შესაფერისი დრო

საერთოდ, როცა რაღაცას იღებ საკუთარ თავზე და მერე ის ან ბოლომდე არ მიგყავს, ან უყურადღებოდ ტოვებ უპასუხიმგებლობის ნიშანია. ძალიან არ მინდა ამის თქმა, მაგრამ როგორც სჩანს,  ჩემ ბლოგს სწორედ ასეთი პატრონი შეხვდა და ამის აღიარებაც უკვე საქმეა. თავის გასამართლებლად უამრავი მიზეზის მოყვანა შეიძლება- საქმე, სამეცადინო, ახალი სამსახური… თუმცა ამ ყველაფრის ფონზე  1 საათის გამოყოფა ყოველთვის შეიძლება და მეც სინდისშეწუხებული ვუბრუნდები აქაურობას. შაბათი ჩემთან ინგლისური პოსტების დღეა, ყოველშემთხვევაში ვცდილობ ტრადიციად ვაქციო, თუმცა მაინც სრული ქაოსია ამ მხრივ. დღეს ინგლისურ პოსტს ვერ გთავაზობთ, თუმცა ოფიციალურად ვუერთდები ამავე ეროვნების მწერალი ქალის თაყვანისმცემელთა გუნდს. ვირჯინია ვულფს აქამდე არ ვიცნობდი და მეტიც, ნაკლებად მსმენოდა მასზე. როგორც აღმოჩნდა არც მამისეული ბიბლიოთეკა აღმოჩნდა მისი ნაწარმოებებით დამშვენებული და მხსნელად ინტერნეტს მივაშურე, იქნებ გარკვეული წარმოდგენა მაინც შემქმნას-მეთქი.  და არც შევცდი! lib.ge-ს ასე თუ ისე ყველა იცნობთ და მოგეხსენებათ საკმაოდ კარგი ელ.ბიბლიოთეკაც აქვთ, თუმცა დამერწმუნებით კომპიუტერის ეკრანი საკითხავად კარგ სამსახურს ვერ გაგიწევთ და ასე აღმოჩნდა ვირჯინია ვულფის მოთხრობები ვორდის ფაილში დაკოპირებული, რასაკვირველია შესაფერისი დროის მოლოდინში.

თავის დროზე, ასევე ვორდის ფაილში დავაკოპირე ’’ანა ფრანკის დღიური” და დაუძლეველ ინტერესს რა ვუთხარი, რამდენიმე ჩანაწერის თვალდაუხამხამებლად წავიკითხე. ვინაიდან ჩემ მხედველობაზე უკვე კარგა ხანია ეს ”ეშმაკის მოგონილი მანქანა” არასახარბიელოდ მოქმედებს, თავის მინებება ვარჩიე, რასაკვირველია ამ შემთხვევაშიც შესაფერისი დროს წაკითხვის პერსპექტივით.

ალბათ, იკითხავს ვინმე როდის არის ეს დრო, რით ვეღარ დადგაო. მე კი თქვენ ცნობისმოყვარეობას დავაკმაყოფილებ და გეტყვით, რომ ამ ”შესაფერის დროს” სახელად ქინდლი ჰქვია, და აგერ უკვე 1 კვირაა ჩემი ჩანთის განუყრელი მეგობარია. თუმცა მისი ფუნქცია რომ ჩანთით ტარება არაა კი გეცოდინებათ და ჩემთვის საინტერესო ელ.წიგნებით უკვე შევავსე ასეთივე თარო. ანა ფრანკით და ვულფით დავიწყე, დანარჩენს მერე მოგიყვებით!

ნაყოფიერ “weekend”-ს გისურვებთ მეგობრებო!

Advertisements

9 Responses to “შესაფერისი დრო”


  1. 1 Kejeradze მარტი 10, 2012, 1:37 PM

    ვირჯინია და ანა – შესანიშნავი დასაწყისია 🙂 ქინდლს რომ ლაპარაკი შეეძლოს, დარწმუნებული ვარ აღფრთოვანებას გამოხატავდა 🙂

  2. 3 მოლი ბლუმი მარტი 10, 2012, 3:45 PM

    რა საყვარელი თაჩია 🙂 მშვიდობაში და კითხვით გაცვეთაში, ჭიამაია!

  3. 5 tsotnee მარტი 10, 2012, 7:32 PM

    რა მაგარია! მშვიდობაში! 🙂

  4. 8 finiki მარტი 13, 2012, 5:27 PM

    მაგარია, მშვიდობაში 🙂 ვულფი მეც კომპიუტერში მაქვს წაკითხული და რატომღაც ჩემ ქინდლში ჯერ არ აღმოჩენილა 🙂 პირველი წიგნი რომელიც ჩემმა ქინდლმა იხილა ჯეინ ოსტინის “Pride and Prejudice” იყო, არ ვარ რომანტიული ნატურა თუმცა რატომღაც პირველი მისი კითხვა დავიწყე 🙂


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: