება ხოლმე “ვაი და არ დასრულდეს?! მერე რა ვქნა?” რა უნდა ვქნა და თავი კედელს ვურტყა 🙂 🙂
    ისე არ მინდა წინასწარ ვიცოდე, ჯობია არ ვიცოდე და ისე ვცდილობდე ტკბობას 🙂

    ბეევრი პოზიტივი მოდიოდა პოსტიდან ❤

    • 7 Jane ოქტომბერი 16, 2012, 9:25 AM

      ჰო არა, ეგეთი რამეების დაჯერება რთულია. გულის სიღრმეში ყოველთვის გაქვს იმის იმედი რომ ყველაფერი კარგად იქნება… სიკვდილის თარიღზე მგონი ყველა ვთანხმდებით. წინასწარ ცოდნა უარესია :))

  4. 8 tami ოქტომბერი 15, 2012, 7:40 PM

    ფრანსუაზ საგანის “ერთ დილით” გამახსენდა, ძნელია სიკვდილს რომ ელი.


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 228 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: