მაჩუ პიქჩუ

ჯერ მეგონა რომ მატერიალური რამეები არ მაინტერესებდა.

მერე მივხვდი რომ ”მატერიალური რამეები”  საჭიროა და მეტნაკლებად მაინტერესებს.

ჯერ მეგონა ყველაფრის მოთმენა შემეძლო.

მერე მივხვდი რომ საზღვარი ყველაფერს აქვს, მოთმინებას მითუმეტეს და ჩემსას ზოგჯერ ძალიან მოკლეც.

მერე ისევ მეგონა

მეგონა რომ სამყაროში არაფერი იყო იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე სული.

მერე მივხვდი რომ სულს თავისი ადგილი აქვს, ხორცს თავისი და არსებობს კიდევ მესამე, სულის ბიძაშვილი მაგრამ მაინც განსხვავებული “შინაგანი სამყარო”- იმასაც აქვს ადგილი.

მერე მეგონა მხოლოდ მაღალი მატერიები ფასობდა.

მერე მივხვდი რომ მაღალ მატერიებს, მაღალი ინტელექტის მქონე დამფასებელი ჭირდება.

სანამ მაგას მივხვდებოდი, მეგონა მე ვიყავი ასეთი და ეს მაღალ-მაღალი რამეები მახასიათებდა.

მერე მივხვდი რომ ყველაფერი ფარსია.

სამყარო სავსეა ჩვენივე მოგონილი წესებით, რომელიც ისევ ჩვენ მოვიფიქრეთ საკუთარი თავების შესაზღუდად.

წავედი მე მაჩუ პიკჩუზე, ვიკივლებ და ჩამოვალ.

Advertisements

19 Responses to “მაჩუ პიქჩუ”


  1. 1 მოლი ბლუმი თებერვალი 17, 2012, 3:56 PM

    შენ სერიოზულად გაგაბრაზეს, როგორც ჩანს… მაგრამ, მაინც კარგია, აქაურობას რომ დაუბრუნდი.

    • 2 Chiamaria თებერვალი 17, 2012, 3:58 PM

      ხო შეიძლება ასეც ითქვას დავბრუნდი 🙂
      ბოლო ერთი კვირაა ცუდი აზრები შემომეჩვია აქაურობის ალაგმვაზე…მაგრამ მგონი ასე არ მოხდება..
      რაც შეეხება გაბრაზებას, მგონი საკუთარი თავის გარდა არავინ მაბრაზებს : )

      • 3 მოლი ბლუმი თებერვალი 17, 2012, 4:01 PM

        ჰო, ასეთ დროს, როგორც წესი, საკუთარ თავს ვადანაშაულებთ ხოლმე… არადა, სინამდვილეში სხვაგვარადაა საქმე.

        არ ალაგმო არაფრის დიდებით. არა მგონია, მაინცდამაინც ბლოგი იყოს მთავარი პრობლემა.

      • 4 Chiamaria თებერვალი 17, 2012, 4:07 PM

        არა, რომ აღარ ვწერდი და მივაგდე აქაურობა, მის საჭიროებაზე დავფიქრდი.. საერთოდ რად მინდა რას ვითხოვ თქო. და მერე მივედი დასკვნამდე რომ არაა საჭირო რამეს ვითხოვდე, უბრალოდ კარგია როცა გაქვს ადგილი სადმე შენი აზრები გადმოალაგო და მერე იმაზე არ იფიქრო სხვა რას იფიქრებს… აი ისევ შემზღუდავ წესებზე მივედი 🙂

  2. 5 finiki თებერვალი 17, 2012, 7:02 PM

    ზოგჯერ გემრიელად კივილს (ყვირილს) არაფერი ჯობია.

  3. 7 teennewson თებერვალი 19, 2012, 4:24 PM

    მსგავსი გრძნობები ალბათ ყველა ჩვენგანს განუცდია. ყვირილი კარგი საშუალებაა უარყოფითი გრძნობებისგან გასანთავისუფლებლად… : )))

  4. 10 tsotnee თებერვალი 24, 2012, 7:50 PM

    “მერე მივხვდი რომ მაღალ მატერიებს, მაღალი ინტელექტის მქონე დამფასებელი ჭირდება.” – ეჰ, რამდენჯერ მიფიქრია მაგაზე! ხო ყვირილი ერთ-ერთი გამოსავალია! 😉

    • 11 ჭიამარია თებერვალი 24, 2012, 7:52 PM

      კარგია რომ გამოსავალს მივაგენით, როგორც ვამჩნევ მარტო ყვირილი დაგვრჩენია :)))
      ერთ ფილმში ვნახე, გოგო რაღაცაზე გაცეცხლებული შევარდება ოთახში , ბალიშში ჩარგავს თავს და მაგრად დაიკივლებს. ყვირილიც გამოუვიდა და ხმაურითაც არავინ შეაწუხა : ))

  5. 13 rockermeloman თებერვალი 24, 2012, 8:14 PM

    კივილი ყველაზე კარგი გამოსავალია, მე სიმღერა მირჩევნია+1 ❤

    • 14 ჭიამარია თებერვალი 24, 2012, 8:18 PM

      სიმღერა რომ შემეძლოს, მეც მივმართავდი მაგ ხერხს. მითუმეტეს რომ ყოველთვის მინდოდა მემღერა კარგად : )

      • 15 rockermeloman თებერვალი 24, 2012, 8:21 PM

        დღემდე ვერ გავიგე, როგორ ვერ უნდა იმღერო 🙂 ბულბული არც მე ვარ, მაგრამ ვმღერი არცთუ ცუდად, ასე მგონია მთავარია მოინდომო და არ შეგრცხვეს : )

      • 16 ჭიამარია თებერვალი 24, 2012, 8:25 PM

        არა, ხმის ამოშვების პრობლემა არ დგას, ბარემაც კარგად გავყმუი როცა ხასიათზე ვარ. აქ უბრალოდ ხმის ჟღერადობა იგულისხმება, რომელიც მინიმუმ შენ ყურს უნდა სიამოვნებდეს..: ) თორემ, სიმღერას რა უნდა

  6. 18 გვირილა მარტი 15, 2012, 1:08 PM

    მეც წამოვალ ცოტა ხნით 🙂

    პ.ს. მომენატრე :*


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: