წიგნი-ნაწილი II

მილენიუმის ტრილოგიის პირველ ნაწილზე ერთ-ერთ წინა პოსტში ვსაუბრობდი. ამჯერად მეორე ნაწილზე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო, მიუხედავად იმისა რომ მგონი ყველამ წაიკითხეთ და ბოლო მე დავრჩი 🙂 საერთოდ, კითხვისას მახასიათებს მისი გავლენის ქვეშ მოქცევა. სულაც არ ტყუის კეჟერაძე როცა კითხვას მოგზაურობას უწოდებს. თუ სიუჟეტმა გამიტაცა, თავსაც ვერ ამაწევინებთ და სულ არ ვისურვებდი იმ ადამიანის ადგილას ყოფნას ვინ ამ დროს გაბედავს და კითხვას  შემაწყვეტინებს. ასე დამემართა როცა ლარსონს კიდევ ერთხელ შევხვდი.

კაფანდარა გოგოს მეორე თავგადასავალი გაცილებით მძაფრსიუჟეტიანი და უფრო სახიფათო გამოდგა, ვიდრე პირველი. ფსიქოფატი მკვლელის კვალდაკვალ ერთდროულად სამი გამოძიება მიმდინარეობს. თქვენ შვედეთის ქუჩებში ხეტიალის გარდა, მიტოვებულ სოფლებსა და პოლიციის არქივებში ქექევაც მოგიწევთ. ლიზბეთი ამჯერად განგსტერებისა და თავზეხელაღებული ბაიკერების სამიზნეა, თუმცა ვინ ვის უმიზნებს ეს კიდევ საკითხავია.

არ შემიძლია ჩემი აზრი არ გამოვთქვა იმ მცირე ნიუანსებზე, რაც ცოტა არ იყოს მეზედმეტა. მაგალითად, მეეჭვება სალანდერისნაირ გოგონას მკერდის ზომა და სხვისი შეხედულებები აფიქრებდეს. შეიძლება ლარსონს მხოლოდ იმის ჩვენება უნდოდა, რომ ობიექტური მიზეზები რომ არა, ლიზბეთიც ქალია-სენტიმენტებითა და ქალური პრობლემებითო. მაგრამ მე ყოველგვარი კომპლექსებისგან თავისუფალი უფრო მომწონს. კიდევ იყო მცირე მონაკვეთები, თუმცა არაფერი ისეთი , ხსენებადაც არ ღირს.

ზრდასრული კალე და პეპი სახიფათო თავგადასავალში ამჯერადაც მოვლენების ეპიცენტრში არიან და პირობას გაძლევთ, პირველი ნაწილით აღფრთოვანებულებს იმედი არ გაგიცრუვდებათ.  ახლა ისღა დამრჩენია მშვიდად ველოდო მომდევნო ფილმს და რუნი მარას თამაშით დავტკბე. გამოგიტყდებით და ამ გოგონას ჩემი სახით ალბათ მუდმივი თაყვანისმცემელი შეემატა. დარწმუნებული ვარ სხვა ჟანრის ფილმებშიც მშვენივრად ითამაშებს, მაგრამ ჩემთვის ის მეტრაახევრიანი გაბედული ლიზბეთია, რომელიც ლარსონის მოგზაურობაში გავიცანი. აკი უწინასწარემტყველა კიდეც ფენჩერმა, ‘’ერთი როლის მსახიობობა’’ – გელისო.

საგა აქ არ სრულდება, წინ კიდევ მესამე ნაწილი გველის სადაც ცეცხლთან მოთამაშე დრაკონის ტატუიანი გოგონა კრაზანების ბუდეს მიადგება. აქ უკვე არჩევანის წინაშე ვდგავარ, დაველოდო ქართულ თარგმანს თუ ინგლისურ ვერსიას მივადგე, თუმცა ერთი რამ გადაწყვეტილია- ლიზბეთის ყველა თავგადასავალი მხოლოდ დიდი ეკრანზე უნდა ვნახო. 🙂

Advertisements

12 Responses to “წიგნი-ნაწილი II”


  1. 1 tami მარტი 29, 2012, 11:30 AM

    მეც მეასმე ნაწილს ველოდები 😦 ერტჳ სული მაქვს როდის თარგმნიან, რომ გავიგო ბოლოსდაბოლოს როპგორ მთავრდება ლიზბეთის ისტორია.

  2. 3 finiki მარტი 29, 2012, 11:43 AM

    მე კი ჯერ პირველიც არ წამიკითხავს, არ ვიცი რას ველოდები. ისევ საშინელი ინტერესი გამიჩნდა.
    კარგია რომ ბლოგი ისევ ხელმისაწვდომი გახადე 🙂

  3. 5 მოლი ბლუმი მარტი 29, 2012, 11:51 AM

    მე ერთმნიშვნელოვნად ქართულ თარგმანს ველოდები. რუსულიც აქვე მაქვს და ინგლისურიც, მაგრამ ქართული მირჩევნია. ფილმიც კინოში ვნახე.

  4. 7 Kejeradze მარტი 29, 2012, 5:52 PM

    პირველის შემდეგ უფრო ადვილი იქნებოდა პაუზის გაკეთება, მაგრამ მეორე ისე დამთავრდა… “სასტიკმა” გამომცემლებმა შუა გზაში შემაწყვეტინეს მოგზაურობა და, ფორსაიტებისა არ იყოს, ორ ენაზე “წამაკითხეს” ერთი წიგნის ნაწილები 🙂

  5. 9 tsotnee მარტი 29, 2012, 9:30 PM

    პირველი – რა საყვარელი თემაა, ბექი მით უმეტეს. ❤
    მეორე – აუ რა მაგრად მაინტერესებს მეც.

    • 10 ჭიამარია მარტი 29, 2012, 11:08 PM

      დიდი მადლობა. ვეცადე გაზაფხული მომეყვანა და თან ზუტად ის ფერებია რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს.. მშვიდი 🙂

      მალე წაიკითხე ცოტნე, უკამყოფილო არ დარჩები და შენი აზრის გაზიარებაც არ დაგავიწყდეს მერე : )


  1. 1 მილენიუმის ტრილოგია « კეჟერაძის ბლოგი უკუბმული კომენტარი მარტი 29, 2012, 5:37 PM ჩანაწერზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: