ძველი ფოტოები

ამ ბოლო დროს ისე ვიქცევი მხოლოდ ცივ ზამთარს რომ შეეფერება.  ოთახში ბნელ ფარდას ვაფარებ და მთელი დღე ასე ვტოვებ, მერე ჩემ საწოლზე ვწვები და ჭერში ვიყურები. მოსაწყენია ვიცი, მაგრამ ესეც განტვირთვაა, რომელიც თავისებურად მაკლდა. ამას წინათ, ერთ-ერთი ასეთი განტვირთვისას ბაბუაჩემის ძველი ალბომი ავიღე და მაგიდის სანათის შუქზე დავათვალიერე.

საერთოდ სიძველეებისკენ მიდრეკილება მაქვს. ჯერ იყო და მთელი ბავშვობა იმაზე ფიქრით გავატარე რომ ამ საუკუნეში შეცდომით ვარ მოხვდერილი, ჩემი ადგილი სადღაც XVIII-XIX საკუნეში იყო, ჯეინ ოსტინის გმირების სამყაროში 🙂 რა ვქნა, ბუნებით რომანტიკოსი აღმოვჩნდი, თუმცა ნამდვილად არ მეგონა, ცხოვრების 19 წელი ისე გავატარე ამის ნიშანწყალიც არაფერში გამომივლენია სასიყვარულო რომანების კითხვის გარდა. ალბათ, ეს არც ისეთი ურიგო “ნიშანი” იყო, შემჩნევა უნდოდა…

ჰოდა, იმას ვამბობდი სიძველეები რომ მიყვარს. არქიტექტურა, ურთიერთობები, წიგნები, მხატვრობა.. ამაში განსაკუთრებული რომანტიკაა. ახლა ის ფილმი გამახსენდა, შუაღამე პარიზში. ლამაზი ფილმია, საინტერესო სიუჟეტით. მთავარი გმირი საოცარი შემთხვევის წყალობით  20-იანი წლების პარიზში ინაცვლებს. მისთვის თითქოს ახალი სამყარო იხსნება, სჯერა რომ მისი ადგილი აქაა- ოქროს ხანაში, 20-იანი წლების პარიზში. აქ გოგონას გაიცნობს, რომელსაც მისდა გასაკვირად 20-იანი წლების სამყარო სულაც არ ესიმპათიურება  და აღმოჩნდება რომ მისი ოქროს ხანა კიდევ ერთი საუკუნით უკანაა… ასე გრძელდება უსასრულოდ. მეც ამ გმირივით ვარ, იმ განსხვავებით რომ უფრო მეტი დრო მაშორებს ჩემ ოქროს ხანამდე.

რა თქმა უნდა, მომავალი ყოველთვის საინტერესოა, მიმზიდველი, იდუმალი, მაგრამ წარსულს კიდევ უფრო მეტი იდუმალება და რომანტიკა აქვს. ამას სიტყვებით ვერ ახსნი.  აი თუნდაც ფოტოები, მათი თვალიერებისას რაღაც აუხსნელი შეგრძნება არ მტოვებს. ვცდილობ ზედ გამოსახული ადამიანების ცხოვრებას და ფიქრებს ჩავწვდე, რა უხაროდათ , რა სტკიოდათ, რას გრძნობდნენ. ვიღებ თითოეულ მათგანს და ვუყურებ. ბაბუაჩემის ფოტო ჯერ კიდევ აკვანში. ბაბუა ჯერ კიდევ 10 წლის, სადღაც სოფლის ორღობეში, შავი შორტებითა და უბრალო მაისურით, ტალახში ამოგანგლული ფეხებით. ბაბუა ჯარისკაცის ფორმით და ახლად ამოსული ულვაშით, მომავალს ალბათ იმედით უყურებს. ბაბუა ახალ მოყვანილ მეუღლესთან ერთად. ბებია მამაჩემით ხელში, სამშობიაროდან გამოსვლისას. ახლა მამას ფოტოები, სკოლაში,უნივერსიტეტში, დედაჩემთან ერთად პეტერბურგში… ეს ისტორიაა, ჩემი ოჯახის ისტორია და თითოეული ფოტო თავისი შინაარსით არის ღირებული. ამიტომაც მიყვარს ფოტოების გადაღება. ოღონდ ფოტოების, რომლებიც ქმნიან ისტორიას,შენს პირად ამბავს. მჯერა რომ ოდესმე ჩემი შვილთაშვილი აიღებს ჩემ ფოტოს, დახედავს და იფიქრებს, როგორი ახალგაზრდა ვარ მასზე, როგორი ბედნიერი და იმედით სავსე თვალებით ვუყურებ ჩემი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს და გულში ასეთივე ბედნიერებას ისურვებს.

 

Advertisements

8 Responses to “ძველი ფოტოები”


  1. 1 მოლი ბლუმი ივნისი 30, 2012, 2:11 PM

    საყვარელი რეტრო პოსტია 🙂

  2. 3 Kejeradze ივნისი 30, 2012, 11:48 PM

    ძველი ფოტოები ❤ განსაკუთრებით ტფილისის ფოტოები მიყვარს… 🙂

  3. 5 მერც ანნა ბლუმი ივლისი 3, 2012, 2:40 PM

    თავადაც სულ გავიძახი, რომ ამ საუკუნეში შემთხვევით მოვხვდი. მერე ამას მოჰყვება ფიქრი: იქნებ განზრახ დაუშვა ღმრთმა შეცდომა? ბლოგზეც ხშირად ვწერ სიძველეზე და ვახსენებ ძველ მეგონებებს. მგონია, ფილმი მომეწონება. :>

  4. 6 glamtaia ივლისი 12, 2012, 7:27 AM

    მე ძველი , შავ-თეთრი ფოტოების გაფერადება მიყვარს ) თითქოს ახლა სიცოცხლეს ვჩუქნი მათ :)))))
    რაც შეეხებასაუკუნეში შემთხვევით მმოხვედრილს ზუსტია 🙂 მე ოციან წლებშ კაბრეს მეპატრონე უნდა ვყოფილაყავი ან “ქარწაღებულები: ეპოქაში დაადებული პლანტატორის ქალიშვილი, რომლის მამა თავის ნებით გაანთავისეუფლებდა მონებს 🙂
    მოკლედ სანამ მთლად გამიბერია გავიძურწე აქედან 🙂

  5. 7 »♥» ana «♥« ივლისი 24, 2012, 12:55 PM

    საერთოდ ძალიან მიყვარს ყველაფერი ძველი! 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: