ინგლისური ჩაის საღამო- ბრიტანეთის ზოოპარკები

ჯერ კიდევ ზამთარია, ჩემი ბუხარი გიზგიზებს, 2012 წლის რიგითი შაბათი გათენდა და ტრადიციულად გეპატიჟებით ჩაიზე და scones-ზე.  წინა ინგლისურ  პოსტში ბუკინგემის სასახლის შესახებ ვისაუბრეთ, უფრო ზუსტად ფაქტების ჩამოთვლით შემოვიფარგლეთ. გაგრძელებასაც დაგპირდით, რომელიც აუცილებლად იქნება, მაგრამ არა ამ შაბათს, რადგან არ მინდა ერთფეროვანი პოსტები ერთმანეთის მიყოლებით. 🙂 დღეს ექსკურსიაზე მივდივართ და  ინგლისურ ზოოპარკებს დავივლით. ჩაი თერმოსშია 🙂

ბავშვობაში ზოოპარკში წასვლა ძალიან მიყვარდა, ერთი გამორჩეული დღეც მახსენდება- როცა მშობლებმა მე და ჩემი ძმა სასეირნოდ წაგვიყვანეს სწავლის დაწყების წინა დღეს- ეს სტუმრობა ალბათ ერთგვარი დასასრული იყო 2002 წლის ზაფხულისა, რომელიც სხვათაშორის ძალიან კარგად დამამახსოვრდა. მას შემდეგ, ვთვლი რომ ზოოპარკს ასე დაგეგმილად უნდა ეწვიო და დღე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარო- სუფთა ჰაერზე ( გალიებთან სუნთქვის შეკავების პერსპექტივით), უამრავი ატრაქციონით ( ქართულ ზოოპარკზე ამას ვერ ვიტყვი) და ა.შ. მოკლედ, მგონი ჯობია ინგლისური ზოოპარკები ვნახოთ და უპრიანი იქნება დავიწყოთ ლონდონით.

პინგვინების აუზი ლონდონის ზოოპარკში

პინგვინების აუზი ლონდონის ზოოპარკდან

ეს უკანასკნელი, გარდა იმისა რომ მდებარეობს ლონდონში,  ბევრი სხვა ღირსებითაც გამოირჩევა. მაგალითად, ის შეიქმნ 1828 წელს, უძველესია მსოფლიო სამეცნიერო ზოოპარკებს შორის და ამჟამად ველური ბუნების 755-ზე მეტ სახეობას აერთიანებს, რაც ჯამში 16,802 ცხოველს ნიშნავს. გარდა ამისა, აქ მსოფლიოში პირველად გაიხსნა ცალკე სათავსო რეპტილიებისთვის, აკვარიუმი, მწერების სახლი და როგორც ამბობენ, აქაურობამ პირველად უმასპინძლა ბავშვებს, როგორც დამთვალიერებლებს. ზოოპარკი 36 აკრზეა გადაჭიმული, რაც იმას ნიშნავს რომ მხოლოდ დათვალიერება მთელ დღეს წაგართმევთ.

Paradise Wildlife Park

Paradise Wildlife Park

Paradise Wildlife Park- ასე ქვია ჰერთფორდშირში განლაგებულ ზოოპარკს, რომელიც სწორედ რომ მისწრებაა ბავშვებისთვის და ნამდვილი სამოთხეა ცხოველებისთვის ( მისთვის შერჩეული სახელიც დაგვემოწმება).  ამ ზოოპარკს, 1986 წლიდან სამფსონების ოჯახი ფლობს და შიგნითაც შესაბამისი გარემო აქვთ შექმნილი- საუკეთესო ადგილია, შვილებთან ერთად დროის გასატარებლად, მითუმეტეს თუ ველური ბუნება და მასთან სიახოლვე გიყვართ. აქ საშუალება მოგეცემათ, მონაწილეობა მიიღოთ ცხოველების კვებაში, ესტუმროთ მაგალითად კატისებრთა ოჯახისთვის გამოყოფილ სპეციალური “ველს”, სადაც იხილავთ იაგუარებს, ვეფხვებს, პატარა ლომებს… გულგრილს არ დაგტოვებთ, ფრინველების განყოფილებაც, რომელიც სხვადასხვა ეგზოტიკური ფრთოსნების სიუხვით გამოირჩევა.

elephants, say "cheese"

elephants, say "cheese"

Whipsnade Zoo- ეს უკვე ლონდონის აღმოსავლეთით, ბერდფორდშირშია გაშენებული და 1931 წელს გაიხსნა.დღესდღეობით, აქ 227 სახეობაა თავმოყრილი და ჯამში 6405 ცხოველია. ბრიტანელებს რომ ჰკითხოთ, აუცილებლად ახსენებენ აქაურ სპილოებს, რომლებიც პირდაპირ დასეირნობენ მთელ ტერიტორიაზე- არც გალიები, არც დამცავი ზოლები. გარდა ამისა, ზოოპარკი იმითაც გამორჩეულია, რომ მთელი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ზომით ყველაზე დიდია (600 აკრი). ვგონებ, სრულ დათვალიერებას 2 დღეც არ ეყოფა. 🙂

The Black Rhino

The Black Rhino

დროა ჩესტერისკენ გადავინაცვლოთ და ვეწვიოთ ზოოპარკს, რომელიც 400ზე მეტ სახეობას აერთიანებს, უფრო ზუსტად კი ეს 7000მდე ცხოველია.  აქაურობა  იმათაა გამორჩეული, რომ ზრუნავს გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე (რომლებიც არც ისე ცოტანი არიან ჩვენდა სამწუხაროდ) და შესაბამისად ნახევარზე მეტი სახეობა წითელ წიგნში შეტანილი ჯიშებია. ითვლება რომ ჩესტერის ზოოპარკის მთავარი სანახაობა შავი მარტორქებია. გამოცდილები გვირჩევენ, თუკი ბრიტანეთის ამ ნაწილში მოვხვდებით, აუცილებლად ვესტუმროთ მათ.

და თუკი ძალიან არ გადაგღალეთ, დღეისათვის ბოლო გასეირნება ზოოპარკში,  Drusillas Park-ში, აღმოსავლეთ სასექსისკენ. ამჯერად ინგლისის ყველაზე პატარა ზოოპარკში ვიმყოფებით, რომელიც მთლიანად ბავშვებისთვისაა გათვლილი. აქ ცხოველების შთამბეჭდავი გალერიის გარდა პატარებს “მაიმუნების სამეფო”-სა და “Toddler’s Village”-ში შეუძლიათ გართობა, რომელიც სიტყვა სიტყვით ”ახალფეხადგმულების სოფელს” ნიშნავს.

Drusillas Park

Drusillas Park

ექსკურსია დამთავრებულია. როცა ამ ყველაფერს ვწერდი, სურვილი გამიჩნდა ჩვენი მამა-პაპური ზოოპარკის შესახებაც დამერთო მცირე ინფორმაცია, მიუხედავად იმისა რომ წინასწარ ვიცოდი განსხვავება ისეთი იქნებოდა, როგორც ცასა და დედამიწას შორის. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ეროვნული ზოოპარკი 1931 წელს დაარსდა,უჭირავს 9 ჰექტარი, გვყავს დაახლოებით 252 ჯიშის ცხოველი

“მათ შრის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თეთრი ლომები, თეთრი მარტორქები, თეთრი ვეფხვები და უსურიული ვეფხვი. რომელებიც მსოფლიოს მართლაც, რომ ერთ-ერთ უიშვიათეს სახეობებს წარმოადგენენ და ისინი ველურ ბუნებაში ფაქტიურად აღარ გვხვდებიან, ან მცირე რაოდენობითღა არიან დარჩენილნი. ” – აღებულია ოფიციალური ვებ-გვერდიდან.

მშრალ ციფრებს თუ გადავხედავთ, არც ისე ცუდი მონაცემებია, უკეთესიც შეიძლება და ვიმედოვნებ ქართულ ზოოპარკი ადრე თუ გვიან გაცილებით სანახაობრივი გახდება.

დღეისათვის საკმარისია. ბედნიერ დღეს გისურვებთ.

Advertisements

9 Responses to “ინგლისური ჩაის საღამო- ბრიტანეთის ზოოპარკები”


  1. 1 tsotnee იანვარი 21, 2012, 5:28 PM

    ხო აი ვკითხულობდი და მეც ჩვენს ზოოპარკზე ვფიქრობდი. იმედია ჩვენც თუ არა, ამ ზოოპარკების ნახვა მაინც გვეღირსება! 🙂

    • 2 Chiamaria იანვარი 22, 2012, 11:28 AM

      ვიქნები სუბიექტური და ბოლო ნაწილი რომ აგვიხდეს ეგ უფრო გამიხარდება : ))))
      სიამოვნებით ვიღირსებდი რომელიმე მათგანის დათვალიერებას 🙂

  2. 3 მოლი ბლუმი იანვარი 21, 2012, 9:17 PM

    მე ზოოპარკებს მაინც ეროვნული პარკები მირჩევნია. გალიაში გამომწყვდეული ცხოველის თვალიერებას ბევრად ჯობია, პარკში ან ნაკრძალში თავისუფლად მყოფს დააკვირდე.

    • 4 Chiamaria იანვარი 22, 2012, 11:30 AM

      გაცილებით საინტერესოც იქნებოდა. რომელიღაც დოკუმენტურ ფილმში ნანხიც მაქვს, თუ არ ვცდები აფრიკაშია ასეთი ნაკრძალი. მანქანებში ჩასვამენ ტურისტებს და ლომებისა და ვეფხვების გარემოცვაში დაასერინებენ. 🙂

  3. 5 finiki იანვარი 23, 2012, 10:20 AM

    ზოოპარკების დიდი მოყვარული არ ვარ, თუმცა დიდი სიამოვნებით გავისეირნებდი ერთ–ერთში (მთელი დღის დაკარგვა მაინც დამენანებოდა ალბათ 🙂 )

    • 6 Chiamaria იანვარი 23, 2012, 3:59 PM

      მეც წავიდოდი, ყველაში :))
      ოღონდ მე არ დამენანებოდა დღე, იმიტომ რომ ბუნებაშიც ვიქნებოდი+ საინტერესო ცხოველებს ვნახავდი, რომელთაც ვერ ვნახავ ვერასდროს ისეთებს. მიყვარს მე ესეთი რამეები 🙂

  4. 7 »♥» ana «♥« იანვარი 23, 2012, 9:00 PM

    პინგვინების აუზი. ❤ აუ რა მაგრობაა..


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s




მუშკეტერი

 Baby Birthday Ticker Ticker

დღის სიმღერა

დაწერე ელ-ფოსტის მისამართი.

Join 227 other followers

მომწერე

biedronka.ch@gmail.com

biedronka.ch@gmail.com

ყველაზე კითხვადი პოსტები

Top.ge


%d bloggers like this: