ბლოგის შესახებ

მოკლედ, დღიდან გახსნისა ჩემ ბლოგს ვაწამებ. არადა მის გარეშეც რომ აღარ შემიძლია? 🙂 გავხსნი, დავხურავ , გავხსნი დავხურავ. დარწმუნებული ვარ მკითხველიც დაიღალა და მე მითუმეტეს.

ახლა რაღაცეები შევცვალე, მაგალითად ჩემი პოლონური და ავსტრიული პოსტები წავშალე, ვაღიარებ ძალიან დამენანა,

თუმცა არაუშავს, ეგ ყველაფერი ჩემ დღიურშიც მშვენივრად წერია. თან, რატომღაც წინდაუხედავობით სახელები არ შემიცვლია და ახლობელი თვალი ადვილად მიხვდებოდა ვისი ბლოგია, მე კი ჯიუტად ამიჩემებია ეს ანონიმობა.

კიდევ ბლოგს სახელს ვუცვლი. ასე გადავწყიტე. კი მართალია, შესაძლებელია ასე მკითხველმა ვერ მიცნოს, ვერ მომაგნოს, შემცირდეს სტატები და რავიცი ბევრი რამ შეიძლება, მაგრამ ჩემი ბლოგი არაა მკითხველის რაოდენობაზე გათვლილი. მე აქაურობა ჩემთვის მჭირდება, თან სახელი ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარია ის მოგწონდეთ, რასაც აქ კითხულობთ და არა ის რა ჰქვია რომელიღაც რიგით ბლოგს, შესაბამისად ერთგულ მკითხველებს ნამდვილად არ დავკარგავ.

რატომ Jane? ჯეინ ეარი და ჯეინ ოსტინი– ამით ყველაფერი ნათქვამია, ინგლისთან მეტად დასაკავშირებლად ამაზე უკეთესს ვერაფერს მოვიფიქრებდი. 🙂

შევეცდები გახსნა- დახურვობანა აღარ მოვაწყო ხოლმე ბლოგზე და ყოველთვის სტუმართმოყვარე მასპინძელი ვიყო.

ჯეინი :)))

მომწონს, მშვენივრად ჟღერს ეს ახალი სახელი…

p. s სულ დამავიწყდა, ვისაც ბლოგ-ლისთში გყავდით, შეგიძლიათ ჭიამაია ჯეინით ჩაანაცვლოთ 🙂

Advertisements

20 Responses to “ბლოგის შესახებ”


  1. 1 მოლი ბლუმი ივნისი 6, 2012, 11:37 AM

    ფოსტაში ვერ გიცანი :))))

    მშვიდობაში სიახლეები 🙂 მთავარია, შენ მოგწონდეს, ჯეინ და დანარჩენს ყველაფერს ეშველება 🙂

  2. 3 ჯი-ნია-ნი ივნისი 6, 2012, 1:43 PM

    ჯეინ,ჯეინ :))
    მეუცნაურება,მაგრამ შევეგუები ^^
    კარგია რომ დაბრუნდი,მაგრამ ერთი უუუუუდიდესი თხოვნა მაქვს,ცოტა შრიფტი გაადიდე,თორემ თვალები დამეთხარა :))

    • 4 Jane ივნისი 6, 2012, 2:03 PM

      მეც უნდა შევეგუო :)))
      რაც შეეხება შრიფტს, ეს არ ვიცი როგორ გავაკეთო..თემას აქვს ამ ზომის შრიფტი. 😦 თუ ვიპოვე რამე, აუცილებლად შევცვლი

  3. 7 tsotnee ივნისი 6, 2012, 7:55 PM

    გამარჯობა, ჯეინ! 🙂

  4. 9 finiki ივნისი 7, 2012, 10:10 AM

    უჰ როგორ მიხარია რომ უპრობლემოდ შემოვდივარ შენ ბლოგზე. ერთგული მკითხველისთვის სახელს დარწმუნებული ვარ არავითარი მნიშვნელობა არ ექნება 🙂
    თუმცა ჯეინი ძალიან მომწონს და პოსტის წაკითხვამდეც მივხვდი რომ ჯეინ ოსტითან აუცილებლად ექნებოდა კავშირი (ჯეინ ეარზე არ მიფიქრია 🙂 ) ჯეინ ოსტინის დღეები მაქვს უკვე რამდენი ხანია და აქაურობა კიდევ უფრო ახლობელია ჩემთვის 🙂
    სასიამოვნოა ჯეინ 🙂

    • 10 Jane ივნისი 9, 2012, 10:01 AM

      ოო ^^ რა კარგი დამთხვევა გამოვიდა. ოსტინი მეც ჩავწერე ეხლა ქინდლში, რაც არ მქონდა წაკითხული მაგრამ ვერ ჩავუჯექი ჯერ… გამოცდები მაყრია თავზე :))

  5. 11 »♥» ana «♥« ივნისი 8, 2012, 12:07 AM

    სალამი ჯეინ!
    მაგრამ მე ჭიამაიაც მომწონს. 😦
    არაუშავს ესეც მომწონს.. 🙂

  6. 13 ninnaka ივნისი 8, 2012, 11:45 PM

    ჰმმმ ჯეინი, კარგია, მაგრამ ჭიამაიას მაინც დავტოვებ ჩემს ლისტში ❤ :)))

    • 14 Jane ივნისი 9, 2012, 9:59 AM

      დატოვე, ეგ არაფერი,. მე ისე შევეჩვიე ჭიამაიას ლამის პირადობაში ჩავწერო. მაისურიც კი ვიყიდე ჭიამაიებით ^^
      მაგრამ ასეთი სახის ცვლილება იყო საჭირო…

  7. 15 teennewson ივნისი 9, 2012, 12:18 AM

    მშვენიერი სახელია. მე დიდი ხანია მინდა ჩემ ბლოგს მივხედო გემრიელად და ადრესი და სახელი შევუცვალო. : )))

  8. 17 glamtaia ივნისი 18, 2012, 1:35 AM

    სიახლეები მომეწონა, ჭიამაია (მე ისე შევეჩვიე , სხვას ვერც დაგიძახებ ალბატ 🙂 )

  9. 19 tamara ივლისი 4, 2012, 1:41 PM

    პოლონური პოსტები 😦 😦
    აააააა, რატომ, რატოომ!!! ანონიმურობის ამბავში? 😦
    მაგ პოსტებით გაგიცანი, არადა 😦


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: