ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილი III)

გულთბილი შაბათური და ინგლისური სალამი 🙂 ვაგრძელებ ჩაის საღამოებს, პირდაპირი გაგებით და გიამბობთ ინგლისური ჩაის ისტორიას. დღეს ამ სერიის მესამე ნაწილი მინდა შემოგთავაზოთ, აქ კი შეგიძლიათ იხილოთ პირველი და მეორე ნაწილები. მეთვრამეტე საუკუნის პირველი ნახევარი ის დრო გახლავთ, როცა ჩაის სმის ტრადიცია ინგლისში

სულ უფრო პოპულარული ხდებოდა. თავდაპირველად ფინჯანი ჩაი ძვირი სიამოვნება გახლდათ მაღალი სავაჭრო გადასახადის გამო, უფრო მეტიც- რიგით ინგლისელს ჭიქა არომატული სასმელი შეიძლება სამი კვირის მუშაობის გასამრჯელოდ დაჯდომოდა. თუმცა სიტუაცია მალე შეიცვალა, როცა მაშინდელი პრემიერის – უილიამ პიტის განკარგულებით მთელ რიგ პროდუქტზე სავაჭრო გადასახადის ნიშნული გვარიანად შემცირდა. ამის გამო ჩაის შეძენა გაცილებით ხელმისაწვდომი და მისი მირთმევა კი უფრო პოპულარული გახდა. ძველი საარქივო მონაცემების მიხედვით, ოფიციალურად ინგლისში წლის მანძილზე 5 მილიონი ფუტი ჩაი შემოდიოდა ინდოეთიდან, არალეგალური გზით კი თითქმის ორჯერ მეტი. ამ ციფრებით თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, თუ რამდენად შეიყვარა ინგლისმა ჩაი. მანამ სანამ სასმელი ასე თუ ისე ხელმისაწვდომი გახდებოდა, ინგლისელთა საშუალო ფენა მაინც ნახულობდა გზას არომატული ჩაის სიამოვნება არ მოეკლო, საამისოდ უკვე გამოყენებულ ჩაის ფოთლებს მოცვისა და კუნელის ფოთლებთან ერთად ამუშავებდნენ და აშრობდნენ. ამ გზით მომზადებული სასმელი მართალია ნამდვილი ჩაივით გემრიელი არ იყო, თუმცა სასიამოვნო არომატი ჰქონდა. კარგა ხანს ჩაი, სიმდიდრის, სტატუსისა და კარგი მანერების საზომად მიიჩნეოდა. წარმოდუგენლად ამაყი იყო ოჯახის დიასახლისი, რომელიც საგულდაგულოდ მალავდა ჩაის განჯინის გასაღებს მსახურთა გრძელი ხელებისგან და ჰქონდა პატივი საკუთარ სახლში ჩაით გამასპინძლებოდა სტუმრებს ვერცხლის ჭურჭლით. საზოგადოების მაღალი ფენა, კიდევ უფრო შორს წავიდა და სახლების გადაკეთებას მიჰყო ხელი, რათა გამოეყოთ ცალკე ოთახი სპეციალურად ჩაის მირთმევისათვის. ქალაქებში საჩაიეებიც მომრავლდა და ინგლისმა სამუდამოდ დაიმკვიდრა „ჩაის მოყვარული ერის“ სახელი. მსოფლიოს ერთ-ერთი მდიდრული საჩაიე შეგვიძლია სან-სუსის მიდამოებში ვნახოთ, რომელიც მეთვრამეტე საუკუნეში ფრიდრიხ დიდის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. ეს გახლავთ როკოკოს სტილისა და ჩინური დეკორის ულამაზესი შერწყმა, რომელიც პალმებისა და ჩაის ბუჩქების ფონზე ეგზოტიკურ გარემოს ქმნის.

ფრიდრიხ დიდის ჩაის სახლი

ფრიდრიხ დიდის ჩაის სახლი

მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ჩაი უკვე გავრცელებული იყო მთელ ინგლისში. ფრანგი ჰერცოგი დე ლაროშფუკი თავის ჩანაწერებში წერდა : „ მთელი ინგლისი სვამს ჩაის, უღარიბესი გლეხიც კი დღეში ორჯერ მიირთმევს მას, ისევე როგორც მდიდრები.“ შეიძლება ღარიბ ინგლისელს არ მიეცა იმის საშუალება სადმე აღეწერა მისი სიყვარული ჩაის მიმართ, მაგრამ ცნობილი ლეკსიკოგრაფი სემუელ ჯონსონი თავის თავს ‘’გამოუსწორებელ და უსირცხვილო ‘’ჩაიმსმელად’’ მოიხსენიებდა , რაც კარგად გვიხატავს რიგითი ინგლისელის დამოკიდებულებას მათი ახალი გატაცების მიმართ.

Advertisements

2 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილი III)”


  1. 1 glamtaia ივლისი 12, 2012, 7:19 AM

    ძალიან დიდიდ ხანია ჩაი არ დამილევია 🙂
    არადა ადრე ბებაჩემთან დილით “ნაგლად ” მისვლა და კუტვნილი ფინჯნის შეხვრეპა ლამის ტრადიციად იყო ქცეული 🙂
    ისე ყველა, ყველა და ჩაიზე ისტორიები ასე საინტერესოდ თუ წაიკითხებოდა როგორ წარმოვიდგენდი? 🙂

    • 2 Jane ივლისი 19, 2012, 10:05 AM

      საინტერსოდ თუ იკითხება, მიზნისთვის მიმიღწევია. ცოტა კიდევ დარჩა და ამოვწურავ ჩაის თემას 🙂 მერე სხვა სერიას დავიწყებ


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: