ინგლისური ჩაის საღამო-ბუკინგემის სასახლე.ფაქტები. ნაწილი II

თუკი აქაურობას მკითხველი საერთოდ შემორჩა, მოგესალმებით 🙂

შენიშნეთ ალბათ,  რომ გარკვეული დროის მანძილზე ბლოგი დახურული იყო , თუმცა იმას არ ნიშნავს რომ მისმა ავტორმა უპასუხისმგებლოდ მიაგდო. უფრო პირიქით, ეს დრო გარკვეული წესრიგის შემოღებასა და კონტენტის დალაგებას მივუძღვენი. ცვლილებებს თავადაც შეამჩნევთ, თუკი ძველებურად ხშირად მესტუმრებით. მე კი ბევრი ლაპარაკით თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ შაბათის პოსტზე გადავალ.

დღევანდელი თემა მარტივად შევარჩიე, ვინაიდან აქაურობა გამოსწორების გზაზე უნდა დავაყენო, მეც დაწყებული საქმის დასრულება გადავწყვიტე – დროა ბუკინგემის სასახლის იდუმალი და არცთუ იდუმალი ფაქტების სერიის გაგრძელება შემოგთავაზოთ, რომლის პირობაც იმავე პოსტში მივეცი ჩემ მკითხველს. ჰოდა, თურმე:

  1. მისი უდიდებულესობა ედვარდ VII ერთადერთი მონარქი ყოფილა, რომელიც დაიბადა და გარდაიცვალა ბუკინგემის სასახლეში ( 1841-1910). ამავე კედლებში კიდევ სამი მონარქია დაბადებული.  სამეფო ოჯახის წევრების დაბადება-გარდაცვალების შესახებ ცნობა როგორც წესი ჭიშკარზე იკვრებოდა, რათა ხალხს ენახა. ინტერნეტისა და მასმედიის სამყაროში ალბათ ამის კეთების საჭიროება აღარ არის, თუმცა ეს წესი მაინც მკაცრად დაცულია დღემდე. უბრალოდ კარზე გამოკრულ ფურცელს ახლს წებსაიტიც ეხმარება ხოლმე . 🙂
  2. 1914 წელს ქალებმა გადაწყვიტეს საკუთარი ხმის უფლების დაცვის ამბავი მეფემდეც მიეტანათ. ვინაიდან მათ სასახლეში ასე უბრალოდ არავინ შეუშვებდა, რამდენიმე მათგანი პროტესტის ნიშნად ჯაჭვებით მიება ჭიშკარს, სხვები კი  ამ დროს სასახლეში შევარდნას და „ქალთა ხმის უფლების“ პეტიციის შეტანას ცდილობდნენ.
  3. მეორე მსოფლიო ომის დროს ბუკინგემი 9 ჯერ დაიბომბა.  ელიზაბეთ II და მეფე ჯორჯ VI , რომლებიც ამ დროს სასახლეში იმყოფებოდნენ სულ შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს. ბომბს ერთი მორიგე პოლიციელი- სტივ რობერტსონი შეეწირა, რომლის სახელი სასახლეში, მემორიალურ  დაფაზეა ამოტვიფრული.
  4. გარემოს დაცვითი საქმიანობა არც ამ სასახლის ბინადართათვის არის უცხო. სპეციალურად მოწყობილი გათბობისა (CHP) და ელექტროობის სისტემები (LED ) ისეა მოწყობილი რომ მასქიმალურად ნაკლები ზიანი მიადგეს გარემოს.
  5. დროშებს ბუკინგემის სასახლეში სხვა ფუნქციაც აქვთ. როცა დედოფალი რეზიდენციაშია სწორედ ის დროშა ფრიალებს, რომელსაც ფოტოზე ხედავთ. როცა არ გახლავთ, მაშინ დიდი ბრიტანეთის დროშა ამშვენებს სასახლეს.
  6. თუკი ბუკინგემის სასახლეში ცხოვრობთ (!) ძალიან გაგმართლებიათ. აქვეა საკუთარი კინოთეატრი, საავადმყოფოს საოპერაციო ოთახი, ფოსტა, სამლოცველო,  პერსონალის სასადილო და საცურაო აუზი, რათა თქვენ სამეფო ფეხებს შორს წასვლა არ დასჭირდეთ. 🙂
  7. სასახლეში 350-ზე მეტი საათია და მათ მოსავლელად 2 სპეციალისტი ყოველდღე თავდაუზოგავად მუშაობს. ესაა გამართულად მომუშავე საათების უზარმაზარი კოლექცია , რომელსაც სავარაუდოდ ანალოგი არ აქვს.
  8. სასახლის დაცვა. ძნელია ამ ბიჭებს მხოლოდ „დაცვა“ უწოდო. ისინი სავიზიტო ბარათების ფუქნციასაც მშვენივრად ითავსებენ. მათი ცვლილების ცერემონიალი ბუკინგემის წინა ეზოში მიმდინარეობას 11:30-ზე სამხედრო მარშის ფონზე, რომელიც ზოგჯერ რატომღაც „ABBA”-ს ჰიტებში გადაიზრდება ხოლმე , ხოლო სამეფო დაბადების დღეებზე „Happy birthday’’-ს მოსმენაც შეიძლება.
  9.  არსებობს კიდევ ერთი რიტუალი, რომელიც ტურისტების თვალში ნაკლებად ხვდება ხოლმე.  ეს გახლავთ წინა ეზოს დასუფთავება, რომელიც ყოველდღიურად ტარდება გამონაკლისების გარეშე-შობასაც კი.
  10. სასახლის ყველაზე დიდი ოთახს ბალის დარბაზი წარმოადგენს, სადაც ძირითადად მიღებები იმართება. 36.6 მეტრი სიგანეში, 18მ სიგრძეში და 13-ც სიმაღლეში. ეს ოთახი 1856 წელს გაიხსნა და ყირიმის ომის დასრულებისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას უმასპინძლა.

 

Advertisements

11 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო-ბუკინგემის სასახლე.ფაქტები. ნაწილი II”


  1. 3 Kejeradze მარტი 31, 2012, 4:07 PM

    მეექვსეზე კარგად ვიხალისე 🙂

  2. 5 vivieni აპრილი 2, 2012, 1:20 PM

    რა კარგია რომ დაბრუნდი 🙂

  3. 7 glamtaia აპრილი 3, 2012, 9:51 PM

    ბუკინგემის სასახლეს პირველად “სამი მუშკეტერით” გავეცანი და ძალიან დამაინტრესა 🙂

  4. 9 »♥» ana «♥« აპრილი 4, 2012, 12:15 AM

    ეეჰმ,რა დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი სასახლეშიი.. 🙂

  5. 10 cxovreba აპრილი 4, 2012, 5:20 PM

    მკითხველი შემორჩა კიი… მარა არწამიკითხია დამეზარა..:):)ცუდს არაფერს დაწერდი ასერომ დადებითად შეგიპასებ:):)

  6. 11 თაკოლადი აპრილი 14, 2012, 2:10 PM

    დაცვას ნამდვილად გაუმართლა,მომეწონა ეს პოსტი,წარმატებები : )


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: