წიგნი და ფილმი (არაკომერციული სათაური)

The Book

“გოგონა დრაკონის ტატუთი”- ამ წიგნის შესახებ რამდენიმე თვის წინ გავიგე და რომ არა ბლოგები, უფრო ზუსტად ბლოგერების კონკურსი, შეიძლება ვერც ვერასდროს ან ძალიან გვიან გამეგო მის არსებობაზე. ამ კონკურსის წყალობით, ლამის დღეში 2 პოსტი ქვეყნდებოდა ამ ან მიმსგავსებული სათაურით. ერთი საერთოც ჰქონდათ- უკლებლივ ყველა აღფრთოვანებული იყო დეტექტივით, რომლის გმირებიც 40 წლის წინ გაუჩინარებულ გოგონას ეძებენ და კვალზე მტვრიანი არქივების ქექვით გადიან. წიგნის წაკითხვამაშინვე გადავწყვიტე და დავიწყე მისი ძებნა- ჯერ ახლობლებით, მერე წიგნის მაღაზიებით გავაგრძელე. ძიების პროცესი ცოტა გამიგრძელდა, ისევ ჩემი მოუცლელობის გამო, მაგრამ საბოლოოდ ვიყიდე და წავიკითხე… მოლოდინი საბედნიეროდ გამიმართლდა და მეც მთელი დღე თავაუღებლად ვკითხულობდი, სამსახურში თუ გზაში, საწოლში თუ ჩაისთან ერთად.

კარგი დეტექტივი ყოველთვის ჩამთრევია,  რაც უფრო ახლოვდება კვანძის გახსნა, მით მეტად ვაჩქარებ კითხვას და ზოგჯერ აბზაცსაც ვახტები, რომ გავიგო რა მოხდა.. მერე ისევ მშვიდად ვუბრუნდები. ამ შემთხვევაში ასე არ მომხდარა, იმიტომ არა რომ სუსტი სიუჟეტი იყო, პირიქით! იმდენად მომეწონა, რომ თითოულ სიტყვას აუჩქარებლად მივყვებოდი, რათა სიამოვნება გაცილებით ხანგრძილივი ყოფილიყო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, წიგნი კმაყოფილმა დავხურე და გადავწყვიტე ფილმიც მენახა.

The Movie

კინოეთეატრს, ქართული პრემიერის მეორე დღესვე ვეწვიე და პოპკორნის უზარმაზარი ურნით მოკალათებულმა მოთმინებით ავიტანე ყველა რეკლამა და საყურებლად მოვემზადე. მარტო დასწყისი ღირს ერთ რამედ, ახლა რომ ვიხსნებე ჩემ თავს, მეცინება თვალებგაფართოებული გოგოს წარმოდგენაზე, რომელიც თითოეული კადრის დაჭერას ცდილობს.

საყვარელი ნაწარმოების ეკრანიზაცია სხვა დროსაც მინახავს, თუმცა ამაზე რატომღაც ძალიან ავღელდი. ალბათ იმიტომ რომ წიგნი სულ 2 კვირით ადრე მქონდა დასრულებული და ჯერ კიდევ კარგად მახსოვდა ყველა დეტალი. ფილმი 2 საათზე მეტხანს გაგრძლედა, თუმცა მე ერთხელაც არ მიგრძვნია მოეწყენა – სიუჟეტი არაა მონოტონური, თითქოს სულ რაღაც ხდება და მოდუნების საშუალება არ გაქვს.

ეკრანზე გადმოტანილ წიგნებთან ყოველთვის ვფრთხილობ, მეშინია ჩემი წარმოსახვით შექმენილი პერსონაჟები მსახიობებმა არ გამიუფერულონ, მერე მიჭირს ხოლმე შემქნილი სახეების აღდგენა. სხვისი არ ვიცი, და ჩემი წარმოდგენები ამჯერად 90% გამართლებულლია. ლიზბეთი- რუნი მარა! ამ როლზე სხვა არც არავინ უნდა განეხილათ, ძალიან სწორად შერჩეული მსახიობია. ასევე ვიტყოდი  კრეიგზეც, თუმცა ჩემი ბლუმკვისტი უფრო მეტად “ჯმუხი” და ნაკლებ სიმპათიური იყო.  ერიკა წიგნში ძალიან საინტერესო პერსონაჟად მეჩვენა, თუმცა ფილმში მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდში ჩანს და რომ არა ფილმის დასასრული, შეიძლება არც გაგახსენდეს… ყველა რეჟისორი რაღაც თავისას ალბათ ყოველთვის ამატებს, უფრო მეტად სცენარისტები, მაგრამ მე რატომღაც გული დამწყდა გარკვეული უზუსტობების გამო, რომელიც არ დაემთხვა წიგნში მოთხრობილს. ვინც ნახეთ, მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.

საბოლოო ჯამში ფილმიდან უზომოდ კმაყოფილი გამოვედი. ვისაც ჯერ არ გინახავთ, გირჩევთ კონოთეატრში ნახოთ. დარწმუნებული ვარ თქვენი კომპიუტერიც არანაკლებ სამსახურს გაგიწევთ ამ საქმეში, მაგრამ  შევთანხმდეთ რომ ფართო ეკრანი ჯობია.

აუცილებლად უყურეთ, არ ინანებთ! : )

Advertisements

26 Responses to “წიგნი და ფილმი (არაკომერციული სათაური)”


  1. 1 მოლი ბლუმი იანვარი 31, 2012, 4:29 PM

    გუშინ ვნახე მეც 🙂

    რუნი მარა ფანტასტიურია და ზუსტად ის ლისბეთია, წიგნით რომ მომეწონა. კრეიგი ბოლო ორი ბონდის შემდეგ მომწონს და არც ახლა გაუცრუებია იმედები – სულ სხვა ტიპაჟია და ბონდის შარმის ნასახიც არ ეტყობა. ერიკა უფრო დახვეწილი წარმომედგინა და მისი როლიც ოდნავ შემცირებულია, მართალ ხარ. ისედაც საკმაოდ სერიოზული ქრონომეტრაჟი ჰქონდა ფილმს და წიგნის ყველა დეტალის გადმოტანა ალბათ არ ჩათვალეს საჭიროდ.

    ახლა მეორე ნაწილს ველოდები. ლისბეთის მარტოობა მენანება. იმედია, ისევ მარტოსულ პეპიდ აღარ დარჩება.

    • 2 Chiamaria თებერვალი 1, 2012, 9:21 AM

      მე ვინაიდან ბონდიანას მაყურებელი არ ვარ კრეიგი ამ როლით გავიცანი და კმაყოფილიც დავრჩი..
      მეც ძალიან გული დამწყდა დასასრულზე ..

  2. 3 tsotnee იანვარი 31, 2012, 8:21 PM

    მეც უნდა ვნახო, მაგრად მაინტერესებს! 🙂

  3. 5 Kejeradze იანვარი 31, 2012, 9:49 PM

    საინტერესოა 🙂 ტრადიცულად ჯერ წიგნს “მივხედავ”, მერე – ფილმს 🙂

    • 6 Chiamaria თებერვალი 1, 2012, 9:24 AM

      ორივე შემთხვევაში ძალიან კმაყოფილი დარჩები. ძალიან ვეცადე ისე დამეწერა რომ შინაარსი არ ყოფილიყო გასაგები, მათთვის ვისაც არ უნახავს და არ წაუკითხავს ჯერ. წინასწარ რომ არ მიხვდეთ რაღაცეებს 🙂

  4. 7 ♥ Miss.Catalan.. ♥ იანვარი 31, 2012, 9:58 PM

    ახლის ნახვა მინდა.. 😦 ძველს ვუყურე და მომეწონა,იმედია ესეც გაამართლებს მოლოდინს.

  5. 9 finiki თებერვალი 1, 2012, 10:05 AM

    ფინჩერში იმდენად ვარ დარწმუნებული, რომ ვიცი ფილმი ნამდვილად ძალიან კარგი იქნება. იმდენი ახალი ფილმის ნახვა მინდა ვერც კი გავიგე საიდან დავიწყო.
    რაც შეეხება წიგნს, ადრეც აღვნიშნე, ვერ ვკითხულობ წიგნებს (ასეთი იდიოტური ჩვევა მაქვს), რომლებიც ყბადაღებულია და ყველა ამაზე საუბრობს, ვნებათაღელვის ჩაცხრობის შემდეგ მიყვარს ხოლმე წაკითხვა (ანაც მანამდე), თუმცა კინოში წასვლამდე აჯობებს წავიკითხო, შემდეგ სხვა თვალით ვუყურებ ხოლმე.

    • 10 Chiamaria თებერვალი 1, 2012, 10:08 AM

      ასე ჯობია, ჯერ წაიკითხე მერე ნახე 🙂
      მეც იმდენი რამ დამიგროვდა სანახავი.. IMDB-ზე ჩემი ვოჩლისთი თან გულს მიხეთქავს იმხელაა, თან მგონია რომ კარგი ფილმები მელოდება ❤

  6. 11 »♥» ana «♥« თებერვალი 2, 2012, 9:28 PM

    ვკითხულობ და ვერაფრით ვერ გავედი ბოლოში. 🙂

  7. 12 hellenhelly თებერვალი 10, 2012, 2:16 AM

    რა დამთხვევაა 🙂 მეც ვაპირებდი ამ თემაზე დაწერას 🙂 წიგნი წავიკითხე, კვირას ფილმსაც ვნახავ 🙂

  8. 13 tami მარტი 12, 2012, 9:31 PM

    მე, ცხოვრებაში პირველად დამემართა როპ ჯერ ფილმს ვუყურე და მერე წიგნი წავიკითხე, უზუსტობებმა მეც გამაღიზიანა თუმც საბოლოო ჯამში ვეღარ გავერკვიე წიგნი უფრო მომეწონა თუ ფილმი? მეც მიწერია პოსტი ამ ფილმზე…ძალიან მომეწონა, ვგიჟდები ლისბეტზე. გული იმაზე დამწყდა რომ მარტოხელა ლისაბეთი ისევ მარტო რჩება საყვარელი ადაიანის გარეშე. წიგნის მთელი სიუჟეტი არ განმიცდია ისე, როგორც ბოლო აბზაცი:(

    • 14 ჭიამარია მარტი 12, 2012, 9:44 PM

      ვნახე შენი პოსტი. ლიზბეთი ჩემი ახალი გატაცებაცაა. 🙂
      თუმცა მილენიუმის საგა გრძელდება და ვნახოთ რა იქნება 🙂

      • 15 tami მარტი 12, 2012, 9:50 PM

        საერთო გატაცება გვქონია:) ბოლო ნაწილს ველოდები სულმოუთქმელად. სულაკაურის გამოცემამ ჯერტარგმნაც არ დაგვიწყიაო:@

      • 16 ჭიამარია მარტი 13, 2012, 9:51 AM

        ჯერ დაველოდები, თუ ვერ გავძელი ინგლისურ ვერსიას მოვნახავ სადმე 🙂 მთავარია ფილმებმა არ მომისწროს მანამდე

      • 17 ჭიამარია მარტი 14, 2012, 2:15 PM

        წარმოიდგინე, სულაკაურს ამ ორშაბათს ჰქონია მეორე ნაწილის პრეზენტაცია 🙂 უკვე გამოსულია და არანაკლებ საინტერესო ჩანს, თუ ანოტაციით ვიმსჯელებთ 🙂

      • 18 tami მარტი 14, 2012, 2:31 PM

        ვიყიდე და წავიკითხე..გამოსცეს თუარა იმ დღესვე

      • 19 ჭიამარია მარტი 14, 2012, 2:33 PM

        ოჰო, ძალიან კარგი. იმედია მოგეწონა 🙂

      • 20 tami მარტი 14, 2012, 2:32 PM

        კიი, აგრეთვე საინტერესო და უფრო დაძაბული და მძაფრსიუჟეტიანია

  9. 21 hellenhelly მარტი 15, 2012, 2:20 AM

    მეორე ნაწილი წაკითხული გაქვთ? ეგეც საინტერესოა 🙂 კითხვის პროცესში ვარ :))

  10. 23 salomeaa ოქტომბერი 20, 2012, 7:38 PM

    ეს მართლაც ის იშვიათი გამონაკლისია, როცა ფილმი და წიგნი ერთნაირად კარგია, თუმცა წიგნისგან რა სიამოვნებაც მივიღე, ფილმისგან სიამოვნების მიღების მხოლოდ 50%-ის.


  1. 1 წიგნი-ნაწილი II « ჭიამაია უკუბმული კომენტარი მარტი 29, 2012, 9:35 AM ჩანაწერზე
  2. 2 მილენიუმის ტრილოგია « კეჟერაძის ბლოგი უკუბმული კომენტარი მარტი 29, 2012, 5:37 PM ჩანაწერზე

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 228 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: