ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილი II )

წინა პოსტში ჩაის, როგორც სასმელის წარმოშობასა და მის გავრცელებაზე ვსაუბრობდი. ახლა დროა იმაზე ვისაუბროთ რა მოხდა მას შემდეგ რაც ეს მაგიური სასმელი ინგლისში მოხვდა, თან არ დაგავიწყდეთ ჩემი რეცეპტით მომზადებული ჩაის მირთმევა გემრიელი ნამცხვრითურთ. : )

ჩაი, ინგლისელებმა ძალიან მალე შეიყვარეს. ის სოციალური და კულტურული ცხოვრების ნაწილად იქცა, ჩაის სმის კულტურა კი ბევრს გვიამბობს თავად ინგლისელებსა და მათ ტრადიციებზე.  მან გავლენა იქონია მათი ცხოვრების ყველა სფეროზე, დაწყებული მოდიდან დასრულებული მებაღეობით. მეტიც, ჯინის ჩაით ჩანაცვლებამ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდაზეც იმოქმედა, თავად უინსტონ ჩერჩილი კი თვლიდა რომ ამ გემრიელმა სასმელმა დიდი დახმარება გაუწია გერმანიის დამარცხებასა და ჯარისკაცების საბრძოლო სულიკვეთების ამაღლებაში… დროსთან ერთად, ჩაის მირთმევა ცხოვრების სტილად  იქცა – „ ფინჯანი ჩაი“ ესთეტურ ტრადიციად ჩამოყალიბდა.

მისი პოპულარობა რასაკვირველია სასიამოვნო არომატმა განაპირობა, მალე ხალხმა მას მედიკამენტური თვისებებიც მიაწერა, აღწერდნენ როგორ შველოდა ცხელი ჩაი გაციებისა და სისუსტის ჟამს. აი რა ეწერა ჩაის ყველაზე პირველ რეკლამაში, რომელიც 1658 წლის 30 სექტემბრის გაზეთში გამოქვეყნდა ლონდონში

„ჩინური სასმელი, ჩინელებისგან წოდებული როგორც -ჩა, ატარებს გასაოცარ თვისებებს და აღიარებულია წამყვანი ექიმების მიერ. მისი შეძენა შეგიძლიათ მაღაზიაში  Sultaness-head“.

ჩაის შესახებ მნიშნელოვანი დოკუმენტი 1650-იანი წლების ბოლოს თომას გარავეიმ გამოსცა, რომელიც ლონდონში ჩაისა და ყავის მაღაზიის ერთ-ერთი პირველი მფლობელი გახლდათ. ავტორი აღწერდა რომ ჩაის შეუძლია თავისა და მუცლის ტკივილებისგან განკურნება, ასევე მეხსიერებისა და კონცენტრაციის გაუმჯობესება.“

თავდაპირველად ინგლისელებს ჩაის მირთმევა ისეთ კაფეებში შეეძლოთ, რომელიც სპეციალურად ყავისთვის გაიხსნა. ეს იმიტომ რომ ყავის იმპორტი ბევრად ადრე მოხდა ინგლისში, ვიდრე ჩაისა.მეპატრონეები ხალხს ჭიქა ჩაიზე ან ყავაზე ეპატიჟებოდნენ, აქვე შეეძლოთ ალკოჰოლური სასმელის დაგემოვნება და მეგობრებთან ერთად სასიმოვნო დროის გატარება. ფინჯან ჩაიზე კაფეში შეხვედრა მალევე გახდა პოპულარული ვაჭრებსა და მაშინდელ მაღალ ფენას შორის საქმიანი შეხვედრებისათვის, ასევე აქ  ხშირად იკრიბებოდნენ პოეტები, მწერლები, მეცნიერები და ერთმანეთს სიახლეებს უზიარებდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს ცნობილი ინგლისური ჯენტლმენური კლუბები- არც მათ დარჩენიათ შეუმჩნეველი ფინჯან ჩაისთან სასიამოვნო საუბრის შესაძლებლობა.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს რომ ამ არომატულ სასმელს ძველ დროში იმდენად ცუდად ამზადებნენ, რომ კითხვა ჩნდება: საერთოდ როგორ სვამდნენ ან რატომ გახდა ასეთი პოპულარული. თურმე, ნუ იტყვით და ჩაის ნაყენის მთელი დღის მარაგს წინასწარ ადუღებდნენ და მირთმევისას უბრალოდ ათბობდნენ, თუმცა საბედნიეროდ XVII საუკუნის ბოლოდან მისი ამ ფორმით მომზადება დავიწყებას მიეცა და ჩაის ფოთლების მშრალად შენახვა დაიწყეს, სპეციალურად მირთმევის წინ დასაყენებლად.

პ.ს დღეისათვის სულ ეს იყო, ჩაის ისტორიის გაგრძლებას მომავალ შაბათს შემოგთავაზებთ.

სასიამოვნი შბათ-კვირას გისურვებთ!

თქვენი, აწ უკვე ჯეინი 🙂

Advertisements

5 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილი II )”


  1. 1 მოლი ბლუმი ივნისი 9, 2012, 3:55 PM

    ახლა ვსვამ ჩაის, ოღონდ ,მწვანეს.ისე, შავი ჩაი მირჩევნია. ბუტერბროდებთან ერთად 😦


  1. 1 ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილი III) « Jane's Universe უკუბმული კომენტარი ივლისი 7, 2012, 12:56 AM ჩანაწერზე
  2. 2 ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილი IV) « Jane's Universe უკუბმული კომენტარი ივლისი 28, 2012, 12:14 AM ჩანაწერზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: