სასოწარკვეთილის მონოლოგი

ბუნებამ კიდურები არ მარგუნა.

აი ასე, ეს ჩემი მთავარი პრობლემა მგონია. მე რა რომ ჩემი მოქნილი სხეულის ოდნავ გარხევაც საკმარისია

გადასაადგილებლად, მე მაინც კიდურები მაკლია. ხელი და ფეხი, თუნდაც თათები, მაშინ ალბათ ასე აღარავის შევძულდებოდი. ისე, გამიგია რომ სადღაც კიდეც ცხოვრობენ ასეთები, ძალიან გვგვანან და კიდურებიც აქვთ. მათი ალბათ უფრო ეშინიათ ვიდრე სძულთ, თან უფრო ძლიერებიც არიან.

სიმართლე გითხრათ, მგონი საკუთარ დედასაც არადროს ვყვარებივარ. გამაჩინა და მას მერე თვალით არ მინახავს, არც მეგობრები მყავს, არც ნათესავები. ეს დიდად არც მაწუხებს, ჩვენი მოდგმა ერთმანეთთან მეგობრობით მაინც არ დაიკვეხნის, თუმცა სხვებიც დასანახად ვერ გვიტანენ.

როგორ ვძულვართ სხვებს- ამაზე ხშირად ვფიქრობ და იშვიათად, ან თითქმის ვერასდროს მივდივარ ისეთ დასვნამდე, რომელიც აზრს მოკლებულად არ მომეჩვენება. ცოდვა გამხელილი სჯობსო და შხამიანი ნამდვილად ვარ, ჩვენი დაგესლილი სულიერი ვერ ძლებს ცოცხალი, მაგრამ ამის საპირწონედ მშვენიერი არგუმენტი მაქვს- უმიზეზოდ ჩვენ არავის ვერჩით. ეს შხამიც ბუნებამ თავის დასაცავად გვარგუნა, აკი გითხარით კიდური მე არ მაქვს თავდამსხმელს საკადრისი პასუხი გავცე. ჰოდა იძულებული ვარ ვუკბინო, აბა რა ვქნა როდესაც ზედ შემდგებიან და მსრესენ?

ყველაზე მეტად მაინც იმ მოლაპარაკე არსებებს ვძულვართ, ჩვენი სახელი სალანძღავი სიტყვების სათავეში რომ მოუქცევიათ და ერთმანეთს არანაკლებ გესლავენ. ზოგიერთი კიდევ უფრო შეძრწუნებულია ჩვენი არსებობით და საერთოდ არ გვახსენებს, იმ სახელსაც არ გვეძახის თავადვე რომ მოგვიგონეს და საუბრისას ათასგვარი მეტსახელით მანევრირებენ, რომ როგორმე თანამოსაუბრე მიახვედრონ ჩვენზე რომაა ლაპარაკი.

 აგერ, ამ ცოტა ხნის წინ ჩემ სახლთან ახლოს, ჩრდილში ვისვენებდი.  ბოლო დროს ძალიან ცხელოდა, იმ საღამოს კი გრილი ამინდი დაიჭირა და მეც ვნებივრობდი. არაფერი, უბრალოდ ვიწექი მწვანე ბალახში და ვფიქრობდი… შორიახლოს 2 მოლაპარაკე არსება შევნიშნე, მოდიოდნენ ხელჩაკიდებულები და საუბრობდნენ. ჩანდა, გრილი საღამოს ბუნებაში გატარება მათაც სიამოვნებდათ. ერთი ამბობდა როგორ მოეწონა ადგილი, თან სახლთან ახლოს არისო, როგორ გრილაო, ხშირად მოვიდეთო. მეორეც კვერს უკრავდა, თან დაამატა ხალხმრავლობა მომბეზრდა და ახლა ისეთი დასვენებული ვარ, თითქოს 2 საათის მაგიერ 2 თვე გამეტარებინოს ბუნებაშიო. მოკლედ, იცინიან , საუბრობენ და მერე…

მე არ ვიცი პირველმა რომელმა დამინახა, მაგრამ სუსტი შეკივლება და გინება ერთდროულად ჩამესმა და ერთი ალთას გაიქცა, მეორე ბალთას…არადა რა დავუშავე ვერაფრით ვხვდები. მერე კარგა ხანს მესმოდა როგორ სახავდნენ სტრატეგიებს ჩემთვის გვერდის ასავლელად, მე კი ჯიუტად არც გავნძრეულვარ- როგორც გინდათ ისე გაიარეთ მეთქი კი მივაძახე, მაგრამ გაიგეს თუ არა არ ვიცი. მერე როგორც იყო გააღწიეს და დარწმუნებული ვარ მათ ფეხს მეტად ვეღარ ვნახავ აქ მოდგმულს. სულაც არ მწყინს! ისედაც მყუდროებას მირღვევთ.

მაინც მგონია რომ, საქმე კიდურებშია.

Advertisements

11 Responses to “სასოწარკვეთილის მონოლოგი”


  1. 3 tami ივნისი 18, 2012, 12:50 AM

    გველის მონოლოგს გავს… საგურამოში ვნახე დღესსამი მათგანი, ეხლა მეც დავფიქრდი საქმე კიდურებშია თუ მათ შხამში?

  2. 7 glamtaia ივნისი 18, 2012, 1:39 AM

    არც კიდურებშია და არც შხამში. უფრო გარეგნობაში. 😦

    • 8 Jane ივნისი 21, 2012, 10:13 AM

      ჰო,კიდურებს იმიტომ გადავეკიდე რომ აი ხვლიკი ან იგუანა მაგალითად. იმათ დანახვაზე ეგეთი ზიზღი ხო არ მაქვს. არადა დიდად არ განსხვავდებიან, მაგათ ფეხები აქვთ უბრალოდ (კაი იგუანა არ გავს მასეც) მაგრამ , რომ ხედავ გზარავს ადამიანს. ეხლაც მაჟრიალებს წარმოდგენაზე : ) )

      • 9 glamtaia ივნისი 29, 2012, 9:49 AM

        მე სულ მეგონა რომ იგუანა საშიში არ არის უბრალოდ ღრმად ჩაფიქრებული გარგენობა აქვს:_

  3. 10 თიკი ივნისი 26, 2012, 7:07 PM

    ნაწერის შუაში ისე მივედი, ისევ უკიდურებო ადამიანი მქონდა წარმოდგენილი, მაგრამ აქვე უმეტესობას დავემსგავსები – “უხსენებელი” ისე გყავს დახასიათებული, ეს უფრო შემეცოდა, ვიდრე უკიდურებო ადამიანი შემეცოდებოდა…

    • 11 Jane ივნისი 30, 2012, 12:55 PM

      მეც შემეცოდა როცა ვიხსენებდი როგორ გადავაფრინდი ზემოდან შიშისგან, მაგრამ მაინც მეზიზღება :))


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: