ინგლისური ჩაის საღამო- წითელი კაბინა

 სათაურს რომ ვწერდი ვიფიქრე, ნეტავ თუ მიხვდებიან პოსტი რაზე იქნება-მეთქი. დღეს ინგლისის ერთ სიმბოლოზე მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა, რომელიც გაგიკვირდებათ და არც ხელოვნების ნიმუშია, არც ლიტერატურის შედევრი, არც ისტორიული შენობა… მოკლედ, ერთი პატარა წითელი კაბინაა, ტელეფონით. დაინახავთ თუ არა, მაშინვე ბრიტანეთი გაგახსენდებათ, ჩემი პირადი ასოციაცია კი მხოლოდ ლონდონით შემოიფარგლება. სამწუხაროა, თუმცა თანამედროვე ლონდონს წითელი კაბინა აღარაფერში ჭირდება და მერიაც საოცარი სისწრაფით აქრობს მას ქუჩებიდან. მათი ნახვა დღეს ქოვენთ გარდენთან შეიძლება, როგორც ტურისტული ღირსშესანიშნაობა.. რა გასაკვირია, ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში, ვის რად უნდა ქუჩის ტელეფონი და ჯიბეში-დასარეკად საჭირო 30 პენსი… თუმცა კი არ აქრობს, თურმე ახლებით ანაცვლებს, საიდანაც დარეკვის გარდა ინტერნეტში შესვლაც შეიძლება და ნებისმიერი საბანკო ოპერაციის განხორციელება.

ოდესმე, როცა ლონდონში ჩავალ და საოცნებო ქალაქი ახდენილ ოცნებად გადაიქცევა, მინდა თუნდაც ერთი მაინც ვნახო ჩემი თვალით და იქნებ დავრეკო კიდეც. შევალ და წარმოვიდგენ რამდენ ადამიანს დაეხმარა ეს წითელი “ოთახი”. აქ ალბათ ლონდონის წვიმების დროს მეყვარებოდა შესვლა- ქუჩაში მოსერინეს, მოულოდნელად რომ დამიშხაპუნებდა , შევვარდებოდი და დავიცდიდი როდის გამოიდარებდა. კოცნა? რა რომანტიკული იქნებოდა კოცნა ლონდონის წითელ სატელეფონო ჯიხურში. არა, პირველი კოცნა უკეთესია. : )

არადა მაინც, სატელეფონო კაბინა ვის უკვირს? მაგრამ მხოლოდ ინგლისურმა მოახერხა იმდენი, რომ საფოსტო მარკაზეც აღმოჩნდა და ფილმებშიც არაერთხელ გვინახავს. მსოფლიოში ალბათ ძალიან მცირე იქნება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ამ ჯიხურს ვერ იცნობს. იყო დრო, ინგლისელებისთვის მას კარგი სამსახურის გაწევა შეეძლო. მიუხედავად დაუსრულებელი რიგებისა მის წინ, ხალხი მაინც ხალისით მიდიოდა წითელი კაბინისკენ. ეს იყო შეხვედრების, სიახლეების გაცვლის, გაცნობის და რაც მთავარია დანარჩენ სამყაროსთან კავშირის შესანიშნავი საშუალება.

ახლა ჩემ ფანტაზიებს ცოტა ფრთებს შევუკეცავ და გეტყვით, რომ ის სერ გაილს გილბერტ სკოტმა დააპროექტა. ჯიხურის პირვანდელი სახე ცოტა არ იყოს შორსაა იმისგან, რასაც დღეს ვხედავთ. დროის მსვლელობასთან ერთად მისი რამდენიმე “მოდელი” იქნა შემუშავებული.  ვერსია K6, რომელიც 1935 წელს მეფის 25 წლის იუბილისთვის შეიქმნა, იყო პირველი რომელიც ლონდონის გარეთ დადგეს.

შენიშნავდით “წმ.ედვარდის სამეფო გვირგვინს” ჯიხურის თავზე- ეს დღევანდელი დედოფლის- ელიზაბეთ II-ის ინიციატივა გახლავთ და კაბინის სახურავს 1952 წლიდან ამშვენებს, მანამდე ძველი “თიუდორთა გვირგვინი” ჰქონდა, რომელიც წმინდა წყლის სიმბოლიკა იყო და აღარ გამოიყენებოდა კორონაციების დროს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, სერ გლაისის შემდეგ, ჯიხურმა კიდევ რამდენიმე დიზაინერი გამოიცვალა და მივიდა დღევანდელ სახემდე და იმდენად პოპულარული გახდა რომ 1980 წლისთვის, 73 000 ცალი იყო მოხმარებაში მთელი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

ასეა თუ ისე, წითელი სატელფონო კაბინა, პოპულარობას ჯერ კიდევ ინარჩუნებს და მე იმ იმედით გემშვიდობებით, რომ ერთხელაც იქ გადაღებულ ფოტოს შემოგთავაზებთ. მანამდე კი სურათებით დავტკბეთ.

სასიამოვნო დღეს გისურვებთ!

პ.ს ესეც ბონუს-ფოტო. თანამედროვე და ძველი სატელეფონო კავშირის შედარება.

Advertisements

8 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო- წითელი კაბინა”


  1. 1 მოლი ბლუმი იანვარი 28, 2012, 1:46 PM

    მივხვდი, რაზე წერდი 🙂 ახლა კითხვას გავაგრძელებ.

  2. 2 მოლი ბლუმი იანვარი 28, 2012, 1:49 PM

    წითელი კაბინა ძველი და ტრადიციული ლონდონის ისეთივე სიმბოლოა, როგორც, მაგალითად, ყვითელი ტაქსი ნიუ-იორკისთვის. და მე თუ მკითხავ, ძალიანაც უხდება.

    დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი მაგიდაზე პატარა წითელ კაბინას 😦 უბრალოდ, ვერსად მივაგენი.

  3. 4 Kejeradze იანვარი 29, 2012, 2:13 PM

    ჩემთვის ეს წითელი კაბინა ბეიკერ სტრიტთან ასოცირდება. რატომღაც მგონია, რომ იქ აუცილებლად დამხვდება 😀

  4. 6 ვივიენ თებერვალი 3, 2012, 10:59 AM

    მაშინვე მივხვდი რაზეც წერდი. დავინახავ თუ არა ესევე ლონდონთან ვუკეთებ ასოციაციას 🙂 კარგი პოსტია 🙂

  5. 7 მერც ანნა ბლუმი თებერვალი 27, 2012, 6:22 PM

    უცებ ერთი მულტსერიალი გამახსენდა. ტიპი მომავალში რომ მოხვდება, ტელეფონის ჯიხურების ნაცვლად რომ თვითმკვლელობის ჯიხურებია 🙂 ან რა შუაში იყო..


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: