დედა

მე დიდ ოჯახში ვცხოვრობ. ბავშვობაში მეგონა რომ ასეთი დიდი ოჯახები იშვიათობა იყო, ამიტომაც ამას ყოველთვის აღვნიშნავდი და მეამაყებოდა. ჩვენთან სამი თაობა და ტრადიციები ჯერ კიდევ თავის სიმაღლეზე დგას. ბებია და ბაბუა, დედა და მამა, მე და ჩემი ძმა – აი სულ ესაა მთელი შემადგენლობა. ღვთის წყალობით, არასდროს დავმდგარვართ ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე, აი ისეთის, სიკვდილ-სიცოცხლეს შორის სულ პატარა ზღვარი რომ რჩება და ისღა დაგრჩენია ილოცო…ილოცო…ილოცო…რომ იქნებ ყველაფერი კარგად დასრულდეს. თუმცა როგორ არა, ერთი ისტორია მაინც შემიძლია გავიხსენო.

ეს დედას ეხება. ჩვენ ოჯახში დედა ერთადერთია, რომელსაც ყველაზე ხშირად აქვს შეხება მედ-პერსონალთან. ძირითადად იმიტომ რომ ამ სფეროში მუშაობს, თუმცა სამწუხაროდ მისი კუჭის წყლული, რომელიც შემოდგომა-გაზაფხულობით განსაკუთრებით აქტიურდება, დედას პაციენტის როლში ყოფნასაც აიძულებს ხოლმე. მას კი ეს ამბავი ჭირივით სძულს, იკითხავთ ან ვის უყვარს ავად ყოფნაო, მაგრამ თუ წარმოიდგენთ უზარმაზარ ზონდს რომელიც საკუთარი ნებით უნდა “ჩაყლაპოთ” , მერე ეს უკანასკნელი საყლაპავში 360 გრადუსით უნდა ატრიალონ,მიხვდებით რომ განსაკუთრებით საზიზღარი პროცედურებიც არსებობს.

ახლა იმ ერთ ისტორიას, ზემოთ რომ ვახსენე, ცოტა შორიდან მოგიყვებით.

ჩვეულებრივი დილა გათენდა, სკოლაში უნდა წავსულიყავი და ადგომა საშინლად მეზარებოდა. მერე დედას ნაბიჯების ხმა გავიგონე და მშვიდად მივლულე თვალები, ვიფიქრე მაინც ისეთ დროს შემაფხიზლებს რომ სკოლაში არ დამაგვიანდება-მეთქი. არ გასულა რამდენიმე წამი და ძილბურანში შეკივლება ჩამესმა. დაფეთებული გავვარდი საპირფარეშოსკენ, სადაც გონებადაკარგული დედა სისხლის გუბეში მოცურავე და გაშავებული დამხვდა. ეს სურათი სამუდამოდ აღიბეჭდა 14 წლის გოგოს მეხსიერებაში.ამის შემდეგ მხოლოდ ორი რამ მახსოვს-მე ტელეფონთან სასწრაფოში ვრეკავ და ვკივი…და  მე სასწარფოს მანქანაში ცალ ხელში ანთებული სანთლით, მეორეში კი დედას ხელით ხელში…

ეს ისტორია კარგად დამთავრდა. დედას უამრავი ანალიზი, ოპერაცია და თითქმის 2თვიანი წოლითი რეჟიმი დასჭირდა ფეხზე დასადგომად, ჩვეულ რეჟიმში დასაბრუნებლად კი გაცილებით მეტი. მაშინ დაზღვევა რც პოპულარული და მითუმეტეს ხელმისაწვდომიც არ იყო, ამიტომ დედას მკურნალობას ოჯახის დანაზოგები დასჭირდა. ამის შემდეგ, ჯანმრთელობის შენარჩუნებას სწორი კვებით და ყველაზე ხელმისწავდომი მედიკამენტებით ცდილობდა. მისთვის პირველ ადგილზე ყოველთვის შვილები და ოჯახი იდგა და ჩვენ დარიგებებს, უფრო საფუძვლიანად მიეხედა თავისთვის, უყურადღებოდ ტოვებდა. გამუდმებით იმას ამბობდა, ჩემი თავისთვის არაფერი მინდა, ყველაფერი თქვენთვის მემეტებაო. როცა წყლულის შეტევებმა იკლო, მთლად მოდუნდა და გეგმიურ შემოწმებებსაც თავი ანება.

სულ ბოლოს ექიმთან ვიზიტი ერთი თვის წინ დასჭირდა. კუჭში ისეთმა საშინელმა ტკვილიმა დაუარა, თავი ძლივს შეიკავა გონება არ დაჰკარგვოდა. მეორე დღესვე გაიქცა ექიმთან იმ საშინელი “ზონდის” გადასაყლაპად. კუჭში რაღაც წანაზარდი აღმოაჩნდა, ექიმმა იეჭვა სიმსივნური არ იყოსო და ბიოფსიაზე გაგზავნა. მთელი კვირა ველოდეთ პასუხს, რომლის მოლოდინმაც ძილი ცალკე გამიფრთხო და სიმშვიდე ცალკე. დედაც ნერვიულობდა, თუმცა არაფერს იმჩნევდა. ასე მეგონა ყველა მისი მოქმედება უკანასკნელი იყო და ფიქრებს სიგიჟემდე მივყავდი. როგორც იქნა გავიგეთ რომ წანაზარდი უბრალო პოლიპია, თუმცა საჭიროა მისი ამოჭრა.

დედა სექტემბრიდან სამსახურებრივი დაზღვევით სარგებლობს. გუშინ სადაზღვევოშიოში დარეკა, სადაც უთხრეს რომ ფორმა-100-ის და სხვა ქვითრების წარმოდგენის შემთხვევაში, გაწული ხარჯები აუნაზღაურდება. თუ ოპერაციის ხარჯთაღრიცხვასაც წარადგენს, ეს თანხაც სადაზღვევოს მიერ დაიფარება, იგივე ეხება მედიკამენტებსა და სხვა ხარჯებს, როგორიცაა მაგალითად ოპერაციის შემდგომ საავამდყოფოს პალატით სარგებლობა და ა.შ. გამოგიტყდებით, მეც მეგონა ყოველთვიურად გადახდილი სადაზღვევო  პრემია, მხოლოდ უზრუნველი შემოსავალი იყო მსგავსი კომპანიებისთვის. პირადმა მაგალითმა კი ერთ რამეში დამარწმუნა, დღეს არ არის იმის ფუფუნება არ გქონდეს დაზღვევა და ის სულაც არ ჯდება ძვირი. თუ არ ვცდები, ყველაზე იაფფასიანი პაკეტი 5 ლარიანია და თქვენი ჯიბისა და მოთხოვნების გათვალისწინებით ფასიც იზრდება. არჩევანი თქვენზეა.

დაზღვეულ ცხოვრებას გისურვებთ!

Advertisements

27 Responses to “დედა”


  1. 1 finiki ივლისი 24, 2012, 11:53 AM

    ძალიან კარგი პოსტია, ზუსტად ჩანს დაზღვევის საჭიროება, “დღეს არ არის იმის ფუფუნება არ გქონდეს დაზღვევა” ნამდვილად ასეა.

    • 2 Jane ივლისი 24, 2012, 11:57 AM

      დიდი მადლობა : )))
      კი ნამდვილად ასეა, დღეს იმ”შავი დღისთვის” ფულის გადადებაც ჭირს. დაზღვევა კი კონკრეტული მიზნისთვის იმ თანხის მოხმარებას ძალიან აიოლებს 🙂

    • 3 tami ივლისი 24, 2012, 4:00 PM

      arada arc imis fufunebaa dazgveva rom gkondes, 5 lariani paketi sruli sisulelea da titkmis arafers ar aginazgaurebs, okros dazgveva ki dzn dzviria dgevandeli sakartvelostvis.

      martla kargi potia, imedia sheni dediko sul kargad iokneba<3

      • 4 Jane ივლისი 24, 2012, 8:25 PM

        მადლობა თამი 🙂 იმედია.
        რაც შეეხება დაზღვევას, ერთში გეთანხმები, 5-ლარიანი პაკეტით მეეჭვება რამე კარგ პირობებს გამოკრა ხელი, თუმცა დედაჩემს 25 ლარიანი აქვს და საკმაოდ ნორმალური პირობებით. დასაქმებული ადამიანისთვის თვეში 25 ლარი საკუთარი ჯანმრთელობისთვის არც ისე დიდი თანხაა 🙂

      • 5 finiki ივლისი 25, 2012, 10:12 AM

        სადაზღვევო სფერო განვითარების სტადიაშია ჯერ კიდევ საქართველოში თამი 🙂 გეთანხმები რომ 5 ლარიანი დაზღვევა ძალიან მიზერულ რისკებს ითვალისწინებს, თუმცა ესეც საქმეა, სხვა თუ არაფერი გადაუდებელი მომსახურება რომ დაგჭირდეს ამისგან მაინც იქნები დაზღვეული, როგორც წესი გადაუდებელ შემთხვევებს ყველაზე დიდი ხარჯი აქვს ხოლმე. გარდა ამისა კარგი პაკეტებიც არის ხელმისაწვდომ ფასად 20 ლარი და ა.შ. ამასთან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისთვის, მასწავლებლებისთვის და სხვა სახ. დაზღვევის პროგრამა მოქმედებს, რომელიც რა თქმა უნდა უკეთესის სურვილს ტოვებს თუმცა ბევრ ისეთ შემთხვევას ითვალისწინებს რასაც ვერ გასწვდებოდა ვერც ერთი ოჯახი დაზღვევის გარეშე.

      • 6 Jane ივლისი 25, 2012, 10:34 AM

        ჩვენი სახ.დაზღვევა რათქმა უნდა ისეთი არაა როგორიც უნდა იყოს. თუმცა დაზღვევა, როგორი პაკეტიც არ უნდა იყოს მაინც გაზღვევს რაღაცისგან.წინა სამსახურში 5 ლარიანი სავალდებულო დაზღვევა მქონდა და 4000 ლარამდე მქონდა ლიმიტი. ეს კიდევ ცოტა არაა. ჯერ ვერც გვექნება იმის პრეტენზია გერმანიის დონის სოციალური დაცვა გვქონდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებო, მარტოხელა შრომისუნარიან დედას, მარტო იმიტომ რომ მარტოხელაა სახელმწიფო ინახავს და თვეში 3000 ევრომდე იღებს დახმარებების სახით. ეს პირადად გერმანელებისგან ვიცი, ამ 2 დღის წინ მქონდა სამსახურში მაგაზე საუბარი 🙂 ამის პრეტენზია ჯერ ვერ გვექნება მაგრამ მთავარია ყინული დაიძრა 🙂

  2. 7 მოლი ბლუმი ივლისი 24, 2012, 12:36 PM

    მძიმე ისტორიაა :((( მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად დასრულდა.

    პოსტი მომეწონა ძალიან.

    • 8 Jane ივლისი 24, 2012, 12:40 PM

      დიდი მადლობა მოლი.
      კი ამბავი სახალისო ნამდვილად არაა, მაგრამ ხო გაგიგია “ყველაფერი კარგია რაც კარგად მთავრდებაო” : ))

  3. 9 niksologi ივლისი 25, 2012, 4:20 AM

    პოსტის კონტენტი რომ შენი მოფიქრებული იყოს, უფრო დაგაფასებ Jane.
    დედა – ალდაგის დაზღვევა…

    დავეზღვიოთ ყველა, თუ კი გვინდა რომ დედა ცოცხალი და ჯანმრთელი გვყავდეს…

    • 10 Jane ივლისი 25, 2012, 7:30 AM

      პოსტის კონტენტი ნადვილად ჩემია და რეალური ნიკსოლოგ 🙂 და ამას დაიჯერებ თუ არა აბსოლუტურად შენზეა დამოკიდებული მე ამის მტკიცება არ მევალება. დედას მართლა შეემთხვა ეს ამბავი, გუშინ მართლაც დაიბრუნდა დახარჯული თანხის ნაწილი რომლითაც წამლები იყიდა. უბრალოდ ეს ისტორია მე საკონკურსოდ მოვყევი : ) თუ გინდა ნუ დაეზღვევი, მე სულ არ მაქვს დაზღვევა მაგრამ მაინც მშვიდად მძინავს

      • 11 niksologi ივლისი 25, 2012, 12:32 PM

        გავიგე.
        ვიცი რომ საკონკურსოდ გაქვს დაწერილი…
        წარმატებას გისურვებ

      • 13 მოლი ბლუმი ივლისი 25, 2012, 5:03 PM

        ჰმ… არადა, მგონი, გარკვევით ჩანს, რომ საკუთარ ისტორიას ყვები და არა გამოგონილს.

        თუმცა, ფაქტია, მოთხრობაც რომ იყოს, არაფერი დაშავდებოდა.

      • 14 Jane ივლისი 25, 2012, 5:17 PM

        ამ ხალხს რას გაუგებ მოლი. რა ამის პასუხია და ადრე განხილვაც კი იყო ერთ-ერთ პოსტზე რომ თურმე ანონიმი ბლოგერები სულ ტყუილებს ვწერთ. ტოესწ, ჩვენ დაწერილშ ყოველთვის ეჭვი შეაქვთ ანონიმობის გამო :))))))

  4. 15 Mallorie ივლისი 25, 2012, 12:23 PM

    პოსტი ნამდვილად ძალიან მომეწონა, ძალიან! მიხარია, ყველაფერი კარგად რომ დასრულდა.
    კარგია ძლიერი კონკურენები რომ გყავს, თუ გაიმერჯვებ ადამიანი, მერე საამაყო გექნება, იმხელა კონკურენცია იყო, გამარჯვების იმედიც აღარ მქონდა ბოლოსო! : )

  5. 17 Teaa ივლისი 25, 2012, 5:11 PM

    ერთგან გული შემიქანდა ისე ცუდად წავიდა პოსტი და ძლივს ამოვისუნთქე, მიხარია რომ კარგად დამთავრდა ყველაფერი :* ჯანმრთელობას ვუსურვებ შენს დედიკოს :* ძალიან მაგარი პოსტია!

    • 18 Jane ივლისი 25, 2012, 5:13 PM

      მადლობა თეა! კი ყველაფერი კარგად დამთავრდა. ადვილი გასახსენებლი ნამდვილად არაა. წინ ოპერაცია გველის სექტემბერში და იმედია გართულებების გარეშე ჩაივლის ესეც 🙂

      • 19 Teaa ივლისი 25, 2012, 5:15 PM

        ჰო, მესმის, მეც ეხლა ვერ მყავს კარგად დედიკო და ვიცი რასაც განიცდი.. 😦 კარგად ჩაივლის მააშ :* ჯანმრთელობას ვუსურვებ შენს დედიკოს :*

      • 20 Jane ივლისი 25, 2012, 5:16 PM

        გაიხარე, დიდი მადლობა. მეც ასევე გისურვებ მალე გამოკეთდეს დედაშენი :*

  6. 21 მოლი ბლუმი ივლისი 25, 2012, 5:39 PM

    ნუ :)) ტყუილებსო :))) ასე ვინც ფიქრობს, იმათთვის არც ვწერ მე 🙂 და შესაბამისად, არც მათი აზრი მაინტერესებს დიდად. ადექვატური მკითხველი არც მე მაკლია და როგორც ვატყობ, არც შენ.

  7. 22 kevana ივლისი 25, 2012, 7:50 PM

    მე ვიცი რა საშინელებაა როცა დედა გყავს ცუდად… დედაჩემიც ხდება ხოლმე ცუდად, დაზღვეულია, მაგის გამო სასწრაფო არის უფასო და თან მალე მოდის (სწორედ დაზღვევის გამო), ხოდა, ვისაც ეს მწარედ გვეხება და გულში გაგვდის ხანჯალივით, ვიღაცეები ნუ გადაგვივლიან ზედ, კეთილი ინებონ და გავიდნენ ამ ბლოგიდან, ნერვებს უშლიან აქ ხალხს :/

  8. 24 teennewson ივლისი 25, 2012, 8:58 PM

    ძალიან კარგი პოსტია…. !

  9. 26 glamtaia ივლისი 27, 2012, 11:12 PM

    ეეჰ, მაინც შემოვიჭყიტე. არადა კონკურსი როცა დამთავრდება მაშინ წავიკითხავ მეთქი ყველა პოსტს.
    წასაკითხად ძალიან მძიმე იყო. მით უმეტეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული (ამას ხაზს ვუსვამ 🙂 ).
    მოკლედ წარმატებები , ჭიამაია 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: