ინგლისური ჩაის საღამო- ინგლისური იუმორი

აგერ უკვე ერთი კვირაა რაც შემოდგომამ სტარტი აიღო და ჩემი საყვარელი ბლოგების უმეტესობამ ზაფხულის არდადეგებიც დაასრულა.  სინდისმა ჩემი ზარმაცი ბლოგერული სულიც შეაწუხა და აი, 8 სექტემბრის შაბათ დღეს ტრადიციული ინგლისური პოსტით მსურს თქვენი ყურადღების მიპყრობა. ბევრი ვიფიქრე რა თემით შემომეტყუებინეთ ჩემ ეგზომ მოკრძალებულ ბლოგზე და გადავწყვიტე ინგლისურ იუმორს მივმართო დახმარებისთვის.

მაშ ასე მეგობრებო, გსმენიათ ალბათ რომ ბრიტანელები უცნაური ხუმრობების მოყვარული ხალხია. მაინც რამ შეიძლება გააცინოს ჭეშმარიტი ინგლისელი? თავდაპირველად, საჭიროა გვახსოვდეს მათი საყვარელი სახუმარო თემების მარტივი ჩამონათვალი : საჭირო ოთახები (იმდენად საჭირო, მეფეებიც რომ თავიანთი სამეფო ფეხებით დაბრძანდებოდნენ), შარვალი (რომელიც სასაცილო მას შემდეგ ხდება, რაც ჩაგძვრებათ), რესტორნები და ბუზებით გაზავებული წვნიანი, მომცრო ტანის კაცი-სახელად ვილი (ჩვენებურად ჭიჭიკია) რომელსაც უმეტეს შემთხვევაში მეტად ფაშფაშა მეუღლე ჰყავს, ექიმები და პაციენტები, რომელთაც ათასი დოზანა აწუხებთ!

ინგლისური იუმორი სოციალური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და ამავდროულად ინგლისელის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად მშვენიერი იარაღიც. თუმცა, თუ ის კარგად არ გესმით, შეიძლება იმედგაცრუებულიც კი დარჩეთ. ინტერნეტ-სივრცეს თვალს თუ გადაავლებთ, სპეციალურ ვებ-გვერდებსაც კი წააწყდებით, სადაც ინგლისური იუმორის გაგებაში დაგეხმარებიან : ) თავად ინგლისელებზე ამბობენ ერთსა და იმავე ანეკდოტზე რამდენჯერმე იცნინიაო- როცა პირველად მოსიმენს და ჰგონია რომ გაიგო, რამდენიმე თვის შემდეგ როცა ჰგონია რომ ამჯერად მართლა გაიგო და კიდევ რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ვინმე აუხსნისო : ))

ჩემი მხრივ, გადავწყვიტე რამდენიმე ანეკდოტი ამ პოსტშიც ჩავრთო და იქნებ გაგამხიარულოთ კიდეც.

***

შოტლანდიელი, ბრიტანელი და ირლანდიელი ბარში შევიდნენ და ლუდი მოითხოვეს. ის იყო ცივი სასმელით პირი უნდა ჩაეტკბარუნებინათ რომ სამივე მათგანის ჭიქაში ბუზი ჩაფრინდა. ინგლისლემა მაშნვე ზიზღით გასწია თავისი ჭიქა, შოტლანდიელმა ბუზი ამოიყვანა და ისე მიირთვა ლუდი, ვითომ არაფერი მომხდარიყო. ირლანდიელმა ბუზი აიყვანა და უყვირის: ახლავე გადმოაფურთხე შე ნა……ო!

🙂 🙂 🙂 ჭეშმარიტი ირლანდიელის ქცევა.

***

5 ინგლისელი მატარებელში ავიდა და ამდენივე შოტლანდიელის უკან დაიკავა ადგილი, რომელთაც, მხოლოდ ერთი ბილეთი ჰქონდათ შეძენილი.მანამ სანამ კონდუქტორი ჩამოივლიდა, შოტლანდიელები ტუალეტში დაიმალნენ. კონდუქტორმა მიაკაკუნა: თქვენი ბილეთები თუ შეიძლება!- და კარის ქვეშიდან ერთი ბილეთი გამოცოცდა.კონდუქტორმა ბეჭედი დაარტყა და გაიარა. როდესაც საფრთხემ ჩაიარა, ხუთივე შოტლანდიელი ადგილს დაუბრუნდა. ინგლისელები გააოცა მათმა მოხერხებულობამ და გადაწყვიტეს მომავალში თავადაც ასე მოქცეულიყვნენ და უკანა გზაზე მხოლოდ ერთი ბილეთი შეიძინეს.  მატარებელში ასულებმა შენიშნეს, რომ ამჯერად შოტლანიდიელებს საერთოდ არ ჰქონდათ ბილეთი. კონდუქტორის ჩამოვლამდე ყველანი ტუალეტში დაიმალნენ, ინგლისელები ცალკე, შოტლანდიელები ცალკე. მერე, ერთმა შოტლანდიელმა ინგლისელებს მიუკაკუნა:- ბილეთი თუ შეიძლება. კარის ქვეშიდან ბილეთი გამოცოცდა. შტლანდილემა სასწრაფოდ დასტაცა ხელი და ტუალეტში დაიმალა.

🙂 🙂 🙂

***

ირლანიდიელი, ინგლისელი და კლაუდია შიფერი მატარებლით მგზავრობენ. მატარებელი მალე გრძელ გვირაბში შევიდა და ვაგონში ერთიანად დაბნელდა. გაისმა კოცნის და შემდგომ სახეში გარტყმის ხმა. გვირაბიდან გამოსვლის შემდეგ კლაუდია შიფერი და ირლანდიელი სხედან მშვიდად და ინგლისელი სახეზე ხელს იფარებს.

ინგლისელი ფიქრობს : ალბათ, ირლანდიელმა აკოცა კლაუდიას, იმან სახეში გარტყმა მოინდომა და შემთხვევით მე გამარტყაო.

კლაუდია ფიქრობს: ალბათ, ინგლისელს ჩემი კოცნა უნდოდა, შემთხვევით ირლანდიელს აკოცა და იმანაც გაარტყაო.

ირლანიდელი ფიქრობს:  რა მაგარია! კიდევ რომ შევალთ გვირაბში, ისევ კოცნის ხმას გავაკეთებ და ამ ინგლისელ ნაბ…ს სახეში კიდევ ვგლიჯავ!

🙂 🙂 🙂

***

ვილი ფეხმძიმე ცოლთან ერთად მიყრუებულ სოფელში ცხოვრობს, არც შუქი, არც გაზი, მოკლედ არანაირი ფუფუნება. ერთ ღამეს ცოლს მშობიარობა დაეწყო და ადგილობრივი ექიმიც მოვიდა.

-რით დაგეხმაროთ ექიმო?- ეკითხება ვილი

-ფარანი დაიჭრე ვილი, უკვე იბადება!- და რამდენიმე წუთში ექიმი ულოცავს- გილოცავ ვილი, არაჩვეულებრივი ბიჭის მამა ხარ!

– მადლობა ექიმო, მე…- მოიცა ვილი, აწყვეტინებს ექიმი და მეორე ბავშვი გამოყავს- გილოცავ, შენ არაჩვეულებრივი გოგონაც გყავს.

-არც კი ვიცი ექიმო, დიდი…- აქეთ მოანათე ვილი, ისევ გააწყვეტინა ექიმმა და მესამე ბავშვიც მიუწვინა დანარჩენებს.

– ექიმო, როგორ გგონიათ, შუქზე მოდიან ბავშვები?- ეკითხება ნირწამხდარი ვილი.

🙂 🙂 🙂

***

-გაიგე, თურმე ბავშვისთვის სპილოს რძე მიუციათ და კვირაში მთელი 20 გირვანქა მოიმატა!

-წარმოუდგენელია, ვისი ბავშვი იყო?

– სპილოსი.

🙂 🙂 🙂

***

-ექიმო, ოპერაციის შემდეგ პიანინოზე დაკვრას შევძლებ?

-რასაკვირველია!

– რა მაგარია, აქამდე არ ვიცოდი დაკვრა!

🙂 🙂 🙂

***

– თუ თეთრ ქუდს წითელ ზღვაში ჩააგდებ, რა მოუვა?

-დასველდება.

🙂 🙂 🙂

***

-რა ქვია ბუმერანგს, რომელსაც გაისვრი და უკან არ ბრუნდება?

-ჯოხი

🙂 🙂 🙂

***

-ექიმო, სხეულზე რასაც არ უნდა შევეხო საშინლად მტკივა.

-რას გულისხმობთ?

-მხარს შევეხები მტკივა, მუხლს შევეხები ძალიან მტკივა, შუბლს შევეხები ისევ მტკივა..

-მე ვიცი რაც გჭირთ. თქვენ თითი მოიტეხეთ.

🙂 🙂 🙂

აგერ ბონუსად, ამ ლინკზეც გადაგამისამართებთ, სადაც კიდევ ერთი ინგლისური ხუმრობა ისე შემომაპარეს, ვერც მივხვდი 🙂

დღეისთვის საკმარისია.

სეზონი გახსნილია, გისურვებთ მხიარულ შაბათ-კვირას! 🙂

Advertisements

20 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო- ინგლისური იუმორი”


  1. 1 kevana სექტემბერი 8, 2012, 12:07 AM

    ლოოლ, :დდდ

    შოტლანდიელები ანეგდოტებში მუდამ ძუნწები არიან :დდდ

    მე სტიველ ლიკოკი მიყვარს სასწაულად ^^ ❤
    პ.ს. შემოდგომის ამინდებს გემრიელი ჩაი უხდება

  2. 2 მოლი ბლუმი სექტემბერი 8, 2012, 12:08 AM

    მე მიყვარს ინგლისური იუმორი.

    სეზონის გახსნას გილოცავ, ჯეინ!

  3. 4 rockermeloman სექტემბერი 8, 2012, 12:08 AM

    ოდნავ გამეღიმა კი არა დაგლიჯა 🙂 მაგარი იყო 🙂
    ისე იმ ბუზებზე გამახსენდა ერთი ქართული ანეკდოტი, სამედიცინოს სტუდენტიო, იურიდიულის სტუდენტიო და გეპეის სტუდენტიო სადილობენო. და ბუზი ჩაუვარდათ სამივეს. სამედიცინომ მაშინვე მოიშორა წვნიანი, იურიდიულმა კოვზით ამოიღო ბუზი და გადააგდოო და გეპეის სტუდენტმა გაწუწნა და ისე გადააგდოო 🙂

    • 5 kevana სექტემბერი 8, 2012, 12:10 AM

      საწყალი გეპეელები :დდდ
      ყველაზე მშიერი სტუდენტობა ჰყავდა სუსურუკუს დროს, ანეგდოტებშიც კი მოხვდნენ, მააააშ :დდდ

    • 9 Jane სექტემბერი 8, 2012, 9:47 AM

      :)))))))))) გეპეიი… ვაიმე, მშიერი იქით იყოს და სხვა ტიპის ანეკდოტებსაც არ აკლებდნენ. გეპეის სტუდენტებმა არ მიწყინონ და ეგეთი ანეკდოტიც იყო :
      – გოგონი შენ გეპეიში სწავლობ?
      – დებილი შენ თვითონ ხარ : ))))))))))

      მგონი ეს იმიტომ რომ 90% ჩაწყობით ხვდებოდა მანდ, ყველაზე დიდი კორუფცია იყო

  4. 10 M.K. სექტემბერი 8, 2012, 12:18 AM

    პიანინოზე დაკვრას თუ შევძლებო, ეგ მე ვარ : ))
    ველქამ ბექ, ჯეინმარია ❤

  5. 12 Kejeradze სექტემბერი 8, 2012, 12:57 AM

    მოუხდა შემოდგომას ინგლისური იუმორი :)… და ჩაიც (ინდურია, მაგრამ მაინც 🙂 )…

  6. 15 ♥ Miss.Catalan.. ♥ სექტემბერი 13, 2012, 2:09 AM

    ძალიან კარგი პოსტი იყო )) რამდენიმე ხუმრობაზე კარგა გულიანად გამეცინა :დ

  7. 16 »♥» ana «♥« სექტემბერი 14, 2012, 1:23 AM

    აუ,ექიმზე და პაცინეტზე რა კარგი იყო 🙂

  8. 17 მერც ანნა ბლუმი ოქტომბერი 3, 2012, 3:49 PM

    სათაურიდან უკვე გამეცინა. კარგი იყო 🙂

  9. 18 rockermeloman აპრილი 6, 2014, 12:40 PM

    როგორ მიყვარს ეს პოსტი 🙂 განწყობის წამალია, გამომიწერია კიდეც მეგობრებისთვის 🙂 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: