ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილიI)

2 737 წელს ჩვენ ერამდე, შორეული ჩინეთის ტერიტორიაზე ერთი კაცი ცხოვრობდა, სახელად შენ ნუნგი- მცენარეების დიდი მცოდნე და მოყვარული,თან არც მეტი არც ნაკლები ჩინეთის იმპერატორი. ერთ მშვენიერ დღეს, როცა ჩვეული საქმიანობით იყო გართული, ქარის მოტანილი მწვანე ფოთოლი შემთხვევით ჩავარდა მდუღარე წყალში. ამ ჩვენ იმპერატორს იმდენად მოსწონებია არომატულ სასმელად ქცეული სითხე, გადაწყვიტა ეს ამბავი ხალხისთვისაც ეამბნა. ასე დაიბადა მაგიური სასმელი- ჩაი.

რაც დრო გადიოდა მისი მომზადების ტექნოლოგია სულ უფრო და უფრო მეტად იხვეწებოდა. მარტო ის რად ღირს რომ ჩინეთში ამ შესანიშნავ სასმელს 2 სქელტანიანი სახელმძღვანელო მიუძღვნეს- „ტრაქტატი ჩაის შესახებ“ და „ჩაი ცინ“- სადაც მას აღწერდნენ როგორც მითიურ სასმელს, აქვე დეტალურად იყო აღწერილი მისი მომზადების 25-მდე განსხვავებული ხერხი, ჩაის სმის ეტიკეტი და მის მისართმევად შესაფერისი ჭურჭელი.

ჩაის წარმოებამ ჩინეთში სათავე დაუდო მის დანარჩენ მსოფლიოში გავრცელებას. თავდაპირველად სასმელმა აღმოსავლეთის ქვეყნები მოიცვა , ევროპამდე მისასვლელად კი საკმაოდ გრძელი გზის გავლა მოუხდა.  საერთაშორისო ვაჭრობა მაშინ არც ისე ნაცნობი ხილი იყო, ამ საქმეში შეუცვლელები გახლდნენ მოგზაურები, რომლებიც ხშირად ვაჭრობითაც იყვნენ დაკავებული და სწორედ ასე აღმოჩნდა ჩაი ინგლისში. ეს მეჩვიდმეტე საუკუნის შუა წლებში მოხდა. არომატულმა სასმელმა იმდენად აღაფრთოვანა ინგლისელები , რომ თავად დაიწყეს ჩაის იმპორტი ინდოეთიდან. ინგლისამდე მისასვლელად ჩაის 12 დან 16 თვემდე სჭირდებოდა, სამაგიეროდ ამდენი დრო არ დასჭირვებია ჩაის სმის ტრადიციად ქცევას და ისტორიაც აქედან იწყება.

პ.ს , რომელიც პოსტის შესავალი უნდა ყოფილიყო:

ინგლისთან ჩაის ხსენება სულაც არაა საკვირველი, მითუმეტეს რომ ბლოგის ამ განყოფილების სახელიც სწორედ ამ უგემრიელეს სასმელთანაა კავშირში და პირადად მე დიდი სიყვარული მაკავშირებს. ამ პოსტსაც სამამულო ჩაის ფონზე ვწერ მეგობრებო და დიდი იმედი მაქვს საინტერესო მოგაზურობაში წაგიყვანთ, იმიტომ რომ ჩაიზე, ინგლისზე და მისი მირთმევის ტრადიციაზე კიდევ რამდენიმე პოსტი იქნება.

სასიამოვნო დღეს გისურვებთ!

Advertisements

9 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილიI)”


  1. 1 tami მაისი 19, 2012, 12:51 PM

    ჩვეულებრივი შავი ჩაი არ მიყვარს , ჟასმინს და მწვანე ჩაის ვეტანები ძირითადად.

  2. 3 tsotnee მაისი 19, 2012, 6:22 PM

    მე მომწონს ჩაი მაგრამ სულ უფრო იშვითად ვსვამ. 🙂

    • 4 Jane მაისი 19, 2012, 6:50 PM

      მე სეზონური ჩაისტი ვარ 🙂 ზაფხულის სიცხეში ვერ ვსვამ. მაგრამ გრილ სეზონებზე ❤ დღეში რამდენმე ჭიქა, წყალივით მჭირდება 🙂

      • 5 tsotnee მაისი 19, 2012, 7:16 PM

        ხო სიცხეში კიდევ ჩაი, არამგონია ვინმეს მოწონდეს. :დ

      • 6 Jane მაისი 20, 2012, 11:47 AM

        რატომ, მაგის საილუსტრაციო შეყვარებული მყავს აგერ :))) 40 გრადუსშიც დალევს , ისე უყვარს 🙂

  3. 7 finiki ივნისი 7, 2012, 10:16 AM

    დიდი ჩაის მოყვარული არ ვარ, მაგრამ ზოგჯერ ისე მომინდება ხოლმე უარს ვერ ვამბობ ❤


  1. 1 ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილი III) « Jane's Universe უკუბმული კომენტარი ივლისი 7, 2012, 12:56 AM ჩანაწერზე
  2. 2 ინგლისური ჩაის საღამო- ჩაი (ნაწილი IV) « Jane's Universe უკუბმული კომენტარი ივლისი 28, 2012, 12:14 AM ჩანაწერზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: