Dancing in the Rain

წვიმა ყოველთვის მინორული განწობის სიმბოლოა, თუმცა ვისთვის როგორ. გუშინდელმა წვიმამ რატომღაც ყველა სეირნობის ხასიათზე დააყენა, მაგრამ დღევანდელი დილის სიახლეებით თუ ვიმსჯელებთ ავდარმა საშინელი შედეგები დაგვიტოვა. თბილისს რომ არ ახსოვს ისეთი, მსხვერპლიანი.. მაგრამ ამაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, არ გამომდის ასეთ თემებზე საუბარი…

ამ პოსტის თემა უფრო მსუბუქია. ჰოდა, იმას ვამბობდი ფეისბუქი გუშინ წვიმაში მოსიერნეების ფოტოებით აჭრელდა-მეთქი, ზოგმა კიდევაც ისეირნა, ზოგს მხოლოდ სურდა და იმას დარდობდა რომ სახლში იყო გამოკეტილი, ან იმას რომ არავინ გაჰყვა გარეთ. მე ეს პოსტი და მისი მოქმედი გმირები გამახსენდა. ჩვენ. 2 წელი გავიდა და ზუსტად შემიძლია თქმა რა შეიცვალა და რა არა.  ერთი რამ ცხადია, ძალიან გავიზარდეთ.

არა, ეს იმას არ ნიშნავს რომ მაშინდელივით ვეღარ ვირბენ წვიმაში თმაგაშლილი, არც იმას რომ გუბეებში ჩახტომით ერთმანეთის გაწუწვა მოგვერიდება, არც იმას რომ ხმამაღლა ღრიალს აღარ მოვყვებით იმაზე თუ როგორ გვიყვარს. სხვანაირად გავიზარდეთ, პასუხისმგებლობები მოგვემატა, საფიქრალი და საზრუნავი. რაც დრო გადის, მით მეტად ვრწმუნდები რომ ჩარჩოებში ვექცევით, საზღვრებს ვიწესებთ ან გვიწესებენ და ვემორჩილებით.

მაშინ, მაშინ მართლა არაფერი იყო. 2 წელი თითქოს ბევრი არაა, მაგრამ იმდენი რამ გადაასხვაფერა. სამსახური, სამსახური, უნივერსიტეტი, გამოცდა. სამსახური, ხელფასი, დრო, დაღლა … და დღის ყველაზე მცირე მონაკვეთი კი ერთმანეთს. ვგრძნობ რომ ამასთან შეგუება გვიჭირს, მუდმივი მონატრების რეჟიმში ყოფნა ძნელია. ურთიერთობა ჩვენდა საბედნიეროდ ვითარდება, წინ მიდის და ითხოვს.. არა, მოითხოვს ახალ ეტაპს, მაგრამ ჩვენ რატომღაც

გარემოებები გვაფერხებს, საშინელი გარემოებები რომელიც სამწუხაროდ არაა ისეთი თვალს რომ უბრალოდ დახუჭავ და იტყვი “მოხდეს რაც მოსახდენია”. არ მინდა ასე.  ახლა ვხვდები რომ ის მართალი იყო და აღარ ვარ ისეთი  კატეგორიული, როგორც წლის დასაწყისში მაგრამ ამჯერად სხვა ”მაგრამები” დაგვესია გარს…

მე კი მენატრება. მენატრება ძველებურად ლაღი, სულ ხუმრობის ხასიათზე მყოფი. მენატრება მისი გულიანი სიცილი და სიურპრიზები, რომლებთა მოწყობაზეც გიჟდებოდა. მენატრება მისი მიმიკები, სახის გამომეტყველებები რომლებითაც ჩემ შემორიგებას ან ხასიათზე მოყვანას ცდილობდა და ყოველთვის გამოსდიოდა. მომენატრა, ძალიან მომენატრა ძველებურად თავისუფალი…

ჩვენ კი დრო არ გვაქვს.

Advertisements

9 Responses to “Dancing in the Rain”


  1. 1 მოლი ბლუმი მაისი 13, 2012, 5:54 PM

    ცხოვრებისეულ პროზას ეძახიან ამას. ჰოდა, უნდა გაუმკლავდეთ ორივე. ცალცალკე ვერ მოერევით.

    • 2 Jane მაისი 13, 2012, 6:26 PM

      პროზა, რუტინა..
      რაღაც მიწაზე დახეთქებასავითაა. 🙂 იმედის თვალით ვუყურებ ზაფხულს და დროს, უამრავ თავისუფალ დროს 🙂

  2. 3 beatniks მაისი 14, 2012, 7:50 PM

    როგორ მესმის შენი…

    • 4 Jane მაისი 15, 2012, 9:46 AM

      სამწუხაროა რომ გესმის, ვისურვებდი არ გესმოდეს. იმიტომ რომ ურთიერთობებში ალბათ ერთ-ერთი ძნელი ეტაპი ესაა 🙂

  3. 5 tamara ივლისი 4, 2012, 1:45 PM

    გარემოებები გვაფერხებს, საშინელი გარემოებები რომელიც სამწუხაროდ არაა ისეთი თვალს რომ უბრალოდ დახუჭავ და იტყვი “მოხდეს რაც მოსახდენია”. არ მინდა ასე. – ვაი!!!

  4. 8 guramilursmanashvili ოქტომბერი 26, 2012, 2:48 AM

    სიამოვნებით ვიბოდიალებდი ახლა წვიმაში…


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: