წარწერის შემდეგ

არ ვიცი რატომ იღებთ ფილმებს რეჟისორები. ალბათ იმიტომ, რატომაც პოეტები წერენ ლექსებს, ან კომპოზიტორები ქმნიან მუსიკას. ზოგიერთისთვის შეიძლება დიდი ხანია ფილმების ინდუსტრია ცალსახა კომერციად იქცა, ზოგიერთებს ალბათ ჯერ კიდევ დარჩათ სათქმელი და მისი მიტანის გზად ფილმებს იყენებენ. ჩემთვის სულერთია. ერთი ვიცი, რომ არ მიყვარს ფილმი რომელიც რაღაცას მასწავლის, არ მიყვარს ფილმი რომელიც რეალობას პირდაპირ ცხვირში მაჯახებს. ამით ისედაც სავსე ვარ, მადლობა დერეკ, მაგრამ არაა საჭირო. მაგრამ, მეყურებინა შენი ფილმისთვის ეს ჩემი არჩევანი იყო, მაპატიე რომ უსამართლოდ გსაყვედურობ.
რატომ მიჭირს იმის გააზრება რომ ჰეფი-ენდები არაა ხშირი, რომ სულაც არაა ბანალური ამტკიცო საუკუნო სიყვარულის არსებობა და გჯეროდეს ამის, მერე რა რომ ჰოლივუდურ ფილმებში ქორწილის სცენით ასრულებენ თხრობას, მერე რა რომ რეჟისორები აღარ გვიყვებიან რა ხდება ვნებიანი კოცნის ფონზე წაწერილი “ The End”-ის მერე. უბრალოდ, ამ შენს ფილმში ყველაფერი ისეთი რთულია, თან გადაწყვიტე უკუღმა მომიყვე ამბავი- ბოლოდან დასაწყისისკენ. ნუ მეუბნები რომ სიყვარულს ასე გახუნება შეუძლია, ნუ მეუბნები რომ ბრძოლა ზოგჯერ უშედეგოა. არ მჯერა დერეკ. თან შეხედე შენ პერსონაჟებს, არის კი რეალურად ეს სიყვარული? მე თუ მკითხავ თავიდანვე გაწირე ეს ორი, კარგი შეიძლება ეს სცენარისტების საქმეა და ისევ უსამართლოდ გსაყვედურობ, მაგრამ მართლა ასეა. ორი უსუსური, გამოუცდელი ახალგაზრდა ერთმანეთს შეაჩეჩე, უზარმაზარი პასუხისმგებლობები თავზე ისე დააყარე ერთმანეთის გაცნობაც არ აცადე, მათ ერთმანეთის შეყვარების საშუალებაც კი არ მიეცი და ამის მერე მარწმუნებ რომ ეს რეალობაა, რომ სიხარულით აცრემლებული თვალებით ნათქვამი “თანახმა ვარ” შეიძლება საპირისპირო სიტუაციაში, ტკივილით ნათქვამ “თანახმა ვარ”- ად შეიცვალოს. როგორ შეიძლება, ადამიანებს უხაროდეთ უნიჭოდ შესრულებულ სიმღერაზე წვიმაში ცეკვა და 5 წლის მერე ეს ვეღარ შეძლონ. ნუთუ ასე შეიძლება დაგამძიმოს ნაცრისფერმა რეალობამ, ნუთუ საერთოდ შეიძლება ვარდისფერი გახდეს რუხი…
ეს არ იყო სინამდვილე, ეს არ იყო შიშველი სიმართლე. შეყვარებული ადამიანები ერთმანეთს არ შორდებიან, ისინი ხელს არ გაუშვებენ ერთმანეთს, არაფრის გამო. ვისაც ამის უნარი არ შესწევს, მას სიყვარული არ შეუძლია პატივცემულო რეჟისორო, ის არ იმსახურებს უყვარდეს და უყვარდეთ- იმიტომ რომ სიყვარული მათთვის არ მოუგონიათ ვინც იოლად ნებდება, ის მებრძოლი ადამიანებისთვისაა და თუ შენმა გმირებმა ეს ვერ შეძლეს, ნუ მეუბნები რომ ეს საზოგადო სინამდვილეა.
პ.ს. ჯიუტად არ ვკითხულობ ფილმის ანოტაციას მის ყურებამდე.

Advertisements

4 Responses to “წარწერის შემდეგ”


  1. 1 finiki მაისი 9, 2012, 11:08 AM

    ბევრჯერ ავუარ-ჩავუარე ამ ფილმს ისე რომ რატომღაც არ ვუყურე. შენი პოსტის წაკითხვის შემდეგ ვერ ვხვდები ყურება მომინდა თუ პირიქით.

    • 2 ჭიამარია მაისი 9, 2012, 11:24 AM

      მე რო დავიწყე ყურება, რაღაც მარტივ ფილმს ვეძებდი- ბანალურ ისტორიას, ჰეფი-ენდით- კარგ ხასიათზე რომ გაყენებს. და აღმოჩნდა საკმაოდ სევდიანი და ემოციური. ცუდი ნამდვილად არაა-პირიქით, კარგად თამაშობენ მსახიობები და დასამახსოვრებელი ფილმია. ადვილად რომ არ გავიწყდება. ანუ ფილმი ფილმად კარგია. მე მარტო სიუჟეტზე მაქვს ამ პოსტში საუბარი, დასასრულმა იმედი გამიცრუა და … 🙂 კარგი დრამის ყურება თუ გინდა, ჩართე

  2. 3 მერც ანნა ბლუმი მაისი 14, 2012, 1:39 PM

    ყველაზე მეტად იმ ადამიანს ვცემ ხოლმე პატივს, რომელსაც უყვარს. და ისეთი დასასრული აღწერე, რომ მოვიწყენ

    • 4 Jane მაისი 15, 2012, 9:45 AM

      სწორად მიმიხვდი ანნა ბლუმ 🙂
      მე ამ ადამიანებში სიყვარული ვერ დავინახე და დასასრულიც ფრიად მინორული აქვს. თუმცა ვიმეორებ, ფილმი როგორც ფილმი სანახავად ღირს 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: