ფეხშიშველი


ჰაერი აღარ არის. სასუნთქი ჰაერი გაჭირდა.

რამხელა ძალა ჰქონია მხოლოდ ერთხელ ღრმად ჩასუნთქვას, თითქოს სამყაროს ტვირთი მოგეხსნა. მაგრამ, სამწუხაროა რომ ეფექტი წამიერია. მერე ისევ თავიდან მძიმდები.

სულში ზამთარია, გარეთ ზამთარია და სხეულიც სულთან ერთად იფიტება.  რა სასაცილოდ მეჩვენება ეს ყოველდღიური ბორგვა. ბორგვაა აბა რა არის. სიყალბეა და ტყუილი. ნაძალადევი არაფერი ვარგა, იმიტომაც ვერ ვიტანდი მთელი ბავშვობა სურვილის საწინააღმდეგოდ რომ მაკეთენბინებდნენ რამეს. სანამ პატარა ხარ გგონია რომ გაიზრდები და ყველაფერი ისე იქნება რგორც შენ გინდა. აი როგორც იქნა გაიზარდე და ერთ მშვენიერ დღესაც აღმოაჩენ, რომ იმაზე მეტად გახდი ვალდებულებების მონა, ვიდრე წარმოგედგინა.

მინდა ავდგე და წავიდე. აი ისე უბრალოდ, ვიარო დაუსრულებლად უსაშველოდ გრძელ ბილიკზე, მწვანე ხეებში რომაა ჩაფლული და შორიდან რომ წყაროს ხმა ისმის. მინდა  ფეხშიშველს გრძელი ყვავილებით მოჩითული კაბა მეცვას, გაშლილ თმაში მინდვრის ყვავილები მებნიოს და მივდიოდე, უბრალოდ მივდიოდე.

მინდა გაზაფხული ვისუნთქო

მინდა თავისუფლება ვისუნთქო

მინდა თვალები დავხუჭო და ყვავილების ზღვაში გადავეშვა.

Advertisements

9 Responses to “ფეხშიშველი”


  1. 1 »♥» ana «♥« მარტი 14, 2012, 10:52 PM

    გაზაფხულიი. ❤ ცხოვრებაშიც და შენს ბლოგზეც. ^^

  2. 4 გვირილა მარტი 15, 2012, 12:59 PM

    მეც მინდა 🙂
    გაზაფხულის სუნი მინდა 🙂

  3. 6 natia121 მარტი 21, 2012, 2:44 AM

    dzalian cudi gogo var, shen ramdeni xania regularulad shemdixar chemtan da me ertxelac ar vyofilvar, rogorc wesi aset faqtebs gvian vamchnev,, momewona rogorc wer, gazafxuls rac shexeba movida mgoni, ise ki ganwtyobis ambavia, tu adamians unda sul gazafxuli eqneba:D

    • 7 ჭიამარია მარტი 21, 2012, 11:15 AM

      სულაც არ ნიშნავს ეგ სიცუდეს 🙂
      მთავარია იმიტომ შემოდიოდე რომ კონტენტი მოგწონს და არა იმიტომ რომ მე ხშირად გსუტმრობ 🙂

      რაც შეეხება გაზაფხულს, სრულიად გეთანხმები. მართალია ნამდვილი გაზაფხული უკვე კარს მოგავდგა და საგრძნობლად დათბა, აქ ზუსტად იმაზე წერია შინაგანად რომ მინდა გაზაფხული : )

  4. 8 glamtaia მარტი 28, 2012, 7:00 PM

    ჭიამაია, ბლოგი დააპრივატე?


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: