ადამიანი- საკუთარი თავის მტერი

უბრალოდ ვფიქრობ და ვერ გამიგია, რატომ უკეთებენ ადამიანები საკუთარ თავს იმას, რაც იციან რომ ავნებთ.

აზროვნების უნარი- აი რა გამოგვარჩევს ყველა ცოცხალი არსებისაგან, ნუთუ ასე ძნელია მინიმალურად მაინც გამოვიყენოთ ეს უპირატესობა და სულ მცირე საკუთარ თავს მაინც არ ვავნოთ, თუკი სხვა ნაკლებად გვადარდებს…

მაგრამ არა, ზოგჯერ ნებისყოფა არ გყოფნის, ზოგჯერ დეპრესია გიტევს და სხვისი ნერვების ჯიჯგნას, ისევ საკუთარს მისდგე გირჩევნია… თუმცა, ჩემივე ნათქვამს უნდა შევეწინააღმდეგო-თავადც იცი ეს მოგონილი იზეზებია. სინამდვილეში საკუთარი სისუსტე გამარცხებს , რომელიც საბოლოო ჯამში სუსტი კი არა ძალიანაც ძლიერი ყოფილა, თან იმდენად რომ შენი შეგნება და აზროვნების უნარი უკანა პლანზე გადასწია და დაგიმორჩილა.

მაგრამ მაინც არ მესმის, როცა იცი რომ გეტკინება, რატომ აკეთებ, მითუმეტეს რომ გაქვს არჩევანი… როცა იცი, რომ ამას აუცილებლად ცუდი შედეგი მოჰყვება, რატომ დგამ ასეთ ნაბიჯს- ხომ გაქვს არა ეს არჩევანი? აირჩიე შენთვის უკეთესი, აჯობე შენ თავს, შენ სისუსტეს, შენ სურვილებს.  იქნებ იმან გაგათამამა რომ რამდენჯერმე უკვე შეცდი, თუმცა ამან ისეთი შედეგი არ გამოიღო თითზე საკბენად გქონოდა საქმე? კი ბატონო, იყოს ეგრე მაგრამ კოკა ყოველთვის არ მოგიტანს წყალს და აი უკვე არ მოგიტანა.

შენ იყავი თავისუფალი არჩევანში და შეცდი, თან ძალიან მწარედ.

მაგრამ არა და არა, სურვილები იმარჯვებენ საღ აზრზე. რატომ?

პ.ს ამ ყველაფრის ადრესატს ეს უკვე ვუთხარი, მაგრამ ცუდია როცა ადამიანს ჰგონია რომ არასდროს ეშლება, რომ ყოველთვის მართალია… ზოგჯერ საკუთარი სიამაყე მტერზე უფრო საშიშია.

უბრალოდ მეშინია მერე გვიანი არ იყოს…

Advertisements

3 Responses to “ადამიანი- საკუთარი თავის მტერი”


  1. 1 glamtaia მარტი 1, 2012, 12:41 AM

    როგორ მომენატრა აქაურობა და რამდენი ხანია არ შემოვსულვარ . . . გრავატარიც შეგიცვია 🙂

  2. 3 ♥ Miss.Catalan.. ♥ მარტი 9, 2012, 10:13 PM

    მომენატრა ეს ბლოგი,შენი პოსტები ჭიამაიკო ❤ ❤ იმედია,ამ ყველაფრის ადრესატი მიხვდება ბოლოს ყველაფერს,მაგრამ იმის იმედიც მაქვს,რომ ეს ,,ბოლო'' ძალიან გვიანი არ იქნება..


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: